x
image
Teklamaisuraze
თურქ -სელჩუკთა სახელმწიფო

თურქების შემოსევები

მუსლიმები თურქებს პირველად იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებზე შეხვდნენ და მალე დაიწყო მათი რეკრუტირება ხალიფას გვარდიაში. უკვე პირველი აბასიანების დროს თურქი მეომრები ხალიფათა მნიშვნელოვან სამხედრო დასყრდენად იქცნენ .

image

XI ს-ის დასაწყისისათვის თურქი ხალხების ორმა დიდმა მიგრაციამ შეცვალა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია და ასევე დიდი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზე.

ცენტრალურ აზიაში მდ. სირდარიის მიდამოებში ოღუზი თურქები მომთაბარეობდნენ. უფრო აღმოსავლეთით, მდინარე ირტიშის სანაპიროებზე კი ბინადრობდნენ თურქი ყივჩაყები. ეს უკანასკნელები დასავლეთით დაიძრნენ და შეავიწროვეს ოღუზები. შემდეგ კი განაგრძეს სვლა სამხრეთ რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპისაკენ, სადაც სხვადასხვა სახელებით (პოლოვცების და კუმანების ) იყვნენ ცნობილნი. საკუთარი ტერიტორიიდან გამოდევნილი ოღუზები ისლამურ ტერიტორიებზე შემოვიდნენ . თურქთა მიგრაციახარაერთი ტალღის სახით განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სელჩუკთა მიგრირება დასავლეთის მიმართულებით.

image

სელჩუკები დასახლდნენ ბუხარის პროვინციაში და მიიღეს ისლამი. ისინი საკუთარი ჯარით ემსახურებოდნენ სხვადასხვა მუსლიმურ დინასტიას, მათ შორის თურქული წარმომავლობის ღაზნებიანებს. მალე კი სელჩუკის შვილიშვილებმა თოღრულ ბეგმა და ჩაღრი ბეგმა თავად ღაზნებიანების წინააღმდეგაც გაილაშქრეს და განდევნეს ისინი ირანიდან .

image

X საუკუნის შუა ხანებიდან იწყება თურქული ტომების ისლამიზაციის პროცესი.თურქებმა სუნიზმი მიიღეს და მალე იქცნენ სუნიზმის თავგადაკლულ დამცველებად სხვადასხვა შიიტური მიმდინარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

image

მომთაბარე თურქული ტომები დაიძრნენ ცენტრალური აზიის სტეპებიდან დასავლეთით ძირითადად საძოვრების უკმარისობის გამო. მოწინააღმდეგებთან მოლაპარაკებებისას ისინი აღნიშნავდნენ, რომ “ მათ დედამიწაზე ადგილი არ აქვთ. " ბინადარი მიწათმოქმედი მოსახლეობისათვის კი თურქების შემოტევებს მეტად მძიმე შედეგები მოჰქონდა . მომთაბარე თურქები მეურნეობისათვის დამუშავებულ მიწებს საძოვრებად იყენებდნენ. ხოლო დამარცხებული მოსახლეობა ტყეებში იხიზნებოდა.

თოღრულ -ბეგმა 1038 წელს დაიკავა აღმისავლეთ ირანის ქალაქი ნიშაბური, ხოლო 1040 წელს ღაზნევიანთა დამარცხების შემდეგ, გახდა აღმოსავლეთ ირანის უდიდესი პროვინციის, ხარასნის მბრძანებელი. ბაღდადის ხალიფა, რომელიც ამ პერიოდში, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლების დაკარგვასთან ერთად, პრაქტიკულად შიიტების მძევლად მძევლად იყო ქცეული. მიესალმა სუნიტი თურქების წინსვლას დასავლეთისაკენ, რადგან იმედოვნებდა მათი საშუალებით ძალაუფკების ნაწილობრივ აღდგენას.

1055 წელს თორღულ ბეგი უბრძოლველად შევიდა ბაღდადში. მალე ხალიფამ მას უბოძა სულთნის ტიტული. შემდეგ დამატებით მიიღო “ აღმოსავლეთისა და დასავლეთის " ამირას ტიტულიც., რომელიც მის ძალაუფლებას ფორმალური თვალსაზრისით ავრცელებდა იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რომლებზეც ეგვიპტის ფატიმიანების სამფლობელოს წარმოადგენდა. სწორედ თოღრულ ბეგი ( 1037 -1063 ) ითვლება “ დიდ სელჩუკთა " სახელმწიფოს დამაარსებლად .

image

დიდი ქალაქების მოსახლეობა, ჩვეულებრივ უბრძოლველად ემორჩილებოდა სელჩუკებს . რადგანაც არ ჰქონდათ ყოფილი მბრძანებლისაგან დახმარების მიღების იმედი . ამავ დროს ჰქონდათ დიდი გადასახადები . ამიტომ ისღა დარჩენიდათ დამორჩილებოდნენ რათა ვაჭრები არ გაკოტრებულიყვნენ და უფრო არ დამძინებუკიყო ვითარება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020


ბიზანტია - საქართველოს ურთიერთობები

image


0
418
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0