x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ამერიკელმა ფეხბურთელმა არ დაიჩოქა შავკანიანთა მხარდამჭერ ჩელენჯზე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის North Carolina Courage მეკარემ სამანტა მერფიმ უარი თქვა დაჩოქებაზე მოძრაობა Black Lives Matter- ის მხარდასაჭერად, "ჩელნჯ თასის" წინა შესარჩევ მატჩის წინ, რომელიც Potrland Thorns– ის წინააღმდეგ გაიმართა.


გოგონა ერთადერთი იყო, ვინც ფეხზე იდგა ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს.


”დღეს ჩვენ პროტესტის ნიშნად მუხლებზე ვიჩოქებით და ვგმობთ ამერიკაში უსამართლობას, პოლიციის სისასტიკეს, სისტემური რასიზმს შავკანიანთა და ფერადკანიანთა მიმართimage
, - განაცხადა ორივე გუნდმა, სადაც ხაზგასმით აღნიშნული იყო, რომ ეს ჟესტი სპეციალურად ჯორჯ ფლოიდს ეძღვნებოდა.


ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორივე გუნდის დაჩოქების მომენტი არ მოხვდა მატჩის ოფიციალურ ვიდეორგოლში. როგორც ჩანს, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ესკალაციას მორიდებოდა .



ფოტო ინტერნეტში მატჩიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა, ინციდენტი 27 ივნისს მოხდა.

image

გასაკვირია ისიც, რომ გოგონა კლუბის ხელმძღვანელობამ არ დასაჯა .


თუმცა მას შემდეგ, რაც სამანტა მერფის ფოტო ინტერნეტში გავრცელდა, გარკვეული შეხედულების ადამიანებს ისტერია დაეწყოთ და მათი ზეწოლის შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუ რა სანქციები დააწესოს "თეთრი ყვავის" წინააღმდეგ.



ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სამანტა მერფის საქციელს ბევრმა მხარი დაუჭირა.


ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა, გრეჰამ ალენმა, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სამანტას ფოტო ასეთი წარწერით: "ნამდვილი გმირები დგანან და მუხლებზე არ იჩოქებენ".


ხოლო სხვამ კომენტარში ასეთი რამ მიაწერა:"ძუ ლომი ცხვრებში"



ეს ფოტო კი სამანტას პირადი ინსტაგრამიდან არის, სადაც გოგონა საკუთარ თავს ასე ახასიათებს "ცოლი, პროფესიონალი სპორტსმენი, ამერიკელი პატრიოტი".

image

0
212
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0