x
როგორია ჩვენი განვლილი ცხოვრება? რა დავთესეთ,რას ვიმკით,რა გვაქვს ხელთ?

რა საინტერესოა არა? ვცხოვრობთ და ვარსებობთ ვაგროვებთ კარგ თუ ცუდ მოგონებებს.ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი როდესაც ხარ, კარგ განწყობაზე ან პირიქით ცუდ გუნებაზე რადგან ცვალებადია ყოველი დღე და ყოველდღიურობა, თვით ადამიანის ბუნება და ხასიათიც კი.თუმცა წინა წლები, რომ გავიხსენოთ ბევრ ლამაზ მოგონებებს გავიხსენებთ და გაგვეღიმება უჩუმრად თუ რა კარგი დრო იყო მაშინ...ცუდიც ამოტივტივდება, მოვიწყენთ სახე შეგვეცვლება და ვიტყვით რაც იყო, იყო ახლა უკეთესად ვარ.მაგრამ ამ ყველაფერს თუ შევაჯამებთ რაღაც მნიშვნელოვანსა და ფასეულს უნდა მივხვდეთ, ვიპოვოთ.თუ ვიპოვით ამის შემდეგ გამარტივდება ბევრი რამ.წარსულის ნიადაგზე, ცხოვრების მანძილზე მაინც რა იყო ყველაზე მთავარი? ეს, კითხვა ჩვენს თავებს ხშირად უნდა დავუსვათ და დავფიქრდეთ თუ რა ჩავიდინეთ ისეთი სასიკეთო, დასამახსოვრებელი როგორც სხვისთვის ასევე საკუთარი თავისთვის.განა ფასეულნი ვართ? ძვირფასნი ვართ?რა გვაქვს ხელთ, რა გვიდევს ხელისგულზე ამდენი გამოცდილებისდა მიუხედავად ბევრი მოგონება დაგროვდა, უამრავი თავგადასავალი კარგი თუ ცუდი.ბევრი რამის შესახებ გაიგე ისეთი ფაქტი რაც არ იცოდი ახლა კი დროა გამოიტანო ამ ყოველივედან დასკვნა და დაფიქრდე რა მოგცა ამ დრომ? შეგცვალა? სხვა ადამიანი გაგხადა? როგორი დამოკიდებულება გაქვს ახლა საკუთარი თავის მიმართ, ცხოვრების მიმართ, სხვების მიმართ...მაინც რა გარდაქმნის ადამიანებს სხვა პიროვნებად? როგორ ხდება ეს გარდაქმნა, მათი პიროვნება როგორ უცბად იცვლება.დღეს კეთილი ხარ, ხვალ კი შეიძლება ვინმე ისეთს დაემორჩილო, რომ გზა აგირიოს გაგხადოს სრულიად სხვანაირი, ჩაგინერგოს უნდობლობა ადამიანების მიმართ და ეს იცით როგორი საშინელი შეგრძნებაა? როცა გიჩნდება ყველას მიმართ უნდობლობა და შენი მტერი გგონია მთელი სამყარო? არადა, პირიქით ისინი შენი კარგის მსურველები არიან, მაგრამ შენ ისე მოგიწყვეს აზროვნება, რომ გგონია ყველა ცუდი, საშინელი..რომ ყველას ცუდი ემეტება შენთვის არადა არსებობს კარგი ადამიანებიც ისეთები ვინც გაგიგებენ და შენს გვერდით იქნებიან მთავარია, რომ ენდო მათ და მეგობრობის ხელი გაუწოდო მათი ხელი არ დატოვო მარტო ხელშეუხებელი შეეხე, სცადე რადგან ცდა ბედის მონახევრეა.თუ არ ცდი არც არაფერი გამოვა.უნდა დაამყარო ადამიანევთან კონტაქტი არა აქვს მათ რაოდენობას მნიშვნელობა, ორი და ნამდვილი იყოს, თავისივე გულწრფელობით და არა ათი, ოცი და ყველა ყალბი.ნელ-ნელა ისწავლი მათ გარჩევას, თუ ვის უყვარხარ ვინაა შენი კარგის თუ ცუდის მსურველი.ამას თვალითა და გულით მიხვდები.გული, არასდროს ცდება, ის ყოველთვის მართალიimageimage

ა.სიმართლისკენ უბიძგებს ადამიანებს.

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0