x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
სიყვარულის 5 სტადია, რომელსაც მხოლოდ მყარი წყვილები გადიან - შეამოწმეთ!
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სიყვარულსაც გააჩნია სტადიები, რომლებსაც წყვილები ეტაპობრივად გადიან ურთიერთობის დროს. შეამოწმეთ, რა სტადიაზეა ახლა თქვენი სიყვარული და სრულყოფილების მისაღწევად რა უნდა გახსოვდეთ.


სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ასრულებს ურთიერთობას სიხარულისა და სიყვარულის შეწყვეტით. იქნებ ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვახდენთ ამ ჩვენივე სიყვარულის იდეალიზაციას? რატომ ვართ დარწმუნებული, რომ სიყვარული აუცილებლად სრულყოფილი უნდა იყოს? თანამედროვე კულტურა და საზოგადოება მხოლოდ ერთ რამეს გვაფიქრებინებს - სიყვარულში პრობლემები არ არსებობს, მაგრამ თუ გაჩნდა, მაშინ უნდა შეწყვიტო ურთიერთობა.


image


შედეგად, ურთიერთობებში ზოგჯერ ვიხდით ძალიან მაღალ ფასს, მაგრამ თუ ურთიერთობა დაიძაბა, უნდა მივხვდეთ დროულად, რომ უბრალოდ რთულ ეტაპზე ვართ და გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არის რუტინა, ყოველდღიური სირთულეები, გაუცხოება, იმედგაცრუება და სხვა მსგავსი რაღაცები, რომელთა გაცნობიერებით შეძლებთ გაზარდოთ გრძნობები და სიყვარული მიიყვანოთ სრულყოფილებამდე.




პირველი სტადია - შეყვარება. სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად და ქვეცნობიერად მოდის. მისი თავიდან აცილება ან თავიდან ძალით ამოგდება, შეუძლებელია. როდესაც შეყვარებულ წყვილზეა საუბარი, ეს ნიშნავს ქიმიის არსებობას ორ სულს შორის. შეყვარება არ არის ცნობიერის არჩევანი, ის ინსტიქტის გამოვლენაა.


როდესაც შეყვარებული ვართ, ვგრძნობთ როგორ გვჭირდება ის, ვაფასებთ, აღფრთოვანებული ვართ მისით, მზად ვართ დავუთმოთ ყველაფერი და მთელი დრო... ამ დროს არ მოითმენთ კრიტიკასა და წინააღმდეგობას, არავის უსმენთ, რადგან ამ დროს თქვენზე უკეთ არავინ იცის ვინ არის თქვენთვის შესაფერისი.


სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან, სიყვარული ქრება და ჩვენ ვბრუნდებით რეალურ სამყაროში.





მეორე სტადია - წყვილის სტატუსი. (დაწყვილება) ეს უკვე შეგნებული არჩევანია და თქვენ იწყებთ პარტნიორთან მჭიდრო და ძლიერ შეგრძნებებს. ერთმანეთში მშვიდად, კომფორტულად და დრწმუნებულები ხართ. იზრდებით და ვითარდებით და იწყებთ იმის გაგებას, თუ რა სჭირდება ადამიანს რეალურად.


ამ ეტაპზე ბევრი ადამიანი იღებს ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ერთად ცხოვრების დაწყება, დაქორწინება ან ბავშვის გაჩენა. თქვენ იცით, რომ თქვენი კავშირი ემყარება საერთო ღირებულებებს და ურთიერთპატივისცემას. მეორე ნახევარი ხდება თქვენი ცხოვრების სრულყოფილი ნაწილი და გესმით, რომ სამყარო ორივეს გარშემო ბრუნავს, როგორც მთლიანობა.




image



მესამე სტადია - იმედგაცრუება და გაუცხოება. ეს მეტად რთული ეტაპია, რომელსაც წყვილების დიდი რაოდენობა გადის, თუმცა ყველას არ შეუძლია ამ ფაზის გადალახვა და განქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა, სწორედ ამ ეტაპზე ხდება.



გრძნობები გაქრა და მასთან ერთად ნათელი მომავლის იმედიც. როგორ ფიქრობთ, სად წავიდა ადამიანი, რომელიც თავდაპირველად შეგიყვარდათ? შეყვარების პერიოდში ადამიანს თითქოს გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით და ამ დროს ყველაფერი ორმაგად სასაცილოა, რადგან ბუნებრივი სარკაზმი აღიქმება, როგორც მკვეთრი გონების მტკიცებულება, და ამ ადამიანთან დაკავშირებული ყველაფერი, სრულყოფილია. ხოლო, როდესაც იწყება იმედგაცრუების ეტაპი, ჩვენ სულ სხვაგვარ სურათს ვხედავთ: ხუმრობები პრიმიტიულად გამოიყურება, სარკაზმი გადადის ქედმაღლობაში და ნებისმიერი ხმამაღლი კომენტარი იწვევს გაღიზიანებას.


და აი, ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: "სწორი არჩევანი არ გავაკეთე"? პანიკას ნუ მიეცემით, ერთდაერთი არ ხართ მსგავს სიტუაციაში. ამ ეტაპის გადატანა რთულია, თუმცა შესაძლებელი.






მეოთხე სტადია - სიყვარულზე მუშაობა. იმედებს ნუ გაიცრუებთ და ნუ იფიქრებთ, რომ სიყვარული გაქრა. მსგავს სიტუციაშიც კი შეგიძლიათ გააგრძელოთ პარტნიორის სიყვარული ვარდისფერი სათვალის გარეშე. გადაარჩენთ გრძნობებს, თუ შეიცვლით აზროვნებას. იმუშავეთ სიყვარულზე და შედეგად მიიღებთ ჯილდოს - თქვენი გრძნობები გახდება უფრო მომწიფებული და ძლიერი.


აღიარეთ, რომ არცერთი ადამიანი არ არის სრულყოფილი.


ყველას გვაქვს მინუსები, პრობლემები, კომპლექსები, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს რაღაც შესანიშნავი. უნდა შეგვიყვარდეთ არა მხოლოდ უპირატესობა, არამედ პარტნიორის ნაკლოვანებებიც. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობები სამუშაოა საქმეა, ამიტომ ფოკუსირება გააკეთეთ თქვენი კავშირის შენარჩუნებაზე. მოთმინებით მოეკიდეთ, რადგან ნამდვილ სიყვარულს დრო სჭირდება.




მეხუთე სტადია - სიყვარულს სამყაროს შეცვლა შეუძლია. ცხოვრება მეტად რთული საქმეა თავისი რთული პერიოდებით, თუმცა მათთან გამკლავება შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროში ყველაზე ძლიერი ძალა ორი ადამიანია ერთ მთლიანობაში.


image


ბოლო, ანუ მეხუთე ეტაპზე ჩნდება ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის მიღების სრულიად ახალი დონე. თქვენ ერთმანეთისგან არაფერს მალავთ, იცით ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და გიყვართ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც ხართ.


ასეთი სიყვარული კი ნამდვილად ცვლის ყველაფერს. გმატებთ თავდაჯერებულებას, გავიწყებთ ძველ ტკივილს, გრძნობთ საკუთარ აზრს და არსებობის მნიშვნელობას და პარტნიორის აუცილებლობას თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ სიყვარული არჩევანია...


0
242
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0