x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
ყურადღების მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში

image
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ყურადღების კონცენტრირებასა და საკითხზე ფოკუსირებაში, ან რას მივაქციოთ ყურადღება საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას? ალბათ, ეს ბევრი მასწავლებლისთვის საინტერესო შეკითხვაა და პასუხიც ყველას აინტერესებს, ვეცდები საჭირო რჩევები და რეკომენდაციები გაგაცნოთ:

  • ეცადეთ, მოსწავლემ ყურადღება საკუთარ მიღწევებსა და პროგრესზე გაამახვილოს, და არა სხვისაზე.
  • თუ მოსწავლე ყურადღებით გისმენთ, მის ასეთ ქცევას ღიმილით ან შექებით უპასუხეთ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მოსწავლე მომავალშიც ასეთი ყურადღებიანი იქნება საგაკვეთილო პროცესში
  • როდესაც ბავშვი ბრაზობს და ტირის, ყურადღების მიქცევის მიზნით, ამ დროს ეფექტურია იგნორირება. მოიქეცით ისე, თითქოს მისი არ გესმით, სკინერის მიხედვით, ამის რამდენჯერმე გამეორება აქრობს ქცევას, რადგან ბავშვი ხვდება, რომ ამ გზით ის სასურველს ვერ მიიღებს.
  • მასწავლებლის ხელში, როგორც ვიცით სოციალური განმამტკიცებელი სტიმულების დიდი რაოდენობა, როგორიცაა - შექება, ყურადღება, გაღიმება, შეფასება. კლასში დისციპლინის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია მასწავლებლის ყურადღების მიპყრობაა. ამიტომ თქვენ თითოეული ბავშვის ქცევას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და დაფიქრდეთ ამ ქცევის გამომწვევ მიზეზებზე.
  • მოსწავლე შეიძლება ყურადღებით აკვირდებოდეს მაიმუნის ხტუნვას ხიდან ხეზე, ზუსტად დაიხსომოს მისი მოძრაობები, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ შეძლოს ეს ქცევა დაისწავლოს და გაიმეოროს, ვინაიდან ადამიანის ფიზიკური მონაცემები არ იძლევა ამის შესაძლებლობას. შესაბამისად, დასწავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ფიზიკურად შეეძლოს ქცევის განხორციელება. ამას მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს და გაითვალისწინოს თავიდანვე ეს ყველაფერი. მოსწავლემ “მოდელისგან” რაიმე რომ ისწავლო, მას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. თუ ოთხი წლის ბავშვი დაინახავს, რომ მის თანატოლს თამაშის დროს ძაღლმა უკბინა, ის შემდგომში თავადაც მოერიდება ძაღლს. მაგრამ თუ ამ დროს მისი ყურადღება მიპყრობილი იყო მეორე თანატოლისაკენ, რომელმაც დანით ხელი გაიჭრა, მაშინ ის შემდგომში მოერიდება არა ძაღლს, არამედ დანის ხელში აღებას.
  • ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქცევაზე, და არა მის პიროვნულ თვისებებზე.
  • ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უმნიშვნელო დარღვევაზე. შეაჩერეთ ეს საქციელი მზერით, ან მიუახლოვდით მოსწავლეს. სწავლა მოითხოვს ბეჯით შორმასა და ყურადღებას ყოველი პატარა, თითქოს უმნიშვნელო ნაბიჯიც კი უნდა იმსახურებდეს თქვენს ყურადღებას და გულწრფელ შექებას; უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ სწავლასა და ყველა სხვა წამოწყებაში მცირე წარმატებაც კი მათი განვითარებისა და წინსვლის საფუძველი გახდეს, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი თავის და საკუთარი საქმიანობის ადეკვატურად შეფასება.
0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთინო ზარანდია
ქეთინო ზარანდია
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0