x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134335
  • ვიდეო:352418
  • სურათი:508415
ახალი დეტალები 15 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე
image

15 წლის გოგონას გარდაცვალების გარემოებებზე დედოფლისწყაროს ტელევიზია ახალ დეტალებს ავრცელებს. განმარტებები გაკეთდა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში. ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული ჩანაწერები, თუ რა დროს შევიდა არასრულწლოვანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, რა ვითარებაში იყო დაშავებული და კონკრეტულად რომელ საათზე გამოიძახეს კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟი.


ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტი ანი ზოროღლიანი დედოფლისწყაროს სტაციონარში 112-ის ბრიგადის მიერ შეყვანილია 30.05.2020 წელს, 23:10 საათზე. სტაბილური ჰემოდინამიკით. პარალელურად, შემთხვევის შესახებ შეტყობინება გადაეცა შს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს 23:14 საათზე;


როგორც დედოფლისწყაროს საავადმყოფოში განმარტეს, შემთხვევიდან პირველ საათებში ყველა პაციენტი ტრანსპორტირებადია და მისი სტაციონარში ტრანსპორტირებაც წესების სრული დაცვით მოხდა. მედიკოსების თქმით, შემოსვლისთანავე პაციენტს ჩაუტარდა თავის რენტგენოლოგიური კვლევა და ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია;



მორიგე ექიმების მტკიცებით, მართალია, შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ვინაიდან მიღებული ჰქონდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა, ანამნეზში გონების დაკარგვის ეპიზოდით, გოგონას ესაჭიროებოდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია გაიდლიან - პროტოკოლის მიხედვით, რის გამოც 31 მაისს, 00:15 საათზე საავადმყოფოს მიერ გამოძახებულ იქნა კატასტროფის ცენტრის ბრიგადა მის გადასაყვანად სპეციალიზებულ კლინიკაში; 01:57 საათზე მოვიდა კატასტროფის ცენტრის (გურჯაანის) ბრიგადა, რომელმაც 02:30 საათზე გადაიყვანა პაციენტი ივ. ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების მტკიცებით, კონკრეტული წუთები ფიქსირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც, საავადმყოფოს ჟურნალშიც და ელექტრონულ პროგრამაშიც.


შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში 30 მაისს მოხდა, 30 ივნისს კი მოზარდი გარდაიცვალა. არასრულწლოვანი გოგონა თბილისის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეათე კლასის მოსწავლე დედოფლისწყაროში ღამით სეირნობის დროს ველოსიპედიდან გადმოვარდა, დაეცა და თავის ტრავმა მიიღო. მისი ახლობლები დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან საუბრისას იხსენებენ, რომ დაცემიდან რამდენიმე საათში არასრულწლოვან გოგონას ცნობიერება ჰქონდა და გონება გვიან ღამით დაკარგა.


მოზარდს 2 ივლისს, მშობლიურ სოფელ ხორნაბუჯში დაკრძალავენ.

0
346
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0