x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102422
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466290
რას უნდა ველოდოთ ივლისში მიმდინარე პლანეტების აღლუმისგან?
image


პლანეტების აღლუმს, რომელიც თითქმის მთელი ივლისის თვე გაგრძელდება, ვერ დავაკვირდებით სრულად: მზე მერკურის მიერ იქნება დაბნელებული, ხოლო, ურანი და ნეპტუნი შეუიარაღებელი თვალით არ გამოჩნდება.



”ურანის და ნეპტუნის შორიდან შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელი იქნება. სატურნი, იუპიტერი და მარსი ხილული იქნება ღამით. ჩვენ ვერ დავინახავთ დედამიწას, რადგან მასზე ვიმყოფებით. ვენერა გამოჩნდება მხოლოდ დილაობით, ის მერკურთან ქვედა კავშირშია, ანუ, მზის გვერდით არის და ეს გამოიწვევს მის დაბნელდებას." - აღნიშნავს ასტრონომი.



აღლუმზე დაკვირვება, თუ როგორ დაჯგუფდებიან პლანეტები ერთი მიმართულებით, შესაძლებელი გახდებოდა, თუ რამდენიმე მილიარდი კილომეტრით ვიქნებოდით დაშორებული მზის სისტემიდან.




ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ ცაში პლანეტები ნელა მოძრაობენ და თანდათანობით გამოიკვეთება აღლუმი. ამიტომ, ამ ფენომენის დაფიქსირება შესაძლებელია დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.



”4 ივლისიდან ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მარსს, იუპიტერს და სატურნს ღამით, ვენერას დილით. 14 ივლისისთვის სატურნისა და იუპიტერის ხილვადობა გაუმჯობესდება, რადგან ისინი შედიან (იუპიტერი 14 ივლისს და 21 ივლისს სატურნი) მზის დაპირისპირებაში, ანუ, ისინი კარგად აირეკლავენ მზის სხივებს და მათზე დაკვირვება ყველაზე მოსახერხებელი იქნება. "



მეცნიერებაში არ არსებობს ტერმინი პლანეტების აღლუმი, ამის შესახებ მედიამ დაწერა, ამბობს ექსპერტი. თუმცა, ასტრონომები წინააღმდეგი არ არიან ციურ მოვლენაზე დაკვირვებების პოპულარიზაციის.



”პლანეტების აღლუმი ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. ზოგისთვის ის ასოცირდება რაიმე სახის კატასტროფასთან, ზოგი უკავშირებს კორონავირუსს, ეს სისულელეა. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? ეს მხოლოდ პლანეტარული კონფიგურაციების რეგულარული განმეორებაა. ეს მოვლენა ცნობილია და შესწავლილია. მეცნიერები არ სწავლობენ ამას, რადგან, მისგან არარანაირი ფაქტის მიღება არ შეიძლება."- აცხადებს ასტრონომი.


0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0