x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466312
სოფელ ზემო მაჩხაანში მოხუცი ქალი საკუთარ ეზოში დაიწვა

image



დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანაში მარტოხელა მოხუცი ქალბატონი ეზოში ბალახის დაწვის დროს დაიწვა და გარდაიცვალა.


როგორც სოფელ ზემო მაჩხაანის ტერიტორიული ორგანოზ რწმუნებული გიორგი იაკობიშვილი აცხადებს: - " 95 წლის ქ.ჯ. მარტოხელა იყო, საკუთარ ეზოს დასუფთავების დროს სავარაუდოდ, ბოლის გამო, ქალბატონი წაიქცა და ცეცხლი მოედო. ეს უბანი ძალიან წყნარი უბანია, სულ ხანშიშესული ხალხი ცხოვრობს და ვერავინ ვერაფერი გაიგო. შემდგომ როცა მეზობელმა მამაკაცმა ბოლი შენიშნა, გავიდა ცეცხლის ჩასაქრობად და მოხუცი ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დახვდა. "


აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით.

0
340
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0