x
მეტი
  • 05.08.2020
  • სტატია:102260
  • ვიდეო:347153
  • სურათი:466067
ავსტრიაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

მესამედ ბოლო ოთხი დღის მანძილზე ავსტრიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა რიცხვს გადააჭარბა. აქედან ყველაზე მეტი ინფიცირებული ვენაშია, სადაც სტაციონარში გუშინ Covid-19-ის დიაგნოზით 53 პირი შევიდა. ყოველდღიურად დაავადებულთა ორნიშნაა რიცხვია ასევე შტაიერმარკტში.


ამჟამად მთლიანად ავსტრიის მასშტაბით მკურნალობას 853 ადამიანი გადის. 115 ახალი შემთხვევა იყო შაბათს, რაც ბოლო კვირის მანძილზე დაავადების პიკად მიიჩნევა, ხოლო 109 შემთხვევა 3 ივლისს დაფიქსირდა. აღნიშნულ სტატისტიკას ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.


მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გლობალური პანდემია დაიწყო, ავსტრიაში კორონავირუსის 18 165 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 705 პირი გარდაიცვალა.


ავსტრია

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0