x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466312
ინდოელმა მამაკაცმა საკუთარ ქორწილში 100 კაცი დააინფიცირა,თვითონ 2 დღეში გარდაიცვალა
image

ინდოელმა ქორწილში 100 ადამიანი დააინფიცირა კორონავირუსით და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. Indian Express- ის ცნობით, ეს არის ინფიცირების ყველაზე მსხვილი შემთხვევა ბიჰარის შტატში.


30 წლის მამაკაცის ქორწილი გაიმართა 14 ივნისს პატნას ოლქის ქალაქ პალიგანჟში. სასიძო იქ სპეციალურად ჩავიდა ქალაქ გურგაონიდან, რომელიც დედაქალაქ ნიუ დელისის სიახლოვეს მდებარეობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ქორწილის წინა დღეს მას სიცხემ აუწია. იგი დაჟინებით მოითხოვდა ღონისძიების გადადებას, მაგრამ ორივე ოჯახის უფროსები წინააღმდეგ წავიდნენ, დიდი ფინანსური ზარალის გამო.



ახლობლები და ნათესავები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კორონავირუსის გავრცელება მათ წყნარ დასახლებაში თითქმის შეუძლებელი იყო. შედეგად, ქორწილი დანიშნულ დღეს გაიმართა, მას 350-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.


ცერემონიიდან ორი დღის შემდეგ, მამაკაცის მდგომარეობა გაუარესდა. ნათესავებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.


ახალგაზრდა მამაკაცის კრემაცია ტესტირების გარეშე მოხდა.მაგრამ ამის შემდეგ ვიღაცამ ამ შემთხვევის შესახებ ხელისუფლებას აცნობა. შედეგად, ყველა სტუმარს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე: დაახლოებით 100 ადამიანზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ზოგიერმა მათგანმა თავის მხრივ სხვებსაც გადასდეს.


მთლიანად ბიჰარის შტატში 10 ათასი ინფიცირებულია, რომელთაგან თითქმის 80 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ზოგადად, ინდოეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 649 ათასი ადამიანია, აქედან 18, 6 ათასი გარდაიცვალა.

0
106
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0