x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102421
  • ვიდეო:347174
  • სურათი:466289
აშშ-ში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის გავრცელების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოვლენილია ინფიცირების 52 898 შემთხვევა. ეს არის ამავდროულად ერთ დღე-ღამეში ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი აქამდე ოდესმე ყოფილა მთელ მსოფლიოში, რის მიუხედავადაც დონალდ ტრამპის ხელისუფლება გეგმავს, 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღე პომპეზურად იზეიმოს, ხალხმრავალი შეკრებებით და დემონსტრაციებით.


ამერიკის შერთებულ შტატებში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 2 684 000 გახდა, რითაც მაკდონალდსის, მიკი მაუსის და კოკა-კოლას მშობლიური ქვეყანა ოფიციალურად კორონავირუსით ყველაზე ძლიერ დაზარალებული სახელმწიფოა პლანეტის მასშტაბით, რაც დონალდ ტრამპის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, რომელმაც დროულად არ მიიღო ზომები ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად.


აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მკვეთრად არის გაზრდილი ასევე კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობაც. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც Covid-19-ით გარდაიცვალა, ბოლო 24 საათის მანძილზე 706-ით გაიზარდა და ჯამში 128 028 შეადგინა.


უკანასკნელი კვირების მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში განუწყვეტლივ იზრდება. განსაკუთრებით დაზარალებული შტატებია არიზონა, ტეხასი, ფლორიდა და კალიფორნია. ამის მიუხედავად, 4 ივლისს ტრამპი აპირებს ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე დიდი ფოიერვერკების გაშვებას. ეს პრეზიდენტის “ტვიტერიდან” გახდა ცნობილი.



ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეპიდემია ხელისუფლების ჩაურევლად ჩაცხრება. “ვირუსი თავისთავად გარკვეული თვალსაზრისით უბრალოდ გაქრება”, - განაცხადა მან ტელეკომპანია Fox Business-ის ეთერში.

კორონავირუსი

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0