x
image
ლურჯი თოლია
21-ე საუკუნის კონკია - მერი

მერი ელიზაბეტ დონალდსონი - უბრალო გოგონა, რომელმაც თავისი ნამდვილი პრინცი იპოვა და ერთ დღეს დედოფალი გახდება.

image

მერი 1972 წლის 5 თებერვალს დაიბადა ჰობოტში, ავსტრალიაში, საშუალო ფენის ოჯახში, თუმცა მის მშობლებს შოტლანდიური წარმომავლობა აქვთ. მას ჰყავს 3 და-ძმა. სკოლაში სწავლის გარდა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღინისძიებებში, უკრავდა და მისდევდა სპორტს. მას აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალში და ასევე, მარკეტინგში.

ყველაფერი კი 2000 წლის 16 სექტემბერს შეიცვალა, როდესაც ავსტრალიაში ზაფხულის ოლიმპიურ ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასული დანიის პრინცი ფრედერიკი გაიცნო, საერთო ნაცნობების წყალობით. თუმცა, თავიდან მერის ფრედერიკის ტიტული არ უთხრეს. მათი ურთიერთობა მალევე დაიწყო და გაგრძელდა სატელეფონო საუბრებითა და მიმოწერით. ამას მოჰყვა ფრედერიკის საიდუმლო ვიზიტები ავსტრალიაში. ერთი წლის შემდეგ მათი ურთიერთობა გასაჯაროვდა და დანიაში ყველამ გაიგო პრინცის ახალი სიყვარულის შესახებ.

2001 წელს მერი ჯერ პარიზში გადავიდა სამუშაოდ, 2002 წელს კი კოპენჰაგენში, სადაც მუშაობდა MICROSOFT-ის პროგრამების კოორდინატორად.

image

2003 წლის 8 ოქტომბერს წყვილი ოფიციალურად დაინიშნა. ქორწილი კი 2004 წლის 14 მაისს გაიმართა კოპენჰაგენში. ქორწილს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის სტუმრები და სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მერი დანიის გვირგვინოსანი პრინცესა გახდა და როდესაც მისი ქმარი ტახტზე ავა, ის დანიის დედოფალი გახდება.

ეს ქორწინება 2004 წელს ჟურნალისტების მიერ "ზღაპრად" შეფასდა. ამჟამად წყვლის 4 შვილი ჰყავს და აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში.

image

მერიმ ისწავლა დანიური, სამეფო ეტიკეტი და თავის ახალ როლს არაჩვეულებრივად მოერგო. დახვეწილი მანერებითა და ელეგანტური სტილით ყველას შეაყვარა თავი.

image

0
171
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0