x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102549
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
40+ რეალური ფაქტი,რომელთა ცოდნა თქვენს ინტელექტს გაამდიდრებს
image

1.ვენერაზე ატმოსფერო იმდენად ცხელია, რომ პიცის მომზადება 7 წამში შეიძლება


2.მე-2 მსოფლიო ომის დროს დიდ ბრიტანეთში ყველა საგზაო ნიშანი აიღეს, რომ გერმანელებს დიდ ბრიტანეთში შემოღწევის შემთხვევაში გზა აბნეოდათ.


3.მას შემდეგ, რაც კოსმოსში 11 თვე დაჰყო, სკოტ კელი (ფოტოზე მარჯვნივ) თავის ტყუპისცალ ძმასთან შედარებით შესამჩნევად გაახალგაზრდავდა.



image


4.შოტლანდიაში ერთმა კატამ თავისი 24 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი თაგვი დაიჭირა. ეს რეკორდი დღემდე არაა მოხსნილი. სამიკიტნოში, სადაც კატა ცხოვრობდა, მას ძეგლი დაუდგეს მადლიერების ნიშნად.


5.საცურაო აუზებში ქლორის სუნი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა წყალს ოფლი, ცხიმი ან შარდი ერევა.


6.სითხეს, რომელიც დაკონსერვებული ლობიოს ქილებშია, მაკარუნების საცხობად იყენებენ ისინი, ვინც კვერცხს არ ჭამს.


image


7.არიან ადამიანები, რომლებიც ყველა წვრილმანის გამო განიცდიან და ღელავენ. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მათ იმაში ეხმარებათ, რომ სხვა, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს გაუმკლავდნენ.


8.სუნი, რომელსაც მიწის სუნს ვუწოდებთ, სინამდვილეში მიწაში მცხოვრები ბაქტერიების სუნია.


9.თუ ამ ფოტოს ზედა ნაწილს შეხედეთ და იფიქრეთ, რომ ეს კიტრია, ცდებით. ეს ლუფაა-მცენარე, რომელიც გაშრობის შემდეგ დასაბან ღრუბლად გამოიყენება.


10.თუ სკოლაში გაკვეთილები 10 საათზე დაიწყება, მოსწავლეები უკეთეს შედეგს აჩვენებენ და ნაკლებად იავადმყოფებენ.


11.60 წამი წუთში იმიტომაა, რომ ადრე შუამდინარეთის ხალხი აღრიცხვის სისტემას იყენებდა, რომელიც 60-ზე იყო დაფუძნებული. თუ ამ სისტემას უგულებელვყოფთ, მაშინ დღე-ღამეში 10 საათი, ხოლო ერთ საათში კი 100 წუთი გვექნება.


image


12.2017 წელს პალესტინის სასამართლომ მარხვის პერიოდში გაყრაზე უარი უთხრა წყვილს და ეს იმით ახსნა, რომ ადამიანები შიმშილის დროს ნაჩქარევად იღებენ გადაწყვეტილებას.


13.მე-19 საუკუნის მუწურულს მოდაში სარწეველა-აბაზანა შემოვიდა მოდაში, რომ ადამიანებს ოკეანეში ბანაობის ილუზია შექმნოდათ.


14.თუ ყურსასმენების ე.წ. ჯეკზე ორი ზოლია, ისინი სტერეოხმას წარმოქმნიან, თუ ერთი-მონოს, ხოლო სამი ხაზი იმაზე მოწმობს, რომ ყურსასმენს მიკროფონიც აქვს.


image



15.ადამიანის თვალი ასაკის მატებასთან ერთად ცოტათი ყვითლდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ ცა ისეთი ლურჯი აღარაა, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო.


16.ვამპირი ღამურები ავადმყოფობის დროს სოციალურ დისტანციას იცავენ. ისინი კოლონიებად ცხოვრობენ და ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე.


17.ორანგუტანგები მტაცებლებს კოცნისმაგვარი ხმების გამოცემით აფრთხობენ.


image


18.ტერმიტები მოსიარულე ბიორეაქტორები არიან:ისინი 2 ლიტრამდე წყალბადს გამოყოფენ ქაღალდის ერთი ფურცლის შეჭმით. ამიტომ მეცნიერები მათ მწვანე ენერგიის წყაროდაც კი განიხილავენ.


19.არსებობს სოფელი, სადაც ბავშვებს სახელის ნაცვლად მელოდიას ურჩევენ.


20.ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ გეგონოთ. ჩვეულებრივი ყურძენია, რომელსაც “ალქაჯის თითებს" ან “მთვარის წვეთებს" უწოდებენ.


image


21.ზოლები, რომლებიც ძროხებს აქვთ, მათ სხვადასხვა მწერების კბენისგან იცავენ.


22.სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ მევენახეს თავისი ვენახის ლოკოკინებისა და სხვა მავნებლებისგან დასაცავად იხვების მთელი არმია ჰყავს.იხვების კვერცხები რომ ყორნებისგან დაიცვან, იქვე ცხოვრობს ბატების არმიაც.


23.თუ ფრინველების პროპორციებს გავითვალისწინებთ, ყველაზე დიდ კვერცხს კივი დებს.ეს იგივეა, რომ ქალმა 6 წლის ბავშვი გააჩინოს. სირაქლემას კვერცხი კი მის პორპორციებთან შედარებით-პატარაა.


image


24.ბრემ სტოკერის “დრაკულას" ისლანდიური ვარიანტი შეცვლილი იყო, რადგან მთარგმნელმა მასში ლოგინის სცენები და სხვა გმირები ჩაამატა. სხვაობა მხოლოდ 100 წლის შემდეგ შენიშნეს.


25.მეცნიერებს შეუძლიათ მე-2 ჯგუფის სისხლი პირველი ჯგუფის სისხლად აქციონ და ადამიანი უნივერსალურ დონორად გადააქციონ.


26.თუ ვიაგრას ყვავილებიან ლარნაკში დაამატებთ, ისინი ორი კვირით უფრო დიდხანს გაძლებენ. ამ საფუძველზე შემუშავდა მეთოდი, რომელიც პროდუქტების შენახვის ვადას ზრდის.


27.მანამ, სანამ ჩვენს პლანეტაზე ხეები გაჩნდებოდა, მასზე გიგანტური სოკოები იზრდებოდა.


28.კონტინენტები ერთმანეთს იმ სიჩქარით შორდებიან, რა სიჩქარითაც ჩვენი ფრჩხილები იზრდება.


29.ადრე ანტარქტიდაში 2 მეტრიანი პინგვინები ცხოვრობდნენ.


image


30.ვიკინგებს შორეულ ნაოსნობაში თავისი შინაური ცხოველებიც მიჰყავდათ, ძირითადად კატები.


31.სიმინდი ულვაშის დახმარებით მრავლდება.ულვაში სინამდვილეში მტვრიანების ნაწილია და ქარის მიერ მიმოფანტულ მტვერს იჭერს.


image

32.ქვეყანაში, სადაც უფრო მეტ შოკოლად მოიხმარენ, ადამიანები უფრო ხშირად იღებენ ნობელის პრემიას.


33.მაგნოლია ჯერ კიდევ მანამ ხარობდა, სანამ ფუტკრები გაჩნდებოდნენ, ამიტომაა, რომ მის დამტვერვას მხოლოდ ხოჭოები ახდენენ, უძველესი მწერები.


image


34.დომენ ტვ-ციცქნა სახელმწიფო ტუვალუს დომენია, რომლის გაქირავებითაც სახელმწიფო ხაზინა ივსება.


35.1975 წლიდან იტალიის კანონმდებლობით საბაზანოში ბიდეც უნდა იყოს. ეს ტუალეტის ქაღალდის მოხმარებას ამცირებს, უფრო ჰიგიენური და ეკოლოგიურია.


image


36.სასკოლო ცარცის დიდი ნაწილი თაბაშირისგან შედგება.


37.ჯავშანჟილეტი პიცის დამტარებელმა შექმნა, მას შემდეგ, რაც სროლაში მოხვდა. იმისთვის, რომ მისი გამძლეობა დაემტკიცებინა, სატესტო გასროლა საკუთარ თავზე გამოსცადა.


image


38.1859 წელს ავსტრალიაში 24 კურდღელი გაუშვეს, რომ შემდეგ მათზე ენადირათ. დღეს კი ავსტრალიაში კურდღლების რიცხვი 10 მილიარდამდეა.


39.ლემურებს მაჯებზე ტკბილი ხილის სუნი ასდით.


40.თავიდან სტაფილო მეწამულ-მოყვითალო შეფერილობის იყო მე-17 საუკუნემდე, სანამ ჰოლანდიელი სელექციონერები ნარინჯისფერ სტაფილოს გამოიყვანდნენ საფრანგეთის სამეფო დინასტიის ორანელების საპატივსაცემოდ.


image


41.პლანკას პოზაში 62 წლის მამაკაცმა 8 საათი, 15 წუთი, 15 წამი დაჰყო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.


42.რომაელებს სჯეროდათ, რომ ჩამოვარდნილი წამწამი მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე მიუთითებდა. ამიტომ ქალები წამწამებს იგრძელებდნენ, რომ წამწამები უფრო ხშირი გამოჩენილიყო.


43.ძველ სპარტაში ცომს ხელების გასაწმენდად იყენებდნენ ჭამის შემდეგ.


image


44.იცოდით, რომ პირამიდები ისე მკვიდრადაა ნაშენები, რომ მათ დასაშლელად ისეთივე ძალისხმევა და დროა საჭირო, რაც მათ აშენებაზე დაიხარჯა?


800 წლის წინ ერთ-ერთმა სულთანმა გიზის პირამიდებიდან ყველაზე პატარა პირამიდის დაშლა ბრძანა. 8 თვიანი წვალების შემდეგ კი თავისი იდეის უაზრობას მიხვდა, რადგან მუშები დღეში ერთი ან ორი ქვის მომტვრევას ძლივს ახერხებდნენ. ეს ხვრელი, რომელიც პირამიდაშია, სწორედ მაშინდელია.


image


0
1052
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1052
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0