x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102423
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
იდუმალი ქვა, რომელიც ციდან ჩამოვარდა და სურვილებს ასრულებს
image


საუკუნეების განმავლობაში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებობდა ცივილიზაციები: იქმნებოდა სამეფოები და შემდგომ ქრებოდა მთელი ერები. ყველა მათგანმა დატოვა უზარმაზარი საიდუმლოებები და გამოცანები. ერთ-ერთი მათგანია იდუმალი მწვანე ქვა, რომელიც სურვილებს ასრულებს. საიდან გაჩნდა და რა თვისებები აქვს მას?




ცენტრალურ ანატოლიაში, თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიდან 150 კილომეტრში, მდებარეობს ძველი ხეთების სამეფოს დედაქალაქი - ჰატუშაში (თურქული ვერსია) ან ჰატუსი (რუსული ვერსია). უძველესი პერიოდის ეს მარგალიტი აღმოაჩინეს 1834 წელს, გათხრები დაიწყო 1906 წელს, ხოლო 1986 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.




ჰატუშაში დაარსდა ძვ.წ 2500 წელს, ხოლო ძვ.წ 1375 წელს ხეთებმა დედაქალაქი გადაიტანეს თაამედროვე ცენტრალურ ანატოლიაში. სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი კაცობრიობისთვის ცნობილი პირველი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ეგვიპტის მმართველებსა და ხეთების სამეფოს შორის.





image



გათხრების შედეგადად მეცნიერებმა მოიპოვეს უამრავი არტეფაქტი, მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ აუხსნელი და იდუმალებით არის მოსილი. ხეთების ყოფილი დედაქალაქის ტერიტორიაზე ნახავთ დიდ მწვანე ქვას, რომელიც პრიალაა და ბრწყინავს. იგი შედგება მკვრივი მთის მასალისგან- სერპენტინიტისა და ნეფრიტისგან გასაკვირია, რომ ამ მხარეში ასეთი ქვები არ გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ან მოიტანეს ან რაიმე სხვა გზით მოხვდა აქ.



ჰატუშაში ქვის გამოჩენის დრო უცნობია. ერთი ვერსიით, ეგვიპტელმა ფარაონმა რამსესმა ის ხეთებს გადასცა. სხვა თეორიის თანახმად, ქვა ზეციდან ჩამოვარდა და სურვილებს ასრულებს.



გათხრების ბევრი მონაწილე ამტკიცებს, რომ ქვას აქვს ჯადოსნური თვისებები და ენერგიას ასხივებს.

მართალია თუ არა, ეს თქვენ თვითონ შეგიძლიათ შეამოწმოთ, იქნებ ძველი ხეთების მწვანე ქვამ სანუკვარი სურვილი შეგისრულოთ?

0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0