x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ღარიბი ხალხის გამოგონილი 10 კერძი, რომლებიც დროთა განმავლობაში მდიდრების საყვარელ საკვებად იქცა

მსოფლიოში მრავალი კერძი სწორედაც რომ ღარიბი ხალხის შექმნილია, ისინი კერძებს ქმნიდნენ იმ მწირე ინგრედიენტებით, რომლებიც ჰქონდათ, საბოლოოდ კი საკმაოდ გემრიელიც შეიძლებოდა გამოსვლოდათ, ეს რეცეპტები კი ჩვენამდე შემორჩა.

1. პიცა

image

ზეითუნის ზეთი, პომიდორი, სხვადასხვა მწვანილი და გამხმარი პურის ფირფიტა. ღარიბი იტალიელებისთვის ეს საყვარელი კერძი იყო. პიცას სოციალური სტატუსი დედოფალმა მარგარიტა სავოისკიმ შეუცვალა. მან მოინდომა ღარიბების საკვების გასინჯვა, ამიტომ მზარეულმა პიცა დაუმზადა, რომელიც ფერებით იტალიის დროშას ჰგავდა. დედოფალს პიცა მოეწონა, მის საპატივცემულოდ კი პიცის სახეობას მარგარიტა შეარქვეს, რომელიც იტალიის სავიზიტო ბარათი გახდა. დღეს კი არსებობს პიცერიები, სადაც პიცის შეკვეთის და დაგემოვნების საშუალება ბევრს არც აქვს.

2. თევზი ფუგუ

image

ვინც არ რისკავს, ის ფუგუსაც არ ჭამს. ხელისგულისხელა თევზი იაპონური სამზარეულოს ნამდვილი ლეგენდაა. მზარეულები განსაკუთრებულ ღელვას გრძნობენ მისი დამზადებისას, თევზის უმეტესი ნაწილი ხომ ტეტროდოქსინითაა გაჯერებული, რომელთან შედარებითაც ციანიდი შეგიძლიათ უბრალო გაციების წამლად მიიჩნიოთ. ძველად იაპონიაში ფუგუს ყველა ჭამდა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, რადგანაც მისი შოვნა ძალიან ადვილი იყო. მხოლოდ იმპერატორს არ ჰქონდა მისი ჭამის უფლება, რადგან მაინც სახიფათო იყო.

3. ზღვის ეშმაკი

image

დამეთანხმებით, რომ არც თუ ისე მიმზიდველი თევზია. მაგრამ, როგორც ამბობენ, გარეგნობას არ უნდა ვენდოთ.დღეს ეს თევზი გურმანების საყვარელი საკვებია, თუმცა ადრე მას დამცინავად ღარიბების ომარსაც ეძახდნენ. საფრანგეთში კი მისი აკრძალვაც უნდოდათ, იმის გამო რომ ასეთი შეუხედავი იყო.

4. კინოა

image

სულ რაღაც 15 წლის წინ კინოას დანახვა არავის უნდოდა, ის ხომ მხოლოდ ღარიბების საჭმელი იყო. თუმცა ბლოგერებმა და ჯანსაღი კვების მიმდევრებმა მსოფლიოს ის სულ სხვა თვალით აჩვენეს. დღეს რეკლამის წყალობით, კინოას ერთი შეფუთვა 8 დოლარი ღირს.

5. სუში

image

იაპონიაში სუშის მხოლოდ მეთევზეები მიირთმევდნენ, ყოველგვარი რეკლამის გარეშე. როგორც ამბობენ კერძის პოპულარიზაციას ხელი მეოცე საუკუნეში იაპონიის სხვა ქვეყნებთან დაახლოებამ და ტურისტებმა შეუწყო, ფასები კი რა თქმა უნდა გაზარდა.

6. ფრანგული ხახვის სუფი

image

მრავალი ასწლეულის განმავლობაში ხახვის წყალწყალა ნახარში ღარიებების საკვებად ითვლებოდა, სანამ ლუდოვიკო XV-ს არ მოაფქირდა და მისი მომზადება მზარეულებს შამპინიონის ბულიონში არ მოსთხოვა. ალექსანდრე დიუმას თქმით კი ხახვის სუფი პოლონეთის მეფეს სტანისლავს მოეწონა ვერსალში მოგზაურობის დროს. მან რეცეპტიც კი სთხოვა მზარეულს, რომელმაც თავის მხრივ ყველაფერი თავის მეფეს მოუყვა.

7. ტირამისუ

image

პოპულარულ დესერტს დღეს იტალიასი ბევრი რეგიონი ითვისებს, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ტირამისუ 1970 წელს გამოიგონეს ტრევიზოში. ათქვეფილი კვერცხის გული შაქართან ერთად იტალიელი მუშების გამოსაფხიზლებელი სასმელი იყო. ექსპერიმენტების წყალობით კი უგემრიელესი დესერტი მიიღეს მზარეულებმა, მართალია ორიგინალ ვერსიაში ლიქიორი და ათქვეფილი ცილა არ იყო, მაგრამ დღეს ახალი რეცეპტები ნამდვილად შეუდარებელია. 2006 წელს ტირამისუ ევროკავშირის ქვეყნების დესერტების ჩამონათვალშიც შეიტანეს.

8. ყველი ლივარო

image

ХІХ საუკუნეში უნაზეს ყველს წითელი ობით ღარიბების გარდა არავინ ეკარებოდა. დღეს კი ლივარო მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და მისი შეოვა დიდ სუპერმარკეტებშიც კი რთულია. რესტორნებში კი ლივაროს ძვირფას ფრანგულ ღვინოსთან უკეთავენ. ევროკავშირისა და საფრანგეთის სისტემის ბრძანებით, მოცემული ყველის სახეობის დამზადება ლივაროს ფარგლებს გარეთ იკრძალება.

9. წითელი თევზი

image

წითელი თევზი ოდესღაც შოტლანდიის წყლებში ძალიან ბევრი იყო, ამიტომ მას ყველა მიირთმევდა. დღეს კი წითელი თევზი რესტორნებში დელიკატესად ითვლება და იაფი არ ღირს.

10. პასტა

image

რენესანსის პერიოდში მაკარონს ბოსტნეულით, ყველით და ნივრით ღარიბები მიირთმევდნენ, თან ხელებით. XVI საუკუნეში კი პასტამ რესტორნების მენიუში დაიმკვიდრა ადგილი, საბოლოოდ კი ეროვნული ღირსშესანიშნაობაც გახდა.

0
759
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
759
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0