x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნიჭი და კოკაინი: 10 მსახიობი, რომლებსაც ნარკოტიკი როლის მორგებაში დაეხმარა

image


სანამ სტატიის კითხვას დაიწყებდეთ, შევთანხმდეთ რომ ნარკოტიკები - ცუდია. სწორედ ამ აკრძალული ნივთიერებების "დამსახურებით" იქნა მილიონობით სიცოცხლე დროზე ადრე დასრულებული, ხოლო წარმატებული ადამიანების კარიერა სამუდამოდ განადგურებული. წინასწარ იმის განსაზღვრა, შეძლებდნენ თუ ეს მსახიობები უკეთ თამაშს აკრძალული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ რთულია, ვინაიდან უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ბრწყინვალედ გაართვეს თავი ცნობილმა სელებრითებმა დაკისრებულ როლებს, ნარკომანებისთვის მხოლოდ თვალყურის დევნებით. თუმცა, დღეს ჰოლივუდის იმ ვარსკლავებზე მოგიყვებით, ვინც კამერების წინ, სრულ გარდასახვას სწორედ ნარკოტიკების საშუალებით მიაღწი.





ჯეისუ გარსია, "საშინელება თელების ქუჩაზე"


image

ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს როდ ლეინის გმირი ფილმიდან "საშინელება თელების ქუჩაზე" მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მსახიობი, რომელიც ამ კონკრეტულ როლს ასრულებდა, იმ პერიოდში ჰეროინს აქტიურად მოიხმარდა. ფილმის გადაღებამდე მსახიობი ჯეისუ გარსია უსახლკარო იყო და ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა, რაც მას დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდა, როლის მიღების შემდეგ კი, ის წამალზე დამოკიდებულებას გარშემომყოფების დახმარების გარეშე, საკუთარი ძალებით გაუმკლავდა. თუმცა როგორც მსახიობმა ერთ - ერთ ინტერვიუში აღიარა, ის ჰეროინის მოხმარებას ფილმის გადაღების დროსაც განაგრძობდა, ხოლო მისი პარტნიორის ხეზერ ლენგენკემპის თქმით, გადაღებების პროცესში ის, ჯეისუს სამსახიობო თამაშით უბრალოდ აღფრთოვანებული იყო. ასე იხსენებდა მსახიობი ლენგენკემპი გადასაღებ მოედანზე გარსიას: "მისი თვალები ამღვრეული იყო, ხოლო მზერა ფოკუსს მიღმა ... ვიფიქრე აი, მესმის თამაში." ჯეისუ გარსია უდაოდ ნიჭიერი მსახიობია, თუმცა ბევრი ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გარეშე, რომელსაც ის გადასაღებ მოედანზე აქტიურად მოიხმარდა, მაყურებელი მის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულ მანიაკ - როდ ლეინს ნამდვილად ვერ იხილავდა.




დასტინ ჰოფმანი



image

ორგზის კინოაკადემიის "ოსკარისა" და ექვსგზის "ოქროს გლობუსის" მფლობელის, სამგზის "BAFTA" -სა და "ემის" პრემიის ლაურეატის ნიჭიერებაში ეჭვი ალბათ არავის ეპარება, თუმცა დასტინ ჰოფმანის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეული კინოპერსონაჟები, რომლებიც მან ფილმებში - "პრეზიდენტის მთელი გარემოცვა", "მარათონელი" და "კრამერი კრამერის წინააღმდეგ" შექმნა, დროში სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა როდესაც მსახიობი ნარკოტიკებით იყო გატაცებული.




ჯეკ ნიკოლსონი


image


ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეკ ნიკოლსონმა ერთ - ერთ ინტერვიუში გულწრფელად აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში ნარკოტიკები მას ძალიან დაეხმარა. მაგალითად, 1969 წელს გადაღებულ ფილმში - "უდარდელი მხედარი" ალკოჰოლით გაბრუებული მამაკაცის დამაჯერებლად თამაში, სწორედ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებით შეძლო, ხოლო ტიმ ბარტონის 1989 წელს გადაღებულ ფილმში - "ბეტმენი" ჯოკერის როლზე მუშაობისას, მსახიობმა შეშლილი პერსონაჟის შესაქმნელად, წინა, უკვე კარგად აპრობირებული "მეთოდი" გამოიყენა.





ჯონი დეპი, "შიში და სიძულვილი ლას – ვეგასში"


image


მილიონობით ქალის გულთამპყრობელი და სექს - სიმბოლოდ აღიარებული ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი, ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით გატაცებული ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან იყო. მოგვიანებით ვარსკვლავმა აღიარა, რომ სულელი იყო და წლების განმავლობაში თავს იწამლავდა. თუმცა, შეუძლებელია სწორედ ის ნეგატიური გამოცდილება არ აღინიშნოს, რომელიც მას ნარკოდამოკიდებული ჰანტერ ტომპსონის როლის იდეალურად შესრულებაში დაეხმარა. აღნიშნული როლი 57 წლის ჰოლივუდის მსახიობის კინოკარიერაში დღემდე ერთ - ერთ საუკეთესოდ ითვლება.




სემუელ ლ. ჯექსონი, "ჯუნგლების ციებ – ცხელება"




image

როგორც ჩანს, 80-იანი წლების ბოლოს, ნარკოდამოკიდებულებით საკუთარი კოლეგების მსგავსად, ასევე სემუელ ლ. ჯექსონიც იტანჯებოდა. სწორედ ნარკოტიკები დაეხმარა მსახიობს ფილმში "ჯუნგლების ციებ – ცხელება" ნარკომანის როლის იდეალურად შესრულებაში.





დენის კუეიდი



image

ამერიკელი მსახიობი დენის კუეიდი ფილმ "დიდი კაიფის" გადაღებების დროს, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კინონამუშევარი მის კარიერაში დღემდე ერთ - ერთ საუკეთესოდ ითვლება. თავად ვარსკვლავის მიერ, რემი მექსვეინის როლის საკმაოდ კრიტიკული შეფასების მიუხედავად, მის მიერ შექმნილი ეს ეკრანული სახე მართლაც რომ საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა.




მეთიუ პერი, "მეგობრები"


image


მსახიობი საკუთარი ნარკოდამოკიდებულების შესახებ ყოველთვის ღიად საუბრობდა, თუმცა იმასაც ამტკიცებდა, რომ სერიალ "მეგობრების" გადაღებების დროს ის "კაიფში" არასდროს ყოფილა. მსახიობმა ერთხელ ისიც კი აღიარა, რომ სერიალის სამი წელი მას პრაქტიკულად არ ახსოვს, რადგან სრულ ჭკუაზე არ იმყოფებოდა, თუმცა ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტის თაყვანისმცემლები დღემდე სწორედ ამ კონკრეტულ სერიებს მიიჩნევენ საუკეთესოდ.




რობინ უილიამსი, "მორკი და მინდი"


image


საკუთარი კინოკარიერის დასაწყისში, კოლეგების მსგავსად, ნარკოტიკებით გატაცებული რობინ უილიამსიც იყო. ბევრი ხუმრობდა კიდეც რომ სწორედ ნარკოტიკული საშუალებების წყალობით შეძლო მან ფილმში - "მორკი და მინდი" მორკის როლის შესანიშნავად შესრულება, რომელიც მის კარიერაში საეტაპო აღმოჩნდა. თავად უილიამსი ამბობდა, რომ მისთვის კოკაინი ერთგვარი ადგილი იყო, სადაც თავის შეფარება შეეძლო. თუმცა, ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებით უახლოესი მეგობრის ჯონ ბელუშის გარდაცვალებამ და ბავშვის დაბადებამ მსახიობი აიძულა საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა.




რობერტ დაუნი უმცროსი, "ნულზე ნაკლები"



image


შეიძლება ეს მსახიობის კარიერაში არც თუ საუკეთესო როლად ითვლება, თუმცა ფაქტია, რომ მან ნარკოდამოკიდებული გმირის იდეალური სახის შექმნა სწორედ ნარკოტიკების მოხმარების "წყალობით" შექმნა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულიან უელსის კინოროლმა კინაღამ შეიწირა, ვინაიდან ის ნარკოტიკებს გადაღებების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მიეძალა.





მერლინ მონრო, "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" და "დაუმორჩილებლები"



image


როგორც ირკვევა, ბილი უაილდერის 1959 წელს გადაღებულ უკვდავ კომედიაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ჰოლივუდის სექს - სიმბოლოდ აღიარებულ მერლინ მონროს შუგარ კოვალჩიკის როლის ბრწყინვალედ შესრულებაში სწორედ ნარკოტიკის გარკვეული დოზა დაეხმარა. მსახიობი აკრძალული პრეპარატის ქვეშ, ასევე ჯონ ჰიუსტონის ფილმის "დაუმორჩილებლების" გადაღების პროცესშიც იმყოფებოდა. ისტორიაში ყველაზე მომხივლელი ქერა ლამაზმანის ნიჭის შესახებ არავინ კამათობს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.





0
172
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
172