x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466316
რატომ "იყიდება" აგრესიული სექსუალობა ასე სარფიანად

image


დღესდღეობით, ტელეეთერებსა თუ სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ცნობილი სელებრითების პროვოკაციული სექსუალობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას.



image


აგრესიულ სექსუალობაზე მოთხოვნა როგორც წესი, გადაჭარბებული აკრძალვებისა და შეზღუდვების საპასუხო რეაქციაა. თუმცა, თანამედროვე დასავლურ სამყაროში "სექს - ამბოხება" გენდერული თანასწორობის მიღწევის გვერდით ეფექტად იქცა.


image


პოპულარული რეპერი ნიკი მინაჟი მილიონობით მსმენელის წინაშე სცენაზე საცვლების ამარა, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გადის, ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა კი პრესტიჟული პრემიის დაჯილდოვებაზე დასწრებას გამჭვირვალე კაბით არჩევს.


image


სკანდალური პოპ - ვარსკვლავი მაილი საირუსი ტრადიციას არ ღალატობს და მორიგ ვიდეო რგოლშიც სრულიად შიშვლდება. თანამედროვე "პოპ - პრინცესები" სანახევროდ არაფერს აღიარებენ.



image


დღესდღეობით, როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზე, არა მხოლოდ შეფარული ერიტიკულობა, არამედ აღვირახსნილი, პროვოკაციული სექსუალობა მეფობს. დღეს, სწორედ ამ აგრესიული სექსუალურობის მსოფლიო ტრენდად ქცეულ კულტზე მოგიყვებით.


image




ორმაგი სტანდარტი


2013 წელს მსახიობმა რაშიდა ჯონსმა ცნობილი პოპ - ვარსკვლავების შესახებ გამოქვეყნებული აღმაშფოთებული ტვიტი, ჰეშთეგით #stopactinglikewhores (#შეწყვიტეთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით მოქცევა) შეიძლება ითქვას, რომ მედია "ააფეთქა". ამერიკელმა სელებრითმა საკუთარი კოლეგების საქციელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შეადარა და მათ უფრო მოკრძალებული ჩაცმისკენ მოუწოდა. რაშიდას აზრი ზოგიერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გაიზიარა, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მისი ასეთი განცხადება კატეგორიულად არ მოეწონა. "მათ აქვთ უფლება, საკუთარ სხეულს ისე მოეპყრან, როგორც თავად სურთ. შეწყვიტეთ მათი განსჯა"- აჭრელდა "ტვიტერი" მსგავსი მოწოდებებით.


image


და საერთოდ, მართებულია კი იმ ვარსკვლავების შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიება, ვინც ვინმეს მორალურ პრინციპებს არ შეესაბამება? ბოლოს და ბოლოს, კანადელ პოპ - ვარსკვლავ ჯასტინ ბიბერს კონცერტზე შიშველი ტორსით გამოსვლისთვის ხომ არავინ ადანაშაულებს, ღიირს კი ზედმეტად მოკლე შორტების გამო იგივე მაილი საირუსის გაკიცხვა? თუ საქმე ორმაგ სტანდარტთან გვაქვს?


image


"ვარსკვლავები, რომლებიც კონცერტებისთვის არჩევანს ეროტიკულ სექს - კოსტიუმებზე აკეთებენ, მშვენიერი სქესის დანარჩენ წარმომადგენლებს შესანიშნავ მაგალითს აძლევენ, თუ როგორ არ უნდა შეეშინდეთ თვითგამოხატვისა და ექსპერიმენტების", - ამბობს მომღერალი ამანდა პალმერი. "ნამდვილი ვარსკვლავები სწორედ ასეთები უნდა იყვნენ - ემანსიპირებული და თავდაჯერებულები".



image


მოგეხსენებათ, რომ შოუ - ბიზნესში გარკვეული, დაუწერელი კანონები მოქმედებს, რომელთა შორის ყველაზე მთავარი და აქტუალურია - არ დაგივიწყონ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მიმართავენ ასე ხშირად ცნობილი სელებრითები გარკვეულ ეპატაჟსა და ექსტრავაგანტულ გამოხტომებს.



image


თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომელთა აზრითაც მსგავსს "ღიაობას" არამც თუ მაყურებლის ყურადღების მიპყრობა, არამედ პირიქით - მათი დაფრთხობაც კი შეუძლია. ქალბატონები თუკი ყოველღიურ ცხოვრებაში არჩევანს ასეთ თამამ სამოსზე გააკეთებენ ისინი მამაკაცებს არა მხოლოდ დააფრთხობენ, არამედ ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივასაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ.



image


რითი დასრულება ცნობილი სელებრითების ასეთი აგრესიული სექსუალობა, ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.






0
396
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
396