x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465998
6 გარეგნული ნიშანი,რომლითაც უხარისხო ფეხსაცმელს ამოიცნობთ
image

ხარისხიანი ფეხსაცმელი დიდხანს გვემსახურება და ფულის ეკონომიასაც ვახდენთ. ხარისხიანი ფეხსაცმლის არჩევა კი ნამდვილად რთული საქმეა. ამ სტატიაში საჭირო რჩევებს მოგცემთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ფეხსაცმლის ყიდვისას და რა გარეგნულ ნიშნებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ხელთ უხარისხო ფეხსაცმელი არ შეგრჩეთ.

1.წებოს კვალი

imageაკურატულია თუ არა ნამუშევარი, შეგიძლიათ წებოს კვალით განსაზღვროთ. წებოს კვალი ძირზე ან მიწებებულ დეტალებზე-უხარისხოდ შესრულებულ ნაწარმზე მიანიშნებს.


2.ყალბი ნაკერები

imageაუცილებლად შეამოწმეთ ნამდვილია თუ არა ნაკერი.ძალიან ხშირად ფეხსაცმელი წებოთია დამაგრებული, ნაკერს კი დეკორის გამო უკეთებენ. ასე არ უნდა იყოს. გახსოვდეთ, ფასი ყოველთვის არ შეესაბამება ხარისხს. იყიდეთ ფეხსაცმელი, რომელიც ნაკერითაა შესრულებული და აღარ მოგიწევთ ნერვიულობა, რომ პატარა გუბეში ჩახტომის შემდეგ თქვენს ფეხსაცმელს ძირი გასძვრება.


3.უხარისხო ღაბაში

imageხარისხიანი ღაბაშიდან(ფეხსაცმლის ჩასაფენი) ფერი არ უნდა გადავიდეს. ამის შემოწმება ადვილად შეგიძლიათ. გაუსვით ღაბაშზე სველი ხელსახოცი. მასზე საღებავის კვალი არ უნდა გადავიდეს.


4.მრუდე ქუსლი

imageქუსლი 90 გრადუსიანი კუთხით უნდა იყოს. პირველ რიგში ეს ხერხემალზე დატვირთვას ხსნის და მეორეც– ასე ფეხსაცმელი უფრო კარგად გამოიყურება.


5.იაფფასიანი ფურნიტურა

imageფეხსაცმლის შეფასება ფურნიტურით ყველაზე ადვილია. იაფფასიანი ოქროსფერი ფურნიტურა პროვინციალიზმზე მიანიშნებს. შეარჩიეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომლის ფურნიტურასაც მოვერცხლისფრო ფერი დაჰკრავს.


6. პლასტმასის ქუსლსაკრავი

imageაუცილებლად დაინტერესდით, თუ რითაა ქუსლსაკრავი დამზადებული. პლასტმასი ცოტა ხნით ძლებს. პოლიურეთანი ან მეტალი გაცილებით დიდხანს მოგემსახურებათ.

image


0
131
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0