x
მეტი
  • 09.08.2020
  • სტატია:102372
  • ვიდეო:347170
  • სურათი:466249
5 ივლისის მთვარის დაბნელებასა და სავსემთვარეობაზე მიხეილ ცაგარელის რჩევები

image



"მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა!



თბილისის დროით 08 : 40 საათზე.


ამ წელიწადში ნოემბერ-დეკემბრამდე დაბნელებები აღარ გვექნება!




ყველამ კარგად ვიცით, მთვარის გავლენა ადამიანებზე როგორ მძაფრად მოქმედებს, განსაკუთრებით დაბნელების პერიოდში,
ამიტომ ყოველგვარ დაძაბულ მოქმედებას და ინფორმაციას მოერიდეთ!



შესაძლოა აგრესიულობამ მოიმატოს ადამიანებში, დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგან, რაც შემდგომში
საწვალებელი და გამოსასწორებელი გაუხდებათ.



ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უმჯობესია
აკონტროლეთ ემოციები, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მზისა და მთვარის ნეგატიურ ნათებას,



ილოცეთ დაანთეთ სანთელ-საკმეველი, გულით უსურვეთ ყველას მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება...



გაუგზავნეთ სამყაროს, უფალს მადლიერება ყველაფრისათვის რაც იყო და გქონდათ, რაც არის და გაქვთ და რაც იქნება და გექნებათ, ყველაფრისათვის მადლობა გადაუხადეთ!...



მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, პოზიტიურად და შინაგანი სიმშვიდით განვლეთ ეს დღე და მისი შემდგომი უახლოესი დღეები...



ამით ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბების დე­რე­ფა­ნი სრულ­დე­ბა!



სულიერად გაძლიერებული ადამიანთა უმრავლესობა შეძლებს გათა­ვი­სუფ­ლდნენ წყე­ნებისგან, ში­შე­ბისგან, აგრეთვე ზედ­მე­ტი წო­ნისგან, მავ­ნე ჩვე­ვე­ბისა და ნე­გა­ტი­უ­რი ფიქრებისგან, ასევე ძვე­ლი კავ­ში­რე­ბის­გან, ოჯა­ხუ­რი კარ­მის, რა­ღა­ცა­ზე ან ვი­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან და სხვა...



შეეცადეთ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც ხელს გიშლით მიზნებისა და წინსვლისკენ მიმავალ გზაზე!..



შეეცა­დეთ მშვიდად და მაქ­სი­მა­ლუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რად შე­ხე­დოთ მოვ­ლე­ნებს.



შეეცადეთ გამორიცხოთ ალკოჰოლი, ღამისთევები და თამბაქო.



12 ივ­ლისს კი, პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ( უკუღმა მოძრაობის ) სვლი­დან გა­მო­ვა და სწორად დაიწყებს მოძრაობას, რაც ადამიანებს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს სწო­რად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ჩვე­ნი აზრები, სწორ გზას და­ვუბ­რუნ­დეთ და წარმატებულ შედეგებსაც თავდაჯერებული და გაძლიერებული, მომზადებული ენერგიებით შევხვდეთ!




ამისათვის კი საჭიროა მოვაწესრიგოთ ჩვენი სულიერი და ფიზიკური ცხოვრება:
ხარისხიანი დროული ძილი, სწორი კვება, წყლის სწორი მიღება დღის მანძილზე, ლოცვა, მშვიდი მოწესრიგებული გარემო, სისუფთავე და გეგმა უახლოესი შემდგომი ნაბიჯებისა და ა. შ...



გისურვებთ კეთილგონიერებას, სულის სიმრთელეს, უფლის მფარველობასა და სიყვარულს." - მიხეილ ცაგარელი

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0