x
მეტი
  • 04.08.2020
  • სტატია:102192
  • ვიდეო:347114
  • სურათი:465997
როგორ გავარკვიოთ გვიღებს თუ არა ფარული კამერა მაღაზიის გასახდელში

image


თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ხშირად გაიგონებთ, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება უკვე "პირადი" აღარ არის. დარწმუნებული ვარ, ალბათ თქვენც არაერთხელ გსმენიათ იმის შესახებ, რომ ტელეფონები ისმინება, რომ მისი საშუალებით მიღებული ინფორმაცია მთავრობისთვის არის ხელმისაწვდომი და ბევრი სხვა მსგავი რამ, მაგრამ დღეს, მსურს ფარული კამერების შესახებ გესაუბროთ, რომელთა ნახვაც როგორც სასტუმროს ნომრებში, ასევე მაღაზიის გასახდელ ოთახებშია შესაძლებელი.


image


1. დაურეკეთ ვინმეს თქვენი მობილური ტელეფონიდან. ყურადღებით დააკვირდით, ისმის თუ არა სხვადასხვა სახის უცნაური ხმები ზარის მოლოდინის რეჟიმში, თუ ასეა, მაშინ ოთახში უცხო მაგნიტური ველი არსებობს.


image


2. შეიძინეთ ფარული კამერის უკაბელო დეტექტორი. ასეთი სპეციალური მოწყობილობა, უშუალოდ თვალისთვის უხილავი კამერის ძებნისთვის არის განკუთვნილი.


image


3. ჩააქრეთ შუქი და გარშემო მიმოიხედეთ. დააკვირდით, ხომ არ ანთია სადმე მწვანე ან წითელი ფერის პატარა ნათურა. მსგავსი მეთოდი ძირითადად სასტუმროებისთვის არის დამახასიათებელი.



image


4. დეტალურად შეამოწმეთ ავეჯი და კედლები. პატარა "ხვრელებს" ყველაზე ხშირად შეგიძლიათ - წიგნებზე, კვამლის დეტექტორზე, მაგიდის მცენარეებზე, რბილ სათამაშოებზე, ხელსახოცის ყუთებსა და როზეტზე წააწყდეთ.


image


5. ხელის მანათობლის (ფარანი) საშუალებით დეტალურად შეისწავლეთ სარკეები. ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენოთ ისეთ სარკეებზე, რომლებიც უჩვეულო ადგილებზეა განთავსებული, ყურადღებით დაკვირდით რა იმალება მის მიღმა ან სარკეს თითის საშუალებით შეეხეთ - თუ თქვენს თითსა და თქვენივე ანარეკლს შორის დისტანცია შესამჩნევია, ეს ნიშნავს რომ ოთახში კამერა არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში სავარაუდოდ, გასახდელში თქვენ ვიღაც გითვალთვალებთ.


image





0
455
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0