x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102557
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ქართველები ჰოლივუდში
ჰოლივუდი

მართალია, საქართველოს არ ჰყავს ცნობილი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჰოლივუდში, თუმცა ქართველი მსახიობები მაინც ახერხებენ გარკვეული წარმატების მიღწევას და კარიერის შექმნას.

1. მერაბ ნინიძე

image


დაიბადა თბილისში 1965 წლის 3 ნოემბერს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი. მონაწილეობს როგორც სპექტაკლებში, ასევე კინოში.

1995 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ვენაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "არსად აფრიკაში'', "იუპიტერის მთვარე", "მადლობა დაბომბისთვის", "I Watch Her Sleep", ასევე სერიალებში: "საქმე ორისთვის, " "მაფია", "სამშობლო" და სხვა.

2. ლევან უჩანეიშვილი

image

დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი და დაიწყო სამსახიობო კარიერა. 1990-იან წლებში გადავიდა აშშ-ში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Independence Day, Blades, Air Force One, Virus, 25th Hour და სხვა.

3. დათო ბახტაძე

დაიბადა 1966 წელს 20 მაისს თბილისში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: Wanted, Crash, Ben-Hur.


4. თემო მელიქიძე

image

დაიბადა 1992 წლის 21 თებერვალს თბილისში. 2000 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბელგიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "24: Legacy", "They Ryan Case 1873, " "The Lombardi Case 1975, " Faceless 2014", "City of Revenants და სხვა.

5. გიორგი აგიაშვილი იგივე George Finn

image

დაიბადა თბილისში, თუმცა მალევე გადავიდა ლოს-ანჯელესში. მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში და სერიალებში: Lincoln Heights, How I Met Your Mother, Cold Case, The Mentalist, Time Lapse და სხვა.

6. ელენე სხირტლაძე

image

დაიბადა 1987 წლის 24 ნოემბერს თბილისში. მოგვიანებით, საცხოვრებლად გადავიდა ჯერ სოჭში, შემდეგ აშშ-ში. დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა, ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთში. 2003 წელს მიიღო მონაწილეობა სერიალში „დეტექტივი რაში", ასევე მიუზიკლში - "ჩიკაგო" და სხვა.

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0