x
image
Teklamaisuraze
თურქ -სელჩუკები და საქართველო ,,დიდი თურქობა"
კავკასიაში სელჩუკები 1048 წელს შეიჭრნენ და იმ დროს ბიზანტიის კუთვნილი სომხეთი დაიკავეს. თავდაპირველად ბიზანტიელები წარმატებით ეწინააღმდეგებოდნენ თურქებს . ამ ბრძოლაში მათ ლიპარიტ ბაღვაშიც ეხმარებოდათ. მაგრამ მანაზკერტის ბრძოლამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა და 1074 წლის ხელშეკრულებით ბიზანტიამ თავისი აღმოსავლეთი პროვინციების დიდი ნაწილი თურქებს დაუთმო.

image

სელჩუკები საქართვდლოში ალფ არსლანის მმართველობის ხანაში გამოჩნდნენ. თავდაპირველად მან თავისი ვაჟი გამოაგზავნა დასაზვერად . ხოლო 1064 წელს თავად ჩაუდგა სათავეში უზარმაზარ ლაშქარს და სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა.

დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად აიღო ქალაქი და სასტიკად გაუსწორდა მოსახლეობას. ამ პირველი შემოსევის შედეგად სამხრეთ საქართველომ დიდი ზარალი განიცადა .მათი დაუნდობლობის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო.



პირველი ლაშქრობა ალფ არსლანს აღარ გაუგრძელებია და ბაგრატ IV -ს დაზავებაც კი შესთავაზა. მართლაც ბაგრატმა საკუთარი დისწული მიათხოვა სელჩუკ სულთანს. თავისი ასული კი ბიზანტიაში გაათხოვა. ამ შემთხვევაში ბაგრატი ცდილობდა ორივე მტერთან კეთილმეზობლური ურთიერთობა შეენარჩუნებინა.

თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა . საქართველოში ალფ არსლანის ერთგული მოკავშირე ანისის გამგებელი აბულ- სავარი შემოიჭრა, რომელსაც ალფ არსლანისგან დავალებული ჰქონდა ანისის გარშემო და მიმდებარე ქვეყნებში ელაშქრა სელჩუკთა პოზიციების დაცვის მიზნით.

საპასუხოდ ბაგრატ IV -მ არანში გაილაშქრა და ბარდავი დაარბია. ამის შემდეგ, 1068 წელს ალფ არსლანმა ისევ იაშქრა საქართველოში. როგორც ჩანს სწორედ ამ დროიდან დაიწყო მომთაბარე თურქების ჩამოსახლება ქართულ მიწებზე. რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.


image

ამ ბრძოლების დროს სელჩუკებმა სამხრეთ რეგიონები დაიკავეს. ამასთან ქართული მიწების ნაწილი სულთანმა თავის მოკავშირე განძის ამირას გადასცა. ბაგრატი სათანადოდ მოემზადა განძის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ბაგრატის ცოლისძმა, ოსთა მეფე დორღოლელი, მას დიდი ლაშქრით დაეხმარა.

ქართველებმა, რომელთაც სათავეში უფლისწული გიორგი ედგა, მოახერხეს განძის მბრძანებლის ფადლონის ჯარის დამარცხება. ეს დიდი წარმატება იყო ბაგრატისათვის. არც სულთან ალფ არსლანს შესწევდა ძალა კიდევ ერთი დასამსჯელო ლაშქრობის მოწყობისათვის. ის მოციქულებსა და ძღვენს გზავნიდა საქართველოს მეფესთან და ხარკს ითხოვდა, მაგრამ ბაგრატიც დიპლომატიურად მოქმედებდა. ისიც ძღვენსა და მოციქულებს უგზავნიდა სულთანს და ხარკს კი არ კისრულობდა. მოხარკეობაზე უარის თქმით ბაგრატი ქვეყნის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.

მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მალიქშაჰის მმართველობის ხანაში. გიორგი II თავდაპირველად წინააღმდეგობას უწევდა. თურქებს, მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ ძალები არათანაბარი იყო.

1080 წლიდან საქართველოში დაიწყო “ დიდი თურქობა. " სელჩუკებმა ამ პერიოდიდან წესად შემოიღეს ყოველწლიური შემოსევა საქართველოში.ისინი გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ და არბევდნენ ქვეყანას.

image

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისათვის თურქული მომთაბარე ტომების ჩამოსახლება . სამეურნეო მიწები საძოვრებად აქციეს და ნადგურდებოდა საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ტრადიციები. თურქთა დასახლების ერთ-ერთი მიზეზი იყო ირანში შექმნილი სიტუაციაც. მომთაბარე ხალხების მოშორების მიზნით, მალიშაქი და მისი ვაზირი ნიზამ ალმულქი ბიზანტიისა და საქართველოსაკენ ერეკებოდნენ.

გიორგი II იძულებული გახდა თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა და 1083 წელს ის ეახლა მალიქშაჰს, მორჩილება გამოუცხადა მას და ყოველწლიური ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა. მალიშაჰი დაჰპირდა, რომ აღკვეთდა თურქთა რაზმების თარეშს. ასევე უწყალობა მას კახეთ-ჰერეთი.

საქართველოში მობრუნებული მეფე გიორგი, სულთნის ლაშქრით კახეთს გამოემართა, მაგრამ დაწყებული ბრძოლა ბოლომდე ვერ მიიყვანა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ივრისა და ალაზნის ნაყოფიერი ველები კი თურქეთის ხელში აღმოჩნდა . თავის მხრივ კახეთის მეფე აღსართანიც ეახლა სულთანს, გამუსლიმდა და სულთნის მფარველობაც მიიღო.

ამდენად გიორგი მეორემ ვერ მოახერხა ვერც კახეთის შემოერთება და ვერც თურქების განდევნა ქვეყნიდან.

აღმოსავლეთ საქართველო პრაქტიკულად საძოვრად ჰქონდათ გადაქცეული. დავით II კი ზავის შემდეგ იძულებული გახდა თავისი უფროსი ვაჟისთვის 16 წლის დავითისათვის დაეთმო ტახტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020


0
142
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0