x
image
ლურჯი თოლია
როგორ დავამზადოთ სოსისი სახლში - გემრიელი და სასარგებლო რეცეპტები

image

1. სოსისი ნაღებით ან რძით.

500 გრ ქათმის ან ინდაურის, ან შერეული თეთრი ხორცი (ან ფილე)
100-150 გრ ნაღები ან რძე
1 ლებანი ნიორი
1 კვერცხი
1 ჩ.კ. მარილი. შავი პილპილი და პაპრიკა გემოვნებით.

2. სოსისი მდოგვით.

500 გრ ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი ან ფილე
1 ჩ.კ. მდოგვი
1 ჩ.კ. ტომატ-პასტა
70 გრ - 2-3 ს.კ მოხარშული, გახეხილი ჭარხალი ან სტაფილო
1კვერცხი
1ჩ.კ.მარილი. შავი პილპილი და პაპრიკა გემოვნებით

3.სოსისი კოტლეტების გემოთი.
500გხორცი
ნახევარი ხახვი
1 ლებანი ნიორი
ბულიონის კუბიკი გახსნილი 150მლ წყალში
1კვერცხი
პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი ნახ.ჩ.კ.

კუბიკებად დაჭრილი ხორცი მოათვსეთ ბლენდერის თასში, დაუმატეთ ზემოთ ჩამოთვლილი სასურველი ინგრედიენტები (ხახვის დამატების შემთხვევაში ჯერ ხახვი დაბლენდერდება) და დავამუშავოთ კარგად, სანამ ერთიანი, ბლანტი, რბილი მასა არ მიიღება. შემდეგ მოათავსეთ საკონდიტრო ცელოფნის პარკში და საკვებ ცელოფანზე დავსვი სასურველი ზომის სოსისი, შევახვიოთ ცელოფანში და მივცეთ სასრუველი ფორმა.
იხარშება მდუღარე მარილ-წყალში 15-20 წუთი.

ინახება მაცივარში 4-5 დღე ან გაყინული 1-2 თვე.

image

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0