x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102422
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466291
საღვთო რომის იმპერიის 1800 ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფო
საღვთო რომის იმპერიის 1800 ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფო


საღვთო რომის იმპერია, იგივე წმინდა რომის იმპერია (Holy Roman Empire) იყო ცენტრალური ევროპის მძლავრი გერმანული რაიხი, რომელიც არსებობდა ახ.წ. 800 წლიდან 1806 წლამდე. მისი სახელმწიფოებრივი მოწყობა უნიკალური იყო და შეიცავდა ტერიტორიებს, რომლებიც მოიხსენიებოდა სახელმწიფოებად და გააჩნდათ დიდი ავტონომია, თითქმის დამოუკიდებლები იყვნენ საშინაო საქმეებში, მაგრამ საგარეო საქმეების მხრივ მაინც ემორჩილებოდნენ ერთ უზენაეს გერმანელ იმპერატორს. ამ ქვეყნების სახელი გერმანულად გამოითქმოდა როგორც "Landenshoheit" და მათი რაოდენობა იმპერიის არსებობის პერიოდში, რომლის დროსაც მისი ტერიტორია ხან იზრდებოდა და ხანაც მცირდებოდა, ჯამში დაახლოებით 1800 იყო (იხ. The list of states of the Holy Roman Empire). ესენი იყო სამეფოები, საერისთავოები, სამთავროები, თავისუფალი ქალაქ-სახელმწიფოები და ასე შემდეგ. თავისი ზეობის ხანაში, ყველაზე დიდი გაფართოებისას წმინდა რომის იმპერია მოიცავდა არა მხოლოდ გერმანიის ტერიტორიას, არამედ აპენინის ნახევარკუნძულს სარდინიას, კორსიკას, სიცილიას, დღევანდელი საფრანგეთის და პოლონეთის ნაწილს და ბენილუქსის ქვეყნებს. მისი მოსახლეობა მაგალითად 1800 წელს შეადგენდა დაახ. 30 მილიონ ადამიანს, ხოლო 1032 წელს მისი ფართობი იყო 680, 000 კვადრატული კილომეტრი. ეს მძლავრი იმპერია ნაპოლეონმა გაანადგურა ახ.წ. 1806 წელს, 6 აგვისტოს. ვოლტერი საღვთო რომის იმპერიაზე ამბობდა: "ეს არც საღვთო იყო, არც რომის და არც იმპერია, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო 1000 წელზე მეტხანს გაძლო".




კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
85
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
85
  
2 ივლისი, 3:46
Deutschland über alles!
Holy Roman Empire (Central Europe) - 800–1806 AD. Central European Germanic Reich. The states that composed the Empire, while enjoying a unique form of territorial authority (called Landeshoheit) that granted them many attributes of sovereignty, were never fully sovereign states as the term is understood today. In the 18th century, the Holy Roman Empire consisted of approximately 1,800 such territories - states, the majority being tiny estates owned by the families of Imperial Knights (See - list of the states in the Holy Roman Empire). Empire was destroyed by Napoleon.
0 1 1