x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კვლევა: სულ უფრო მეტ ახალგაზრდა მამაკაცს არ აქვს სექსი
როგორც მკვლევარები ამბობენ, ახალგაზრდების მარტოობა და სექსის არქონა თანამედროვეობაში მხოლოდ კორონავირუსის პანდემიით არ არის გამოწვეული. ინდიანას უნივერსიტეტის და შვედური სამეფო ინსტიტუტის მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევა კი ნამდვილად არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს. როგორც აღმოჩნდა, დასავლურ ქვეყნებში მცხოვრები 18-დან 24 წლამდე ასაკის მამაკაცების 31 %-ს სრულებით არ ჰქონია სექსი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე.


მეცნიერები სისტემატიურად ატარებენ მსგავს კვლევებს და როგორც ირკვევა, უკანასკნელ ათწლეულებში შეინიშნება ტენდენცია, რომლის თანახმადაც სულ უფრო ნაკლებ ახალგაზრდა მამაკაცს აქვს სექსი. ესენი არიან ძირითადად სტუდენტები და დაბალი შემოსავლების მქონე მამაკაცები. შედარებისთვის 2000 წელს მსგავს კვლევებში მონაწილე მხოლოდ 19 %-მა განაცხადა, რომ სექსუალური პარტნიორი არ ჰყავდა.


როგორც ინდიანას უნივერსიტეტის სექსუალური ჯანმრთელობის პროფესორი, დები ჰერბენიკი აცხადებს, სასურველი იქნება, მსგავსი კვლევები ხელახლა ჩატარდეს, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ბევრმა ახალგაზრდამ სამსახური და შემოსავალი დაკარგა. მკვლევარის აზრით დღეს სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულად არის გამწვავებული.


კვლევის პროცესში მეცნიერებმა 10 ათასი პირი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ მდგომარეობა არც 25-დან 34 წლამდე ასაკის პირებში არის უკეთესი. სექსუალური აქტივობებისგან თავის შეკავება უკანასკნელი 20 წლის მანძილზე სულ უფრო მზარდი ტრენდი ხდება და ის მეტნაკლებად 34 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდას მოიცავს.



მარტოობა

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0