x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო
image


რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო. როგორც ბანკში აცხადებენ, თუ აქამდე ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში იყო შესაძლებელი, ახლა მომხმარებელს შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში.


ბანკისვე ინფორმაციით, რე|ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს შესთავაზა სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი, განვადების შოპინგ ბარათი - ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდი რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია - თუ მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების შემოთავაზებულ ვადებსა და პირობებს დაიცავს, მისი შენაძენის ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბრად გადანაწილდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტის მიერ განსაზღვრულ თვეებზე.


განვადების ლიმიტი 250-დან 5000 ლარამდეა და ის წინასწარ მტკიცდება ბარათზე. მისი გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი და მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.



თუ აქამდე ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში იყო შესაძლებელი, ახლა მომხმარებელს შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, 45-დღემდე საშეღავათო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი, განაღდების საკომისიო - 3%, მინ. 6 ლარი.


ყველაზე მთავარი სიახლე კი ის არის, რომ ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი და სურს ტოპ|ქარდის აღება, ამის გაკეთება უკვე ონლაინ შეუძლია ბმულზე https://rbnk.ge/App . დისტანციური იდენტიფიკაციის და განაცხადის შევსების 2-წუთიანი პროცედურა ძალიან მარტივია და დაცულია. დადასტურების შემთხვევაში კი ბარათი რე|ბანკის კურიერს ადგილზე მიაქვს თბილისის მასშტაბით.


ამასთან, ტოპ|ქარდის ახალი მომხმარებლებისთვის რე|ბანკმა საზაფხულო აქცია წამოიწყო. ის, ვინც ახლა აიღებს ბარათს, სამი შეთავაზებიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ეძლევა:


- 6-თვიანი 0%-იანი განვადება პირველ შენაძენზე ნებისმიერ ობიექტში, ეფექტური 0%;


- 10%-იანი ქეშბექი სოკარში, გალფში და რითეილ გრუფ ჯორჯიას ნებისმიერ მაღაზიაში (ზარა, ბერშკა, მანგო, ოიშო, ფულ ენდ ბეარი და ა.შ.);


- ვოლტში თითოეულ ტრანზაქციაზე ქეშბექი - 5 ლარი.


„ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის ეს შეთავაზებები მიმზიდველი იქნება. ვინც ახლა აიღებს ტოპ|ქარდს, პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე გადაუნაწილდება და ეფექტური 0%-იანი განვადებით ისარგებლებს. ან არჩევანს აქციის სხვა შემოთავაზებაზე შეაჩერებს და კონკრეტული ობიექტებიდან სხვადასხვა ოდენობის ქეშბექს მიიღებს. მომხმარებელს ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში თუ ონლაინ მაღაზიაში, თუნდაც ამაზონიდან სასურველი ნივთის გამოწერის შემთხვევაშიც“, - აცხადებს რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, ანანო ქორქია.


ტოპ|ქარდს გაცემის და მომსახურების საკომისიო არ აქვს, ის შოპინგის მოყვარულებისთვის არის შექმნილი. ტოპ|ქარდით მომხმარებელი ანაწილებს შესყიდვების ხარჯებს და ყოველთვიურად მეტი თანხა რჩება სხვა მიზნებისთვისაც.


რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და კონტაქტ ცენტრში.


rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525



0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0