x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102549
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
ბიზანტია - საქართველოს ურთიერთობები
1001 წ. დავით III გარდაიცვალა . დავითის მემკვიდრეობის გამო დაიძაბა ურთიერთობა ბაგრატ III სა და იმპერატორ ბასილ II- ს შორის .მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მისულა. ბაგრატ მეფემ ამჯერად დათმობა არჩია და საქმე დიპლომატიური მოლაპარაკებით დამთავრდა. ბასილმა ბაგრატს კურაპალატის წოდება მიანიჭა, ხოლო მის მამას გურგენს - მაგისტრობა.

image

1008 წელს გურგენ ბაგრატიონი გაფდაიცვალა და ბაგრატ III - მ მისი უშუალო სამფლობელო ( შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი ) დაიკავა და ქართველთა მეფის ტიტულიც მიიღო . იგი ოფიციალურად იწოდებოდა “ მეფედ აფხაზთა და ქართველთა, კურაპალატი. "

საქართველოს მიწებიდან მისი მფლობელობის გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და კახეთ- ჰერეთი. 1010 წელს ბაგრატი კახეთში ჯარით შევიდა. მისი მეფე კვირიკე III დაატყვევა და ქვეყანაც დაიკავა.

კახეთში ლაშქრობის წინ ბაგრატ III -მ რადიკალური ღონისძიებები განახორციელა თავის სამეფოში ხელისუფლების განმტკიცების მიზნით.


ერისთავობა უბრუნდებოდა თავის ძველ შინაარსს. ბაგრატის მიერ დანიშნული ერისთავები იყვნენ საერისთავოთა განმგებელნიმოხელენი და არა სენიორ - მფლობელები. ასე თანდათან ყალიბდებოდა საქართველო ერთიან სახელმწიფოდ მეფის ძლიერი ხელისუფლებით.

მისი გაერთიანება -გაძლიერება არ შედიოდა სამხრეთ კავკასიაში არაბ დამპყრობთა დარჩენილ ხელისუფალთა ინტერესებში. მაგალითად, განძის ამირა ფადლონი განუწყვეტლად თავს ესხმოდა კახეთ -ჰერეთის ტერიტორიას და აქედან ბაგრატის განდევნას ცდილობდა. ბაგრატმა თავის მოკავშირე სომხეთის მეფე გაგიკთან ერთად სასტიკად დაამარცხა განძის ამირა და აიძულა მოხარკეობა ეკისრა.

ბაგრატ III 1014 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს. ბაგრატ III -ის მემკვიდრეებს გიორგი I-სა და ბაგრატ IV -ს მეტ-ნაკლები წარმატებით უხდებოდათ ბიზანტიის შემოტევების მოგერიება. გიორგი I-ის სიყმაწვილით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის დიდაზნაურებმა , შეიპყრეს ბაგრატის მიერ დანიშნული ერისთავები და აიძულეს ჭაბუკი მეფე, გაეთავისუფლებინა კვირიკე III. კახეთ- ჰერეთი ისევ ჩამოშორდა ერთიან საქართველოს. გიორგი I-მა წინდაუხედავად იმოქმედა ბიზანტიის მიმართაც და მძიმე მარცხი განიცადა სოფ. შირიმთან ბრძოლაში. 1023 წელს იმპერატორ ბასილ II-ს და მეფე გიორგი I-ს შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც საქართველოს მეფე იძულებული გახდა დიდ დათმიბებზე წასულიყო ბიზანტიის მიმართ.

ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდში ერთმანეთის მონაცვლე იმპერატორები მაინც ცდილობდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყვნენ და არ დაეშვათ ქვეყნის გაერთიანება და განმტკიცება. ბასილ II-ის ბულგართმმუსვრელის გარდაცვალების შემდეგ სამიოდე წელს მისი ძმა კონსტანტინე VIII მეფობდა . რომელსაც სამი ქალიშვილი დარჩა მემკვიდრედ. იმპერატორის ტახტზე ზედიზედ ცვლიან ერთმანეთს ამ ქალიშვილის ქმრები., რომელთაგან ზოგი აბანოში დაახრჩვეს, ზოგი დააბრმავეს, ზოგი იძულებით მონასტერში აღკვეცეს ბერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონსტანტინე IX მონომახის მეფობა. რომლის დროსაც მოხდა სქიზმა. დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიების, კათოლიკობის და მართლმადიდებლობის გათიშვა 1054 წელს .

კონსტანტინე IX ენერგიულად ცდილობდა გამოესწორებინა იმპერიის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ წარუმატებლად. ერთადერთი წარმატება ის იყო რომ ბიზანტიელებმა სომხეთში მეფობა გააუქმეს და სომხეთი უშუალოდ შეიერთეს. ბიზანტიელები საქართველოს საქმეებშიც აპირებდნენ ჩარევას . ამას ხელს უწყობდა ის შეურიგებელი ბრძოლა რაც არსებობდა მეფე ბაგრატ IV-სა და მის უძლიერეს ყმა -ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს შორის. უთანხმოება მეფესა და მის ყმას შორის იმუთ დაიწყო რომ ლიპარიტი თბილისის საამიროს გაუქმების შემდეგ საამიროს ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას თვითონ ვარაუდობდა. მეფე და დანარჩენი დიდებუკები კი ამაზე არ დათანხმდებოდნენ. ამგვარ ვითარებაში თბილისის დაუფკების საქმე რამდენჯერმე ჩაიშალა. საბოლოოდ კი თბილისის მოქალაქეთა თავკაცებმა ქალაქი ბაგდატს გადასცეს, ლიპარიტის მოღალატური საქმიანობით თბილისიც დაიკარგა და ანისიც.

ლიპარიტმა ღალატით შეიპყრო ანისის მმართველად დატოვებული ქართველი ერისთავები, რის შემდეგაც სომეხთა კათალიკოსმა პეტროსმა ანისი ანგარებით გადასცა ბერძნებს. ბაგრატმა თბილისიც დატოვა და ლიპარიტის წინააღმდეგ გაემართა. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა მეფესა და მოღალატე კლდეკარის ერისთავს შორის . ეს ბრძოლა ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდა .ლიპარიტი თვითონაც ძლიერი ფეოდალი იყო და მას ბიზანტიის კეისარიც უჭერდა მხარს .

ბიზანტია გაძლიერებულ საქართველოში თავის მეტოქეს ხედავდა. აჯანყებული ერისთავი ბიზანტიისათვის შესანიშნავი იარაღი იყო. ეს განაპირობებდა რომ მეფესთან ბრძოლაში მეტწილად ლიპარიტი იმარჯვებდა.ბევრი ზიანის მიყენება მოახერხა მან ამ საქციელებით იმდენად რომ მეფეც1054 წელს იძულებული გახდა ლიპარიტთან შესარიგებლად ბიძანტიაში გამგზავრებულიყო და კეისრისთვის შუამდგომლობა ეთხოვა. კეისარმა ბაგრატ IV და მისი ურჩი ყმა დააზავა. ბაგრატს მხოლოდ სახელადღა შერჩა მეფობა, ლიპარიტი კი მთელი ხამხრეთ საქართველოს მთავრად აღიარეს. მან ისარგებლა ბაგრატის საქართველოში არ ყოფნით და მეფედ აკურთხა ბაგრატის მცირეწლოვანი შვილი გიორგი, თავისი თავი კი მის მზრუნველად დაინიშნა. ფაქტიურად ქვეყანა ხელში ჩაიგდო, თუმცა მისი ასეთი განდიდება სხვა ფეოდალებმა ვერ აიტანეს . მესხმა აზნაურებმა სულა კალმახელის მეთაურობით ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემ ლიპარიტი იძუკებით ბერად აღკვეცა და საქართველოდან გააძევა, მაგრამ მისი ძე ივანე დაინდო. ჩამოართვა მხოლოდ კლდეკარის ერისთავობა, საგვარეულო მამუკები შეუნარჩუნა და სპარსალარადაც დანიშნა.

ამის შემდეგ კიდევ ილაშქრა ბაგრატ IV-მ კახეთ -ჰერეთში, რომლის საბოლოო შემოერთება ჰქონდა განზრახული მაგრამ ამჯერად თურქ სელჩუკებმა შეუშალეს ხელი.



ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020


0
82
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0