x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 კოცნა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

image


ფოტოგრაფია - გამოხატვის ყველაზე დემოკრატიული ფორმაა, რომელიც ემოციების დონეზე საუბრობს. ის ხშირად ისეთ ძლიერ გრძნობებსა თუ განცდებს აღძრავს რომ უნებურად ადამიანში ტირილს, ზოგჯერ კი - ხმამაღალ, გულწრფელ სიცილსაც კი იწვევს. ფოტოგრაფიის ენით არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ისტორიის გადმოცემაა შესაძლებელი, არამედ მთელი ოჯახის, გვარის, ზოგჯერ კაცობრიობისაც კი. ფოტოსურათები, რომლებიც ჩვენს მეხსიერაბაში საპატიო ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებენ სამყაროს სწორედ ისეთს ასახავენ, როგორც ის გადაღების მომენტში იყო. გთავაზობთ 10 უნიკალურ ფოტოკადრს, რომელმაც თავის დროზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.


image


ეს კოცნის პირველი ფოტოა, რომელიც ედვარდ მეიბრიჯის მიერ იქნა გადაღებული, ვინაიდან იმ პერიოდისთვის შიშველი მამაკაცების გადაღება აკრძალული იყო, ფოტოგრაფმა მათ ნაცვლად შიშველი მოდელები გამოიყენა.


image

ჰოლივუდის "მშვენებად" წოდებული დიდი გერმანელი კინომსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი, მეორე მსოფლიო ომიდან მშვიდობით დაბრუნებულ ჯარისკაცს ეამბორება.



image


კატრინ დენევი ლუის ბუნიუელის 1967 წელს გადაღებულ ფილმში "დღის ლამაზმანი", რომელმაც იმავე წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს ლომი" დაიმსახურა.


image


სოფი ლორენი და მისი და, ანა - მარია შიკოლონე, რომელიც ცნობილი დიქტატორის შვილზე, რომანო მუსოლინიზე იყო გათხოვილი.


image


კოცნის კადრი ფილმიდან "მაიმუნების პლანეტა"



image


ტრადიციის თანახმად, ლეონიდ ბრეჟნევი მეგობარი სახელმწიფოს ლიდერებს ყოველთვის სამჯერ კოცნიდა.


image


MTV- ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე, ამერიკელი პოპ - მომღერლის ბრიტნი სპირსისა და პოპ - მუსიკის დედოფლის მადონას ვნებიანი კოცნა შეუმჩნეველი არავის დარჩენია, მეტიც, სელებრითები სწორედ ამ სკანდალური აქტის წყალობით მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ.


image


2009 წელს შარლიზ ტერონმა სან – ფრანცისკოში გამართულ საქველმოქმედო ბანკეტზე უცნობ გოგონას ტუჩებში აკოცა, რომელმაც სანაცვლოდ მსახიობს 140 000 დოლარი გადაუხადა, უცნობის მიერ გაღებული თანხა ოსკაროსანმა მსახიობმა რაღა თქმა უნდა, ქველმოქმედებას მოახმარა.


image


მერილ სტრიპმა და სანდრა ბალოკმა "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციის ჯილდო ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე საკმაოდ "უჩვეულო" ფორმით გაიყვეს.



image


"დაკავდი სიყვარულით და არა ომით" ("Make love not war") - ამ სიტყვებით დაასათაურეს მსოფლიოს წამყვანმა მედია საშულებებმა ახალგაზრდა წყვილის, 29 წლის სკოტ ჯონსისა და მისი შეყვარებულის ალექსანდრე ტომასის ამბორის კადრი, რომელიც ვანკუვერში, მომხდარი არეულობის დროს იქნა გადაღებული. გამოქვეყნებიდან მალევე ფოტოსურათი მსოფლიო სენსაციად იქცა. ნამუშევარი კანადელ ფოტოგრაფს რიჩარდ ლემს ეკუთვნის.




0
1805
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1805