x
image
Yoona
Mediator image
თავსატეხი, რომელსაც ყველა ვერ ამოხსნის: გადაარჩინეთ საკანში ჩაკეტილები
სამი მეგობარი შუაგულ ტბაში ძალიან პატარა კუნძულზე ცალკეულ საკნებში ჩაკეტილი არიან. მარცხნიდან მარჯვნივ მათ ვუწოდოთ პოლი, რიჩარდი და ჰარიეტი. პოლის საკნის თავსახურზე არის ლუკი, მაგრამ ის ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. რიჩარდის ლუკი მდუღარე წყლითაა სავსეა, ხოლო ჰარიეტი მძიმე ლითონის ბოქლომითაა ჩაკეტილი. ჰარიეტის ბოქლომის გასაღები პოლის საკანშია. საკნების ირგვლივ ტბაზე ნიჩბიანი ნავია, მაგრამ წყალი აქ ღრმა და მღელვარეა, მხოლოდ ჰარიეტს, გამოცდილ მოცურავეს, შეუძლია მასთან მისვლა.


image

ეს უსიამოვნო თავსატეხია და სასწორზე ადამიანების სიცოცხლეა. როგორ შეძლებენ მეგობრები საკნებიდან გათავისუფლებას?


როგორ გადავჭრათ ტესტი


image

ამოცანის გადასაჭრელად ფუნდამენტური სამეცნიერო ლოგიკა გამოიყენეთ? პირველ რიგში, თუ სურათს დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ სამი მეგობარი დაკავებულია დღისით, ხოლო ტანსაცმლით ვასკვნით, რომ გარეთ ზაფხულია. შესაბამისად, პოლის თავსახურზე ყინული მალე გადნება.


image

როცა ყინული გალღვება, პოლი ლუკიდან თავსახურზე ასვლას და გასაღების თან წაღებას შეძლებს.

თქვენ შეამჩნიეთ ორქთლს, რომელიც რიჩარდის საკნის სახურავის მდუღარე წყლიდან ამოდის? ყინულის მსგავსად მდუღარე წყალიც სწრაფად აორთქლდება. შემდეგ რიჩარდი ლუკიდან სახურავზე ამოსვლას შეძლებს. ჩაკეტილი მხოლოდ ჰარიეტი რჩება.


image

გახსოვდეთ, რომ ჰარიეტის ბოქლომის გასაღები პოლს აქვს. ორ კაცს თავისი მეგობრის საკნის განბლოკვა შეუძლიათ. ასევე სამივე გათავისუფლდებიან. როგორ მიაღწევენ ნავამდე? აქ, ჰარიეტი თავისი ცურვის ნიჭს გამოავლენს.


image

ჰარიეტს მარჯვე ცურვით ნიჩბიან ნავამდე მიღწევას შეძლებს, შემდეგ კვლავ კუნძულზე დაბრუნდება მეგობრების წამოსაყვანად. პოლი, რიჩარდი და ჰარიეტი ახლა თავისუფლები არიან.


დასკვნა

მსგავსი ამოცანები ხშირად მარტივ ლოგიკურ მსჯელობას ეფუძნება. სიუჟეტი ისეა მოფიქრებული, რომ დაბნეულობა შეინარჩუნოს და დრო გახანგრძლივდეს. ასეთი ეშმაკური თავსატეხის ამოხსნა საუკეთესო მეთოდია, რომ ნაბიჯი უკან გადადგათ, შეისვენოთ, საწყისს დაუბრუნდეთ და დააკვირდეთ. საიდუმლოს მალე ფარდა აეხდება.


ასევე დაგაინტერესებთ:

მარტივი მათემატიკური ამოცანა, რომელსაც ბევრი არასწორად ხსნის

image

მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თუ რამდენად ჭკვიანი ხართ

image

3 სხვადასხვა სირთულის ლოგიკური ამოცანა: შეძლებთ ამოხსნას?

image

ადამიანების მხოლოდ 3%-ს შეუძლია ამ რთული თავსატეხის ამოხსნა. თქვენ შეძლებთ?

image

თუ ამ სურათზე 25 ადამიანს მაინც გამოიცნობთ, თქვენ განათლებული ადამიანი ხართ

image


0
396
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
396