x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102425
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466312
გასაოცარი სექს-სკანდალი, რომელმაც ავსტრალიაში კორონავირუსის მეორე ტალღა გამოიწვია
ავსტრალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით სექს-სკანდალი აგორდა. როგორც ირკვევა, ხუთვარსკვლავიანი Stamford Plaza-ს სტუმრებს, რომლებიც აქ ორკვირიან კარანტინში იყვნენ მოთავსებულები, სისტემატიური სექსი ჰქონდათ სასტუმროს დაცვის თანამშრომლებთან, რომლებსაც იზოლაციაში მოთავსებულ პირებზე ზედამხედველობა ჰქონდათ დავალებული.


აღნიშნულმა ვიქტორიას შტატში კორონავირუსის აფეთქება გამოიწვია და დაავადების 77 ახალ შემთხვევას დაუდო საფუძველი, რაც 31 მარტიდან დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მელბურნის 300 ათასი მცხოვრები მკაცრ იზოლაციაში იმყოფება, ხოლო სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.


როგორც გამოძიების პროცესში გაირკვა, სასტუმროს დაცვის თანამშრომლები რეგულარულად ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს კარანტინში მყოფ პირებთან, რის სანაცვლოდაც მახლობელ სუპერმარკეტში მიჰყავდათ ისინი, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის მეორე ტალღა.


მომხდართან დაკავშირებით მელბურნში ზომები ისევ უკიდურესად გამკაცრდა, რასაც 5 აპრილის შემდგომ აღარ ჰქონია ადგილი. ხელახლა შემოიღეს კომენდანტის საათი, რისი დარღვევის შემთხვევაშიც ჯარიმა 1650 დოლარს შეადგენს.



კორონავირუსი

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0