x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ახალმა ფილმმა ქრისტეზე, სადაც იესო ლესბოსელი ქალია, მსოფლიო აღაშფოთა
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


image

image





ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.



კინო მართლაც ღრმა და საოცარი მიმართულებაა ხელოვნებაში. მას შეუძლია მოგვითხროს არა მხოლოდ თანამედროვეობის, ცხოვრების, ისტორიისა და ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ, არამედ შეიცავს ცნობებს ფერწერის ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ მაგალითებზე.


image


Hollywood-მა გადაიღო ახალი ფილმი სახელწოდებით “Habit” (ჩვევა), სადაც მთავარ როლს პოპ-მუსიკის მეფის მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი პერიზ ჯექსონი ასრულებს. ფილმის მთელი შინაარსი აგებულია ქრისტეს ჩვევებზე, რომლის როლსაც არა მამაკაცი, არამედ ქალი ასრულებს და მისი ორიენტაცია არ არის ბუნებრივი. მას პიროვნული და სოციალური იდენტობის განცდა აქვს. ფაქტმა კი, "ქალი იესო ლესბოსელი"- დიდი აღშფოთება გამოიწვია მაყურებლის მხრიდან.


22 წლის პერიზ ჯექსონთან ერთად ფილმში მისი პარტნიორის როლს Bella Thorne ასრულებს. ფილმის რეჟისორი Janell Shirtcliff, ხოლო სცენარის ავტორი კი Suki Kaiser-ია. ფილმში Bella Thorne ინიღბება მონაზვნად, რათა თავიდან აიცილოს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, მათი გასაღება ძალადობრივად და ზოგადად ძალადობა. Paris Jackson კი ფილმში როგორც ქალი იესო, მას რამდენჯერმე სტუმრობს... გარკვეული დეტალები ფილმსა და მის მსახიობებზე Fox News-ს ამცნო ფილმის პროდიუსერმა Donovan Leitch-მა. ლეიჩმა ასევე დასძინა, რომ ფილმის სცენარი შთაგონებულია ტარანტინოს მიერ და მისი გადაღებები ჯერ კიდევ "ამერიკის ჩაკეტვამდე" დასრულდა (ფრენების გაუქმება). კონკრეტული რიცხვი, თუ როდის გამოვა ფილმი ოფიციალურად, ჯერ არ არის ცნობილი.


image


როგორც გითხარით, ფილმი კინოთეატრებში ჯერ არ გასულა, თუმცა უკვე შეიქმნა გვერდი, სადაც მაყურებელი და ზოგადად საზოგადოება აწერს ხელს პეტიციას იმაზე, რომ არცერთი ქვეყნის კინოთეატრში არ გაუშვან ის.



image


(აქვე უცვლელად გთავაზობთ პეტიციის ტექსტს: A new blasphemous Hollywood film is predicted to come out soon depicting Jesus as a lesbian woman. The film “Habit” stars Paris Jackson who plays the role of “lesbian Jesus”. Distributors haven’t picked it up as of yet, so let’s please spread awareness and wake people up to the Christianophobic garbage that is spread nowadays, but is somehow accepted and praised by society. )



image

1
166
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
166
  
2020, 4 ივლისი, 19:40
ალაჰზე მსგავი რამ, რომ გადაეღოთ ახლა არც რეჟისორი, არც სცენარის ავტორი, არც პროდიუსერი და არც ეს მსახიობი ცოცხლები არ იქნებოდნენ.
არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადალახო...
0 1 1