x
მეტი
  • 10.08.2020
  • სტატია:102422
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466290
ფაქტები ნინძების შესახებ
ნინძები პოპულარულები არიან კინოეკრანზე, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალიან განსვავდებოდნენ იმ გმირებისაგან, რომელთაც ჩვენ ფილმებში ვხედავთ. მიუხედავად ამისა ცივსისხლიანი " ასასინები" შუასაუკუნოვანი იაპონიიდან ნამდვილად წარმოადგენენ ძლიერ, ცბიერ და თავის საქმეში გაწაფულ მკვლელებს.

ნინძა

1. პირველი ნინძები იაპონიაში დაახლოებით XII-ე საუკუნეში გაჩდნენ. " ნინძუცუს" (Ninjutsu) გამოგონების ზუსტი, სარწმუნო ისტორია უცნობია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად იგი იქნა შემუშავებული ჩინელი მეომრისა და გაქცეული სამურაის მიერ, მათ ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი ამ საბრძოლო ხელივნებას.


2. სიტყვა " ნინძა" წარმოადგენს იაპონური იეროგლიფების ჩინურ თარგმანს, წანაკითხს. ის მოდაში მხოლოდ გასულ საუკუნეში შემოვიდა. იაპონურად შუა საუკუნეების დაქირავებულ მკვლელებს "Shinobi-no mono " უწოდებდნენ.



3. ნინძათა კლანები თავიანთი ორგანიზაციის მომავალ წევრებს ბავშობიდან წვრთნიდნენ. კლანში მიღების ცერემონიალს 15 წლის ასაკში ასრულებდნენ.


4. მკვლელი-ნინძა შეიძლებოდა გამხდარიყო, როგორც ვაჟი ასევე გოგონაც. არსებობდა მემკვიდრეობითი ნინძათა კლანებიც.


5. შემორჩენილ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ნინძები ძალიან ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა შხამს. ცივ იარაღზე ხშირადაც კი.


6. ნინძათა კლანებში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს შეხვდებოდით, როგორც უბრალო გლეხებს ასევე სამურაებს.


7. საბრძოლო ხელოვნების გარდა მომავალი მკვლელები შეისწავლიდნენ წერა-კითხვასა და თეატრალურ ხელოვნებას. ეს უკანასკნელი აუცილებელი იყო სხვისი როლის მოსარგებად, თუ ეს ესაჭიროებოდა დავალების შესრულებას.


8. დავალების შესრულების დროს, ნინძებს ყოველთვის თან ჰქონდათ საწამლავი, ის გამოიყენებოდა მკლელის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ტყვედ ჩავარდებოდა, ამიტომ ნინძას ცოცხლად აყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა.


9. გავრცელებული მითების მიუხედავად ნინძები არასოდეს ატარებდნენ შავ ტანისამოსს. უპირატესობას ანიჭედნენ მუქ-რუხ და მუქ-ყავისფერ ტონებს - ისინი გაცილებით უკეთ ერწყმიან ღამის სიბნელეს, ვიდრე ღმა შავი ფერი.


10. ცნობილი სურიკენი არ წარმოადგენს ნინძათა გამოგონებას. სურიკენს აქტიურად იყენებდნენ ასევე სამურაები. იმ დროის იაპონიაში საკმაოდ გავრცელებულ დამატებით იარაღს წარმოადგენდა.

სურიკენი

0
192
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0