x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
დაზვერვა და ინდუსტრიული შპიონაჟი ამერიკის მაგალითზე

image

დაზვერვის წარმოშობა და განვითარება სახელმწიფო მმართველობის უცვლელი ელემენტი გახლდათ საუკუნეების განმავლობაში. მეტიც, დაზვერვა ხშირად დამოუკიდებელი ინტეგრალის სახით გვხდება და ხშირად, ამ უკანასკნელის განვითარების ტემპები კოლოსალურად უსწრებს ქვეყნის ფორმირებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს დაზვერვის სისტემის სახელმწიფომდე ჩამოყალიბების არაერთი პრეცედენტი.

თანამედროვე მსოფლიოში დაიწყო რეფორმისტული მიდგომები ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით - სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირება, ეკონომიკური პოლიტიკების ცვლილება და ტექნოლოგიურ ინოვაციები. გამონაკლისი არც კერძო სექტორი გახლდათ და უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება ახალი დისციპლინა, რომელსაც კორპორაციული დაზვერვა ეწოდება.

დღესდღეობით, დაზვერვა ტრანსფორმაციას და კომერციალიზაციას განიცდის, კერძოდ, სამთავრობო უწყებები აქტიურად ცდილობენ დაზვერვის ინსტრუმენტების სახელმწიფოდან კერძო სექტორში გადატანას, ამის სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზები არსებობს - პირველი, რამდენადაც საერთაშორისო სამართალს შეუძლია შეკვეცოს სახელმწიფოს უფლებამოსილებები იმდენადაც იგი უძლურია კერძო სექტორთან მიმართებით და მეორე, ყველა ქვეყნის ბიზნეს გარემო, რეგულაციები გახლავთ სპეციფიკური. სხვა სტყვებით, კორპორაციული/ინდუსტრიული შპიონაჟის ჩამოყალიბება „სამართლებრივი ხვრელია.“ აქედან გამომდინარე, თუ ადრე დაზვერვის სისტემის პოვნა მხოლოდ სახელმწიფო სექტორში შეიძლებოდა, ახლა იგი ფრაგმენტირებულია და მისი განშტოებები შეგვიძლია ვეძებოთ კერძო სექტორშიც. კორპორაციული შპიონაჟი, როგორც დაზვერვის კომერციალიზებული ფორმა, დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და უწყებათაშორის კოორდინაციაზე.

ძირითადი ტერმინები

1.დაზვერვა - ინფორმაციის ფარულად მოპოვების ხელოვნება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პიროვნებაზე, ობიექტსა ან/და გარემოზე. მიღებული ინოფრმაციის ანალიზით ხდება პროგნოზირება და შესაძლო სცენარების განხილვა. მიმართულებები ვარიაცულია, სამხედრო დაზვერვა, ინფრაწითელი დაზვერვა, ჰიდროლოგიური დაზვერვა და ა.შ. წყაროების მიხედვით გამოიყოფა დაზვერვის რამდენიმე ძირითადი მიმართულება, მაგალითად: HUMINT (Human Intelligence) - როცა წყარო კონკრეტული პიროვნებაა, OSINT (Open Source Intelligence) - ღია წყაროები, გაზეთები, განცხადებები და ა.შ, FININT (Financial Intelligence)- უკავშირდება ფინანსური ოპერაციების წყაროებს, CYBINT (Cyber Intelligence) - კომპიუტერული ტექნოლოგიიებიდან მოპოვებული წყაროები. დიდი რვიანის ქვეყნებში გვხვდება - GEOINT (Geospatial intelligence), SIGINT (Signal Intelligence), MASINT (Measurement and Signature Intelligence), TECINT (Technical Intelligence);

2.კორპორაციული შპიონაჟი - ქვეყნის შიგნით ოპერერირებული კომპანიების მიერ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და ანალიზის პროცესი. გამოიყოფა ორი ძირითადი მოტივაცია - კერძო ინტერესი და კორპორაციული ინტერესი. დაინტერესების ობიექტებია - ფინანსური ინფორმაცია, სავაჭრო სტრატეგია, ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ და სამომავლო სტრატეგია. კონკურენციის ამ ფორმის არალეგალურობის მიუხედავად, ეკონომისტთა და სამართალმცოდნეთა გარკვეულ წრეებს აქვთ იდეოლოგიური აზრი, რომლის მიხედვითა კორპორაციული შპიონაჟის საბოლოო შედეგით მომხარებლები მოგებულნი რჩებიან.ძირითადი ინსტრუმენტები - კიბერთავდასხმა, ჩანერგილი აგენტი და ყოფილი ან/და მოქმედი თანამშრომელი.

3.ეკონომიკური შპიონაჟი - - ქვეყნის გარეთ ოპერირებადი კომპანიის ან/და კომპანიების მიერ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და ანალიზის პროცესი ქვეყნისშიდა კომპანიის ან/და კომპანიების შესახებს. თუ ჩარჩოდ გამოვიყენებთ აშშ-ს 1996 აქტს „ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ’’, განსხვავება კორპორაციულ შპიონაჟსა და ეკონომიკურ შპიონაჟს შორის განხვავება გამოიხატულია სასჯელის ზომაში;

4.ბიზნეს ანალიტიკა (Business Intelligence) - ამ უკანასკნელის გაგება რამდენიმეგვარია. იგი უკავშირდება მენეჯმენტს, ინფორმაციის მოგროვების ლეგალურ ფორმებს ან/და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. ბიზნეს ანალიტიკის ეს ფორმა ლეგალურია და არსებობს საერთაშორისო სტანდარტებიც.

ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები


კორპორაციული შპიონაჟი

პრეცედენტების ნაკლებობა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები ცდილობენ არ გაასაჯაროონ ის ფაქტი რომ კორპორაციული შპიონაჟის მსხვერპლი არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალდება მათი იმიჯი;

უახლესი სტატისტიკით, დანახარჯები კორპორაციულ შპიონაჟზე ყოველწლიურად იზრდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი შეინიშნება 30% პროცენტიანი ზრდა;

ემსახურება კერძო ან/და კორპორაციულ ინტერესებს


არ არსებობს ლეგიტიმური, ლეგელური და კონკრეტული კონტრმექანიზმი რაც შეიკავებს კორპორაციულ შპიონაჟს.

თავსებადი, დინამიური და ადაპტირებადია გარემოსთან.

დაზვერვა

პრეცედენტები სიმრავლე, კვლევები, წიგნები და კონფერენციები;

ბიუჯეტი განისაზღვრება ქვეყნის პოლიტიკური ნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე;

ემსახურება მხოლოდ ეროვნულ ინტერესს;

არსებობს კონტრმექანიზმი - კონტრ-დაზვერვა. თუ სამუშაო აღწერილობით ვიმსჯელებთ, კონტრ-მზვერავი აკომპანირებულია ფსიქოლოგიური ფაქტორით შეაკავოს უცხო ქვეყნის სადაზვერვო პროცესები და საკუთარ ტერიოტაზე მოქმედებით, რაც უსაფრთხოების გარკვეული გარანტიაა, მაშინ როცა მზვერავი მოქმედებს უცხო გარემოში სადაც მისი იმუნიტეტი ინტელექტია, ხოლო მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად შეზღუდული;

არათავსებადია გარემოსთან იმ მხრივ, რომ საერთაშორისო განაწესებმა უკვეცავს შესაძლებლობებს.


მომზადებულია "თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისთვის".


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:დავით შაქარიშვილი
დავით შაქარიშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0