x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ილიას არ სჭირდება თქვენი დაცვა!!

ქეთი გაბინაშვილი

„მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.“ ანდრო ბედუკაძე უდაოდ დიდი კაცია, ყვავების სიმცირეს კი ქართველები არც როდის განვიცდიდით. ანდროს მსგავს კაცებს, ტაში არ სჭირდებათ და არც საკუთარ ძალებს ხარჯავენ ასეთ უმნიშვნელო ადამიანებთან პოლემიკაში, მათ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები ელოდებათ, მაგრამ მე ვერ ვაიძულებ საკუთარ თავს გაჩუმებას:

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება, “- დაგვიბარა დიდმა ილიამ. მამული სიამოვნებით გაყიდეთ პოლიტიკურ მიზნებზე და მისი 20% სავარძლების შესანარჩუნებლად გამოიყენეთ; ქართულ ენაზე საუბარი გერცხვინებათ და ოფიციალურ შეხვედრებსაც კი აღარ მართავთ მშობლიურ ენაზე. საერთაშორისო ტრიბუნებიდან საკუთარი ცოდნის დემონსტრირების თუ ენის მტრობის გამო, უცხო ენაზე საუბრობთ; რწმენას გამალებით ებრძვით: პატრიარქს, ნება რომ გქონდეთ, ჯვარზე გააკრავდით, ღვთისმშობლის ხატები შეურაცხყვეთ, მორწმუნე ადამიანებს გაუნათლებლებსა და განუვითარებლებს ეძახით და მეტიც, წმინდა აღდგომის დღესასწაულის ჩაშლაც კი გსურდათ და ილია ჭავჭავაძის შესახებ რა უფლებით საუბრობთ?!
სწორად თქვენ იყავით, ხატები რომ თქვენი ბინძური პოლიტიკური კამპანიისთვის გამოიყენეთ და ქუჩებში თვალებდათხრილი იესო დაგყავდათ. ქვეყანას რუსთველის 800 წლის იუბილე რომ „დაავიწყდა“, ქართულ მედია საშუალებებს ეს ფაქტი სახელმწიფოსთვის არ შეგიხსენებიათ. გარკვეული ადამიანები სწავლებიდან „ვეფხისტყაოსნის“ ამოღებას რომ ითხოვენ, რუსთველის დასაცავად ხმა არავის აუმაღლებია. ბავშვებს იაკობ გოგოებაშვილის წიგნთა წიგნი „დედა ენა“ რომ წაართვეს, „პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა“ ტაში დაუკარით, აბა რაღა დროს თოხი და ბარიაო. სამ ღვთაებრივ საუნჯეს განგებ ვამახინჯებთ, თითქოს და არც რა მნიშვნელობა ჰქონდეს, რა თქვა და როგორ თქვა ილიამ. სანაგვე ურნებში რომ ილია ჭავჭავაძის წიგნები ჩაყარეს, კაცი არ აღმოჩნდა, არც ამ ფაქტის დამგმობი. და დღეს რამდენნი ხართ - როგორი დაცველნი და პატრიოტნი. როდის შემდეგ გახდა თქვენთვის ის მნიშვნელოვანი? რა ნაწილში ეთანხმებით და როდის შესძელით მისი ასე გუმხურვალედ შეყვარება?
ილიას არავისი დაცვა არ სჭირდება, მით უფრო თქვენი. და ზუსტად ვიცი, ახლა ილია ცოცხალი რომ ყოფილიყო, სწორად თქვენ ჩაუსაფრდებოდით წიწამურის ტყეში. თქვენ პირველნი იქნებოდით, რადგან სწორად თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ილიას საწინააღმდეგო გზას ადგას, ვინც არა მარტო ზურგი აქცია მამულს, ენასა და სარწმუნოებას, არამედ გაშმაგებით ებრძვის კიდევაც ილიას ღირებულებებს.
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი და მისი მესვეურნი უკვე ათწლეულებია თქვენგან იცავენ ილიას. დავიწყებული ილია გაახსენეს ადამიანებს, თავიდან შეაყვარეს და გააცნეს. იმ ილიას გზას ადგანან, თქვენ ახლა საკუთარი ბინძური პოლიტიკური კამპანიისთვის რომ იყენებთ.
თქვენ ილია წაკითხული საერთოდ არ გაქვთ, გაგებული მით უფრო, თორემ ოთარაანთ ქვრივს ანდაც იმ საოცარ კაცს, მახევე ლელთ ღუნიას რომ იცნობდეთ, რომ იცოდეთ რა სტკიოდათ და რისთვის იბრძოდნენ ილიას გმირები, ის ადამიანები არ ახსენებდით მის სახელს, კაცის კაცობა და ქალის ქალობა რომ აღარ გინდათ და მთელი ძალებით ცდილობთ ერის გადაგვარებას.
მადლობა „ქართულ მარშს“ ილია ჭავჭავაძე გაახსენა მედიას, თორემ აბა ილიაობას თქვენ არ მიიჩნევთ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენად, რომ სულ რამდენიმე წუთიანი სიუჟეტი მაინც მიუძღვნათ; არც ისაა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, მუზეუმი საზღვრისპირა სოფლებში რომ ჩადის და ბავშვებს ილიას აცნობს; არც ის საღამოებია მნიშვნელოვანი, რომელიც ამ დიდი კაცის სამოსახლოში იმართება; არც ის უნიკალური პროექტები, მომავალი თაობის განვითარებას რომ უწყობს ხელს; არც ის ლიტერატურული კლუბებია ყურადღება მისაქცევი, ბავშვებში წიგნის კითხვის სიყვარულს რომ აღვივებს....

პ.ს. პოლიტიკური შეხედულებებისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო ადამიანთა დაჯგუფებისა თუ პარტიების აკრძალვა რომ დასაშვები იყოს ამ ქვეყანაში, თუ გიფიქრიათ რამდენი ხნის დავიწყებული იქნებოდა თითოეული თქვენგანი??

ქეთი გაბინაშვილი

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0