x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ვხედავ საქართველოს გამარჯვების დროშას აფხაზეთის თავზე!

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 50)
2010 წელი, 12 თებერვალი
„დიდი შვიდიანი“ და ასევე მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშე დგას და ეს საშიშროება, ვიმეორებ, რუსეთია ირანთან ერთად. ჯერ კიდევ 1995 წელს გამოიცა ჟურნალი „ლელა — ქართველი ვანგა, თუ…“, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდებოდა მომავალში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში...
როცა 1992 წელს მესამე მსოფლიო ომი ვიხილე და იქვე ისიც დავინახე, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი საქართველო იმ დროს, მაშინ აღვნიშნე: დღეს არც კი იცით, ხალხო, თუ რა ძვირფას, რაოდენ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას მაწვდის და მანახებს კოსმოსი ჩემს საქართველოზე; ამას მერე მიხვდებით, როცა ყველაფერი დაიწყება; დიახ, მიხვდებით, თუ რაოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის წინასწარმეტყველებაა ეს-მეთქი. ამინ!
გაიგეთ, ადამიანებო, ეს ყველაფერი ძალზე მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ყველაფერი ასრულდება ასი პროცენტით.
ვხედავ, რუსეთის პოლიტიკა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე მათ ჰგონიათ. გამოსავალი კი არ არსებობს, გარდა ერთისა: უნდა შეასრულოს ვალდებულებები, დაუბრუნოს წართმეული ტერიტორიები საქართველოს.
ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური ანალიზები ევროპა-ამერიკასთან მიმართებაშიც ძალიან მცდარია. რუსეთი ფიქრობს, თითქოს ამერიკა იმდენადაა დაკავებული ავღანეთით, ერაყითა და ირანის პრობლემებით, იმდენად რთული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ რუსეთის იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ის აწარმოებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში (ასევე უკრაინასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, რომლებიც ევროპულ ნაწილში არიან განლაგებულნი და ასევე სხვა ქვეყნებშიც), ყურადღებას მოასუსტებს, ვინაიდან მას არ ეცლება, რათა იაქტიუროს და აქაც თავისი პოლიტიკა გაატაროს ბოლომდე. ეს აბსურდია! რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, დღეს ყველაფერი სახეზეა და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული მაქვს. დიახ, დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა, ანუ დაძაბულობა მთელს მსოფლიოში, ჯერ კიდევ1984-1987 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რასაც გაზეთებშიც ვაქვეყნებდი.
იცოდეთ, საქართველოს უზარმაზარი კოსმიური ენერგიები იცავს. დღეს თითქოს ვკარგავთ ტერიტორიებს, რათა ახლო მომავალში — ასი პროცენტით ვხედავ — დავიბრუნოთ!
ევროპა და ამერიკა მალე უფრო გამოფხიზლდებიან. რუსეთი მათ ისეთ უხეშ პოლიტიკურ სილას გააწნავს და ისე გადაამეტებს, რომ ამერიკა და ევროპა ივიწყებენ ყოველგვარ პოლიტიკურ თამაშებს და ბევრად გადამეტებულ სილას შემოჰკრავენ რუსეთს ისეთი ძალით, რომ ვხედავ, რუსეთი ნოკაუტში ჩავარდება. აქ საქართველო არაფერ შუაშია. რუსული პოლიტიკა მთლიანად შიშვლდება, მათ ფარულ პოლიტიკას ნიღაბი ეხსნება და ამას მთელი მსოფლიო შეხედავს. ზუსტად აქ იგებს საქართველო, ვინაიდან ძალიან მწარედ დაუპირისპირდება „დიდი შვიდიანი“ რუსეთს. დიახ, მათ უნდა დატოვონ საქართველო და ცნონ ქართული სახელმწიფოს მთლიანობა!
ასევე უმძიმეს სანქციებს გამოიყენებენ ევროპა და ამერიკა და ეს რუსეთისთვის სასიკვდილო ჭრილობა იქნება. რუსეთი მარტო რჩება
უკრაინა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაუცრუებს იმედებს რუსეთს, ვინაიდან უკრაინის ვითომ პრორუსი პრეზიდენტი დასავლეთისკენ კი არ მიიწევს, არამედ, გარბის. აი ეს გახდება დიდი განხეთქილების მიზეზი, რაც საბოლოოდ დააშორებს ერთმანეთს რუსეთ-უკრაინას. ეს აუცილებლად მოხდება.
ზოგ საკითხზე ამერიკა ხმას არ იღებდა, ანუ ბოლომდე არ ახორციელებდა საკუთარ პოლიტიკას საქართველოსადმი და რუსეთს ეთამაშებოდა მართლა სულელურ პოლიტიკას. ასევე გერმანია და საფრანგეთიც. არადა, ზუსტად მათ სჭირდებათ, ვხედავ, საქართველო ჰაერივით, რათა უკვე ყოველგვარი თამაშის გარეშე, რეალურად გაატარონ სერიოზული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. საქართველო კი მშვენიერი საბაბია და სათავე მომავალში რუსეთის პოლიტიკის დასამხობად.
მთავარი კი ის არის, რომ არც ავღანეთის, არც ერაყისა და არც ირანის პრობლემები ამერიკას ხელს არ უშლის, რათა ყველა გეგმა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში დაისახა, აასრულოს. ის, რაც მოხდება, მსოფლიოს კვლავ დაანახებს, რომ იგი ამერიკა ისევ ზესახელმწიფოა, წამყვანი სახელმწიფო მსოფლიოში. დიახ, ასეა. შეჩერება და რაიმეს დათმობა დღეს არ შეიძლება. ვხედავ, ასე ფიქრობს ამერიკა, რაც აბსოლუტურად სწორია.
2010 წელი, 17 თებერვალი
ვხედავ, მომავალში მთლიანად უნდა გადაიხედოს საქართველოს ისტორია აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, საერთოდ ვინ არიან აფსუები და ოსები, რას თხოულობენ, ვის მიწებს ისაკუთრებენ, საქართველოს ისტორიასაც რომ ისაკუთრებენ-მეთქი?! იგივე ითქმის რუს აგრესორებზეც, რომელთაც ქართველებს გენოციდი მოუწყეს, დაწყებული თუნდაც 9 აპრილიდან, რაზეც პასუხი უნდა მოსთხოვოს მთელმა მსოფლიომ. ეს ასეც მოხდება.
ევროპა დღეს ცდილობს, უფრო რბილი სანქციები გაატაროს რუსეთის მიმართ. მაგრამ ის ნაბიჯები, რომელთაც რუსეთი გადადგამს, აიძულებს გერმანიასა და საფრანგეთს, ხმამაღლა აყვირდნენ. ევროპა უფრო დაიძაბება, უფრო აირევა. საქართველო მოგონება იქნება. რუსეთი – ეს არის ის ჭირი, რომელსაც კოსმოსი მოუვლენს ევროპას. გერმანია-საფრანგეთის ტკბილი ურთიერთობები რუსეთთან დიდი კრახით დამთავრდება. ვხედავ, მომავალში ზუსტად ეს ორი ქვეყანა ძალიან მწარედ დაუპირისპირდება „დიდ რუსეთს“.
აღსანიშნავია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ქვეყნები ჩამოაყალიბებენ ერთიან ბლოკს, რომელიც ნატო-ამერიკას მყარად დაუდგება გვერდით ყველა საკითხში — დიახ, განურჩევლად ყველა საკითხში; ხოლო გერმანიასა და საფრანგეთს პასუხს ბევრ რამეზე მოსთხოვენ, მოკლედ, სასამართლოებს გაუმართავენ.
ვხედავ, რუსეთი ამერიკული რაკეტების წრეშია მომწყვდეული. ეს გარდაუვალი პროცესია; ეს შედეგია კრემლის უნიჭო, ბოროტი პოლიტიკისა. მიხვდით, რომ ბუნებაში არაფერი იმალება, არ იკარგება.

და მთავარი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი ვერ დაშლის. ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში სჩადის რუსეთი, ანუ ცდილობს, გაანადგუროს საქართველო, საკუთარ სახლში ბუმერანგივით დაუბრუნდება.

ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და გაზეთებშიც მრავალჯერ აღვნიშნე, ვხედავ, რუსის ჯარი გარბის საქართველოდან, რადგან საკუთარი მიწები უხდებათ დასაცავი-მეთქი.
საინტერესო ის არის, რომ რუსული პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ტარდება, ამერიკას უფრო და უფრო მეტად გააღიზიანებს მომავალში; ასევე რუსეთ-თურქეთის ტკბილი, მოჩვენებითი ურთიერთობებიც. ვხედავ, ამერიკა უდიდეს პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს მათ — ჯერ თურქეთს, რომელსაც ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს (და ასრულდება წინასწარმეტყველება!) და ასევე დაიწყება განხილვა იმ მიწების საკითხისა, რომლებიც საქართველოს ეკუთვნის.
ჩემო საყვარელო ქართველებო, წინასწარმეტყველება, ანუ მომავალი, საოცრებებითაა სავსე და იცოდეთ, ყოველივე დანახული თავიდან ზღაპარს ჰგავს, მერე კი ასი პროცენტით, მთელი სიზუსტით სრულდება. დიახ, სრულდება და ამისი უამრავი ფაქტი, მაგალითი არსებობს. რომელი ერთი შეგახსენოთ? ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით. ასე რომ საქართველო იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს.
რაც მთავარია, საქართველოს მისი წარსული, ისტორია იცავს, ხალხო! ჩვენი ისტორია აცნობს მსოფლიოს, თუ ვინ ვართ. აი ამისთვისაა საჭირო, რომ ყოველთვის და ყველგან მოვიშველიოთ ჩვენი ისტორია. ეწყინება თუ არა ეს ვინმეს, ჩვენ არ გვეხება.
დიახ, სიმართლე ძალიან მწარეა, მაგრამ დამალული სიმართლე არა მხოლოდ მწარე, არამედ დამანგრეველიცაა! თუ ეს არ გავაკეთეთ და არ ვიბრძოლეთ, ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს.
მსოფლიო არ უნდა მოვასვენოთ, განსაკუთრებით კი ევროპა; ის ევროპა, რომელიც ყოველთვის ორმაგად თამაშობს. თუმცა ეს თამაში, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ძალიან ძვირი დაუჯდებათ მომავალში. ვხედავ, ზუსტად ეს სამი ქვეყანა გახდება რუსეთის დაუძინებელი მტერი...
დღეს რუსეთის გეგმებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს უსინდისოდ მიტაცების გარდა, მთელი კავკასიის დაპყრობაც შედის. დიახ, არც ომს ერიდებიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ეს მათი ტერიტორიებია. ბოლოს მსოფლიო დაასკვნის, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორია, ძალიან საშიშიცაა და ყველა თავს შეიკავებს მასთან პარტნიორული თანამშრომლობისგან.
ერთი სიტყვით, ვხედავ, რუსული პოლიტიკა კავკასიაში დასამარდება! ეს მათთვის ძალიან საშიშია. არა მარტო მთელი კავკასია გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთში მცხოვრები კავკასიელებიც და შიგ მოსკოვში მოუწყობენ უდიდეს ტერორებს. მილიცია და რუსული ჯარი ვერაფერსაც ვერ გახდება, ვერ მოერევა, იმიტომ, რომ კავკასიელთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს რუსეთში. ეს არის პრორუსული პოლიტიკი უდიდესი კრახი მთელს კავკასიაში.
1992 წელს მე ვიწინასწარმეტყველე კავკასიის ქვეყნების გაერთიანება, ვთქვი, რომ გაერთიანების ცენტრი საქართველოა, რომ ნატოს კავკასიური შტაბ-ბინა საქართველოში იქნება და დღეს ნათლად ჩანს, რომ ეს პროცესი ხორციელდება. რუსეთს ბევრი უღალატებს, თითქმის ყველა. მოკლედ, კავკასიაში რუსული პოლიტიკა არ გატარდება, არა!!!
შავ ზღვაში კი ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან. ვხედავ უცხოური ჯარის შენაერთებს და სხვა მრავალს. რა არის ეს? ეს საქართველოს დაცვაა — მოკლედ და კონკრეტულად!!! ეს ამერიკა და რუსეთი პირდაპირ უპირისპირდებიან ერთმანეთს. ვხედავ, რუსეთი ცუდ დღეშია, ვინაიდან ამერიკამ და ევროპამ დაამთავრეს ლაპარაკის, ანუ მოლაპარაკებების პოლიტიკა რუსეთთან და ახლა პირდაპირ მოქმედებებზე გადადიან. თვითონ რუსეთმა არ დაუტოვა მსოფლიოს სხვა გზა. რუსეთის პრეზიდენტების პოლიტიკური ნაბიჯები საშიში გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთის ქმედება ზუსტად ჰგავს ერთ ანდაზას: ბავშვს რომ ეკითხებიან, რატომ ტირიოდა გამდის და იმიტომო, პასუხობს. ჰოდა, რომ აღარ იტიროს, კარგად უნდა დასაჯო! ასეა, რუსეთიც კარგად უნდა დაისაჯოს. ვხედავ, კოსმოსი არ აპატიებს რუსეთს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) და მწარედ დასჯის.
რუსეთი დიდხანს იბრძოლებს, ძალიან დიდხანს, თავისი მიწების დასაბრუნებლად. ხოლო ომი მუსლიმანებთან თითქოს გაუთავებელი იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ მიწებს რუსეთი ვერ დაიბრუნებს!
ვხედავ, ძალიან ბევრი რამ იცვლება დედამიწაზე და ამ პროცესებს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს. საქართველო კი გადარჩება.
ფრთხილად, ადამიანებო! დედამიწაზე მარტო პოლიტიკა კი არ იცვლება, არამედ მისი უდიდებულესობა ბუნებაც. ბუნების დიდი რისხვა დაატყდება მრავალ ქვეყანას. ვხედავ, თურქეთში დიდი მიწისძვრა იქნება, რომელიც მთელ თურქეთს მოიცავს. იქნება წინასწარ ამის ნიშნები და თუკი ჩვენს წინასწარმეტყველებებს გაითვალისწინებენ, ბევრი გადარჩება. ეს თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
საერთოდ კი, თურქული პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის მომავალში და ეს იმის ბრალი იქნება, რომ თურქულ-რუსული პოლიტიკა ერთ აზრზე დადგება. დიახ, ამერიკა და ევროპა არ აპატიებენ თურქეთს, ასე ვთქვათ, ღალატს. „ნატოს წევრი ქვეყანა ამგვარ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს. ეს ღალატია!“ — განაცხადებს ამერიკა. რუსეთი კი უფრო აურევს, ანუ შეეცდება, ამერიკა-თურქეთს შორის გააღრმავოს მტრობა და შუღლი, თავისი ინფორმაციებით რუსეთი გაყიდის თურქეთს და რთულ ვითარებას შეუქმნის უკვე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ძალიან, ძალიან საშიშია თურქეთის სახელმწიფოსთვის. არასწორი პოლიტიკა თურქეთის შიდაპოლიტიკას ძაბავს. იქნება დიდი გამოსვლები. ხალხი უკვე ხედავს და გრძნობს, რომ მათი ქვეყანა ძალიან სუსტდება, კარგავს გავლენასა და სახელს. ამ რუსულ-თურქულ პოლიტიკურ თამაშში, ვხედავ, თურქეთი წააგებს. ეს კი საქართველოს პოლიტიკაზე ძალიან დადებითად აისახება. თურქეთს ძალიან ბევრი რამ აქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დაუბრუნებს კიდევაც. ყველაფერი ასრულდება ისე, როგორც დავინახე და ვიწინასწარმეტყველე, ასი პროცენტით!
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხი მხოლოდ ომით გადაწყდება. სიწყნარე და სიმშვიდეც რომ იყოს, მაინც ომით გვარდება ეს საკითხი. ყველაფერს კოსმოსი წყვეტს.
მომავალში ყველა იბრუნებს იმას, რაც ეკუთვნოდათ და უკან აბრუნებენ იმას, რაც არ ეკუთვნოდათ და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. აქ რუსეთის პოლიტიკა უძლურია, უძლური!
საბოლოო ჯამში, საქართველოს მოთხოვნა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისადმი, შეასრულოს რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ქართველების გამარჯვებით დამთავრდება. რასაც რუსები აკეთებენ და აშენებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის დატოვება მოუწევთ. მათი ადგილი არ არის ქართულ მიწაზე. რუსების მიერ დატაცებული მიწები და სახლები ისევ ქართველებს, კანონიერ პატრონებს გადაეცემათ და ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს. რუსებს მცირე დრო დარჩათ საქართველოში ყოფნისა. მათი ყველა ცდა ანულირებულია კოსმოსიდან, დიახ, წაშლილია.
დიდი კრახი ელით რუსებს ქართულ პოლიტიკაშიც. მათი დაწერილი სცენარი არ ასრულდება. ქართველი ხალხი მეტად ჭკვიანი და მოაზროვნეა და დროა, რუსეთმა შეიგნოს, რომ ისინი არამხოლოდ საქართველოში წააგებენ, არამედ მთელ კავკასიაში. ამინ!!!
2010 წელი, 4 მარტი
ვხედავ, ოპოზიცია საერთოდ არასდროს გაერთიანდება. თუმცა, ეს იმ ძველ პოლიტიკოსთა ნარჩენებია, რომელთა პოლიტიკაც არ შეიცვლება და რომც მოინდომონ, მაინც ვერაფერს გააკეთებენ. ისინი წლობით სხედან პარლამენტში, მთავრობასა და ოპოზიციაში. მეტი რაღა უნდათ? იბრძვიან, გადის დრო, წლები. ისინი კი ტივტივებენ მუდამ და რჩებიან სკამებზე. მერე მოსდით პენსიაზე გასვლის დროც, მაგრამ ისევ ცდილობენ ადგილების დაკავებას. ბოლოს კი პოლიტიკური არენიდან ქრებიან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პოლიტიკა ჭაობია და თუ ჩაგითრია, ვეღარც ამოხვალ; მით უმეტეს, თუ ხალხმა უარგყო, ამას ვერასდროს გამოასწორებ. ასეა, დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ეს რთული პერიოდებიც გაივლის. მოდიან სხვა პოლიტიკოსები და ეს არაერთხელ მითქვამს. ხალხი კი გაღიზიანებულია და დიდხანს ვერ მოიგებენ მათ გულებს პოლიტიკოსები. ეს ასეა და ასე იქნება მანამ, სანამ არენაზე უცნობი სახეები არ გამოჩნდებიან. ეს უცნობი სახეები კი „მეცნიერთა პარტიაა“, რომელსაც მუდამ ვხედავდი. წინასწარმეტყველება ასრულდება! აი ეს იქნება ნამდვილი, ჯანსაღი, ნიჭიერი ოპოზიცია; არ იქნება შური, ბოღმა და ღალატი. ეს ყველაფერი მალე მოხდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს. არა ისეთს, როგორიც თქვენ გსურთ, პოლიტიკოსებს, არამედ ისეთს, როგორიც კოსმოსს სურს. კოსმიური ენერგია კი ეს არის სიმართლე უსასრულობაში.
დღეს შიდაპოლიტიკა ხალხისთვის არაფერს წარმოადგენს. დრო ჩერდება. ოპოზიციის რეიტინგი ნულს ქვემოთ ჩადის. არის არეულობა და ქაოსი. ბევრი რამ ამოტივტივდება. უამრავ ამბავს ნიღაბი აეხდება ისევ. რაც უნდა ითქვას, ხალხს არაფერი უკვირს. ეს ძალიან რთული პერიოდები იქნება პოლიტიკოსებისთვის. ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება. ეს ჰგავს ცეცხლოვან ლავას, რომელზეც უნდა გაიაროთ. ჰოდა, დაფიქრდით, გაივლით? ყველაფერი ფერფლად იქცევა. ეს ასეა.
გაბოროტებული ადამიანი, პოლიტიკოსია ის თუ მწერალი, მეტად საშიშია ქვეყნისთვისაც და ოჯახისთვისაც. ბოლო, როგორც ყოველთვის, ერთია: ბოროტება მარცხდება და ყველა ერთმანეთს მიჰყვება.
ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ, ანუ წინასწარ ვხედავთ, რაც მოხდება და ასჯერ ნათქვამს ისევ ვიმეორებთ. ყველაფერი ასრულდება! დიახ, მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებთ. გარდა იმ მდგომარეობისა, რაც დღეს არის, არაფერი მოხდება ქართულ პოლიტიკაში. ასეა, ამჯერად, ამ საუკუნეში, „შულავერის კომიტეტი“ არ გაამართლებს. დიახ, საქართველო არ დათმობს საკუთარ მიწებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, თუნდაც ეს ომის ფასად დაგვიჯდეს.
რუსეთი, ვხედავ, არც ფიქრობს, უარი თქვას მიტაცებულ ქართულ მიწებზე, პირიქით, ისეთ აზარტშია შესული, რომ ავიწყდება ის საშიშროება, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ თამაშს, თუ დროზე არ შეჩერდა.
მახსენდება 1993 წლის წინასწარმეტყველებები: საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებს. აფხაზეთში დიდი სისხლი — ქვა-ქვაზე არ დარჩება, მხოლოდ ამის შემდეგ ფრიალებს საქართველოს დროშა.
ვხედავ გამარჯვების დროშას აფხაზეთის თავზე! ამინ!
2010 წელი, 5 მარტი
ვხედავ, უფლის საცერი ისევ იცრება. ხომ ხედავთ, ქართველებო, რომ საცერი აუცილებელია, რათა საქართველომ იარსებოს და არ წაიშალოს ქართული გენი. ფრთხილად, ყველა გაიცრებით უფლის საცერში. გადარჩება ის, ვისაც სამშობლოს სიყვარულით უძგერს გული, ვინც ჭეშმარიტი მორწმუნეა და არ დაუკარგავს ადამიანური სახე. გაიცრება ყველა — მეფეც და მათხოვარიც და ვიმეორებ, გადარჩებიან ისინი, ვისაც მართლა ადამიანი ჰქვია.
კიდევ ბევრი რამ ამოტივტივდება სააშკარაოზე. ყველა თქვენი ცოდვა დაგემხობათ თავზე. ყველაზე საშინელი განკითხვა კი ვხედავ, „დიდ რუსეთს“ ელის. ამას ყველა იხილავს. არც ევროპა დარჩება დაუსჯელი თავისი სამმაგი თამაშების გამო და არც ბევრი სხვა ქვეყანა. ის ჭირი, რაც საქართველოში ტრიალებს, საკუთარ სახლში მიუბრუნდება ყველას.
საქართველო გაუძლებს ღალატს, ომებს, დამპყრობელთა წინააღმდეგ კოსმოსი უზარმაზარ ენერგიას აძლევს ჩემს ქვეყანას და იცოდეთ, ეს გადაგვარჩენს!
ოპოზიციური პარტიები ერთი მეორის მიყოლებით გაქრებიან, საკუთარ თავებს თავად ჩარეცხენ. მათ ადგილებს იკავებენ ახალი პარტიები. ეს ახალი სახეებია და მათ ხალხი მიიღებს.
საინეტერესო ფაქტს ვხედავ: თუ ძველ, ნაცნობ სახეს მოკრეს თვალი, ხალხი ისევ უარყოფს ამა თუ იმ პარტიას. გაითვალისწინეთ, ხალხი ბრძენია, ხალხი მართალია. ძველის გამეორება არავის სურს, სიახლეს იმედი მოაქვს. ჰოდა, იმედისა და უკეთესი პოლიტიკოსების მოლოდინშია ჩემი ქვეყანა.
საქართველოს ირგვლივ დიდი დაცვითი ენერგიებია. შავ ზღვას კი ამერიკული გემები ემატებიან. ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების დაძაბულობა ამერიკას უფრო არწმუნებს, რომ საქართველო ძლიერ საჭიროა მათთვის. ესეც დააჩქარებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და სხვა სასიკეთო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უკვე დაჩქარებული ტემპით. მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთ-ამერიკას შორის გაჩენილი ბზარი არ გამთელდება.
ვხედავ, სომხებს დიდი და ძლიერი დიასპორა ჰყავთ საზღვარგარეთ და ეს ძალა დიდ სამსახურს უწევს მათ სამშობლოს — სომხეთს. მაგრამ მათმა აქტიურმა რჩევამ ამერიკის პრეზიდენტი და მთავრობა ჩიხში მოამწყვდია და პოლიტიკურად არამომგებიანი ნაბიჯი გადაადგმევინა. ამის რეზულტატებს ამერიკის მთავრობა მალე მოიმკის. თურქეთის მთავრობას, ასე ვთქვათ, ბუნტი მეტ სითამამე მატებს მათ და ამერიკის მთავრობასთან სხვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში უფრო მომთხოვნი არიან, ვხედავ, მომავალში. მათი აზრით, თურმე ამერიკის მთავრობას შეუძლია უკან დაიხიოს და სულაც არ არის საჭირო, გეშინოდეს ამ ზესახელმწიფოსი.
ვხედავ, თურქეთს ამბიციები შეაწუხებს, რეალობას ჩამოშორდება და ეს იქნება თურქეთის პოლიტიკისთვის უდიდესი დარტყმა, ისეთი დარტყმა, რომ ამას ვერაფერი გამოასწორებს. აქედან დაიწყება თურქეთის სახელმწიფოს დასუსტება. ამერიკის მთავრობა მათ არ აპატიებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფერი ნათელია. დააძალო თურქეთს, შეასრულოს ნატოს მოთხოვნები, ამას სჯობს დაასუსტონ იგი და სხვა სახელმწიფოთი ჩაანაცვლონ. ასე იფიქრებს, ვხედავ, ამერიკა. უამრავი ფაქტი დაგროვდა და ამის პატიება არ შეიძლება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ თურქეთი რთულ მომენტში უღალატებს ნატოსაც და ამერიკასაც. ეს ყველაფერი მომავალში მკაფიოდ გამოჩნდება. ჰოდა ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში, როცა უნდათ, მაშინ შევლენ და გავლენ და თურქეთი ხმასაც ვერ ამოიღებს.
და საერთოდ, შავი ზღვის აუზის ქვეყნები დააყენებენ ბოსფორის სრუტის გახსნის საკითხს და თავისუფალ ზონად გამოაცხადებენ მას.
ვხედავ, აქაც ამერიკის ხელი ურევია.
ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტის გასაღებს აართმევს. ეს ასეც ასრულდება. რუსეთი აქაც წააგებს. მომავალში რუსეთს შავ ზღვაზე ფლოტი არ ეყოლება. შავი ზღვა რუსეთისა არ არის. ეს ყველაფერი მომავალში ასი პროცენტით ასრულდება.
და მთავარი: თურქეთი ვერ გახდება რუსეთის მოკავშირე. ამერიკა კი ქურთებს აუმხედრებს თურქეთს, რაც ძალიან მტკივნეული საკითხიცაა და ძალიან საშიშიც. თურქეთის მთავრობას გაუქრება ამბიციები და მწარე რეალობა დაანახებს, რომ ორმაგი თამაში ნატოსთან, ამერიკასთან მეტად საშიშია. თურქეთის ამგვარი პოლიტიკა ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც საშიშია, მაგრამ იგი ჩვენ არ შეგვეხება.
რაც შეეხებათ სომხებს, მათ მორიგებას თურქეთთან არ ვხედავ. ყველაფერი ჩაშლილია. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი უფრო ომისთვის ემზადება ყარაბაღის დასაბრუნებლად, ვიდრე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. აზერბაიჯანი რუსეთს არ ენდობა და არც არასდროს ენდობოდა. ეს ზუსტად ის გეგმაა, რომელიც საქართველოში აამოქმედეს რუსებმა. ახლა ყარაბაღის სახელმწიფოს შექმნა სურთ. ეს უკვე ძალიან ზედმეტია, მაგრამ რუსეთი ფიქრობს, რომ ის მოიგებს ამ პოლიტიკურ ომს. რუსები, რა თქმა უნდა, არც სომხების შეხედულებებს იზიარებენ — როგორც რუსეთს აწყობს, ისე უნდა იყოს, ისე უნდა წყდებოდეს ყველაფერი მთელ კავკასიაში. ყარაბაღის ტერიტორია კი მშვენიერი სამხედრო ბაზა იქნებოდა რუსეთისთვის. აქეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, იქით კი ყარაბაღი. მაგრამ ვხედავ, მომავალში რუსეთი კარგავს კავკასიის სადავეებს.
ასევე ვხედავ, რომ რუსეთი ირანთან ჩუმად აწარმოებს მოლაპარაკებებს ურანთან დაკავშირებით. ეს არ დაიმალება და ყველაფერი გახმიანდება. მოკლედ, არაფერი დაიმალება, ყველას ჩამოეხსნება ნიღაბი.
მსოფლიო აირევა. ვინ რა პოლიტიკას თამაშობს, კაცმა არ იცის. ყველაფერი მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის. ვხედავ, ეს ომი ბევრ ქვეყანას ჭკუას ასწავლის, განსაკუთრებით კი რუსეთს, რომელთა პოლიტიკამაც ვხედავ, ყველაფერი ომისკენ წაიყვანა და ამას საკუთარ სახლში იწვნევენ.
ასევე ფრთხილად უნდა იყოს სომხეთი საქართველოსთან მიმართებაში. ბოლოს და ბოლოს, სომხები, ვხედავ, თვითლიკვიდაციას მიაღწევენ. ამ თემაზე ჯერ კიდევ1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე და ასი პროცენტით აუსრულდებათ.
2010 წელი, 9 მარტი
ვხედავ, ოპოზიციას რუსეთში სირბილი არაფერს აძლევს. რეზულტატი ნულია. ვინაიდან ვერავის დაარწმუნებენ, რომ ისინი სამშობლოს გადასარჩენად იღვწოდნენ, მათ სამშობლოს გამყიდველების დამღა-ნიშანი დაიდეს, რომელსაც მართლა ვერ მოიშორებენ.
წინასწარმეტყველებას კი პატივი უნდა სცეთ, ბატონებო. ქირქილს კოსმოსი არ გაპატიებთ და ასმაგად მოგიბრუნდებათ უკან ყოველივე უარყოფითი. რაც კი ნათქვამი გაქვთ, ყველაფერზე პასუხს გაგცემენ. ვხედავ, უფლის საცერში ისე გაიცრებით, რომ პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდებით. „იმედი გაგვიცრუეს! სამშობლოს უღალატეს!“ — გუგუნებს მთელი საქართველო, ხალხი. ფრთხილად! თუმცა თქვენ არჩევანი უკვე გააკეთეთ. ეს ასეც უნდა ყოფილიყო. წინასწარმეტყველება ასი პროცენტით ასრულდება.
საქართველოს რუკა ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში, რომელზეც ჩვენი ქვეყნის დაცვითი ენერგიებია 1995 წელს მონიშნული წინასწარმეტყველის ხელით
როგორც ყოველთვის, ჩემი საყვარელი საქართველო გადარჩება! გაიხსენეთ, ხალხო, საქართველოს რუკა, რომელზეც აღნიშნული მაქვს, თუ როგორი ენერგეტიკა იცავს საქართველოს. ჯერ კიდევ1987 წელს ვიხილე, თუ როგორ იფშვნებოდა საქართველოს ირგვლივ კომუნისტური ბეტონი, თუ როგორ სცილდებოდა რუსეთი საქართველოს, და ვიხილე ქვიშასავით მრავალი ბავშვი, დაბადება ქართველთა და მთელი საქართველო იყო გაბრწყინებული ღვთის სხივის ქვეშ.

ჩემო საყვარელო ქართველებო, გადახედეთ წინასწარმეტყველებებს და იხილავთ, თუ როგორი სიზუსტით სრულდება ყოველი სიტყვა. რა თქმა უნდა, ეს ბოროტსა და შურიანს არ მოსწონს და ყველა ხერხით გვებრძვის, მაგრამ ვხედავ, ვერ მოგვერევა. პირიქით, მათ უფალი, კოსმოსი დიდ დარტყმას მიაყენებს. ამინ!

წინასწარმეტყველება არის დიდი სიმართლე, მომავლის იმედი და სწორი გზა. ის ხალხს უყვარს და სჯერა მისი, ხალხს, რომელიც კარგად არჩევს, სად არის სიკეთე და სად — ბოროტება. სიმართლის დამნახავი ადამიანები გაიმარჯვებენ და მომავალიც მათია. ბოროტება კი გონებას უბინდავს ადამიანებს, შური და ბოღმა მოახრჩობს ასეთებს და ყველა სიკეთეს დაკარგავენ, რაც კი გააჩნდათ. ბოროტება ყოველთვის მჟღავნდება, სიმართლე კი გზას ასრასდროს კარგავს.
  • ვხედავ, საქართველო გათავისუფლდება ბოროტისგან, უწმიდურისგან!
  • საქართველოს ვერ დააჩოქებენ!
  • საქართველოს ვერ დაშლიან!
  • ქართულ გენს ვერ წაშლიან!
დიახ, ეს წინასწარმეტყველებაა და ყოველივე ასრულდება, წერტილიც კი არ მოაკლდება და ამას მთელი მსოფლიო იხილავს.
ფრთხილად, ბატონებო! თქვენ ეთამაშებით ცეცხლს, რომელიც დაგწვავთ და ფერფლად გაქცევთ!!!
ბოლო ერთია, იცოდეთ: რუსეთი, ვხედავ, დიდ პოლიტიკას წააგებს არა მარტო საქართველოსთან, არამედ მსოფლიოსთან მიმართებაში. ასეა, ნუ გაუთხრი სამარეს სხვას, თორემ თავად აღმოჩნდები შიგ. ასე დაემართება სხვა ბევრსაც.
მინდა, ისევ გავიმეორო ათასჯერ ნათქვამი: საქართველო იბრუნებს რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებს; მათ შორის იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს დაურიგა. ვგულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანს. ამ თემაზე წარსულში ვიწინასწარმეტყველე და ეს ასი პროცენტით ასრულდება, როგორც ყოველთვის.
საქართველომ საკუთარი პოლიტიკა უნდა გაატაროს მყარად. ქართველებმა ვიცით, რა სურს საქართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციების „კეთილი სურვილები“ ჩვენ არ გვჭირდება; არც ევროპის კარნახი. თვითონ არიან ჩიხში მომწყვდეულები. არ უნდათ, რომ რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადოს, რადგან ეს მათ იმიჯს დაარტყამს, მაგრამ არც ის სურთ, რომ საქართველო ფეხზე დადგეს, აქაოდა, რუსეთს არ ეწყინოსო. ასეთი პოლიტიკა რუსეთს ძალას აძლევს იმ გადაწყვეტილებაში, რომ დაარტყას ევროპას და ძველი დიდება დაიბრუნოს. მაგალითად, ისევ აუშენოს გერმანელებს ბერლინის კედელი ცხვირწინ, საბჭოთა კავშირის აღდგენა დაიწყონ სწორედ ევროპიდან. ამის ნიშნები დღეს ძალიან ბევრია. ამას ევროპაც ხედავს, მაგრამ ვერაფერს ვერ აკეთებს, გარდა იმისა, რომ კრემლს უძვრება. თუმცა ევროპის ქვეყნები იმავდროულად ელოდებიან მომენტს, რომ რუსეთი ძირფესვიანად მოთხარონ.

ევროპასაც და საქართველოსაც კავკასიის ომები გადაარჩენს. დღეს კავკასიაში ნაპერწკალი უკვე გაღვივდა. რუსები ჯერჯერობით თავს ართმევენ შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ როცა ცეცხლი დაინთება, აი მაშინ დაუდგებათ შავი დღე; აი აქედან დაიწყება მათი უბედურება!

2010 წელი, 10 მარტი
პოლიტიკოსების დიდ ხმაურს მერის არჩევნებთან დაკავშირებით, ვხედავ, ხალხი გულგრილად უყურებს. აღარ არის ის მუხტი, რაც წარსულში იყო. ხალხს არ სურს გარეთ გამოსვლა და ქუჩაში დგომა, მით უმეტეს, რომ ოპოზიციას არ ენდობა. მოსკოვურმა ვოიაჟებმა, ოპოზიციის დიდი ნაწილის სირბილმა პრეზიდენტთან, ხალხი მთლად გააგიჟა. თავს ნუ მოიტყუებთ, საზოგადოების 90 პროცენტი ოპოზიციას უნდობლობას უცხადებს.
ვხედავ, ოპოზიციაში დიდი ომი ატყდება. კი, ისედაც დაყოფილები არიან, გაერთიანება ზღაპარია, მაგრამ მუშტიკრივზეც გადავლენ და მრავალ სხვა სიურპრიზსაც ელოდეთ, ჩემო ქართველებო!
მთავრობა კი მამა აბრამის ბატკანივით წყნარად უთვალთვალებს ოპოზიციას და მოვლენებს არ უსწრებს. მოკლედ, ელოდებიან თავად როდის ჩაირეცხავენ თავებს. მაგალითად თუნდაც ის კმარა, რაც საკნებთან დაკავშირებით მოხდა, როცა ოპოზიციამ თავისი ხელით აალაგა საკნები. იყო მრავალი გეგმა, მაგრამ თავი ვერაფერს მოაბეს.
ერთი სიტყვით, რუსეთი საქართველოში წააგებს. ყველას ბოლომდე აეხდება ნიღაბი. ხალხს არავისკენ გახედვა არ სურს. ხალხი ელოდება ახალ, ჯანსაღ, ნამდვილ ქართულ ძალას, მართლა პოლიტიკოსებს, თავისი საქმის მცოდნე მეცნიერებს და ეს აუცილებლად მოხდება.
მოდის „მეცნიერთა პარტია“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და მოდის პერიოდი საქართველოს გაძლიერებისა და გაბრწყინებისა. „გიორგი ბრწყინვალე“ კი ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე.
განსაკუთრებით მაგონდება ერთი უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება 1992 წლის19 ოქტომბრისა, რომ რუსეთი იძულებული გახდება, დათმოს აფხაზეთი და ასევე სამაჩაბლოც; რომ რუსეთის ჯარი აქეთ დაეხმარება საქართველოს. ახლა კი ერთმა „დიდმა პოლიტიკოსმა“ მიითვისა ეს წინასწარმეტყველება. მაგრამ ხალხი ბრძენია, ბატონებო! ისინი კარგად არჩევენ შავს თეთრისგან. ასეა, ყველა იპარავს და ითვისებს ჩვენს წინასწარმეტყველებებს, მაგრამ არაფერი გამოგივათ. კოსმოსი ერთ სიტყვასაც არ შეგარჩენთ, შადიმანებო!
ჩვენ გარკვევით ვხედავთ მომავალს. ის, რაც დღეს ხდება, ყველაფერი 20-25 წლის წინ ვიწინასწარმეტყველეთ. ვიცი, რაც მოხდება შორეულ მომავალშიც. რატომღაც მოვინდომე ამის თქმა, თუმცა ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემმა საყვარელმა მკითხველმა ზეპირად იცის.
დიახ, რუსეთი რომ აფხაზეთს თავისი ხელით გვიბრუნებს, მე — ლელა კაკულიამ, ზუსტად 18 წლის წინ ვიწინასწრამეტყველე და ხშირად ვიმეორებ.
ვიცი, რომ წიგნი, რომელსაც გამოვცემთ, მეტად საინტერესო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ყველა აღიარებს, რომ ჩემს წიგნს დიდი მნიშვნელობა აქვს. მასში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება, ნამდვილად ჭკვიანი პოლიტიკოსების უზარმაზარი არმიის სურათების დიდი გალერეა, მათ შორის, უცხოელებისაც და მრავალი სხვა რამაც.
დღევანდელ ზოგ პოლიტიკოსს, რომელთაც ამბიციები აწუხებთ, რეალურად კი მათი ფასი ნულის ტოლია პოლიტიკაში, ელემენტარული კულტურა არ გააჩნიათ, სხვაზე აღარ ვლაპარაკობ. ჰოდა, მათ თამაშს მალე დაესმება წერტილი. ამინ! ხოლო იმ პოლიტიკოსებს, ვისთანაც შეხება მქონია, ვერცერთი შეედრებით ვერც ინტელექტით, ვერც საქმის ცოდნით, ვერც ნიჭიერებით, ვერც თანამდებობებითა და ვერც მრავალი სხვა თვისებით, განსაკუთრებით კი, პოპულარობით.
ასეა, განათლებულ და ნიჭიერ გონებას კარგად ესმის, რა არის კოსმოსი და კოსმიური ენერგია, აფასებს და უფრთხილდება, ყურს უგდებს და სწავლობს წინასწარ დანახულ მოვლენებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს ქვეყნებს, სახელმწიფოებსა და ხალხს ეხება.
ფრთხილად! კოსმოსთან ჭიდილი, შადიმანებო, კარგს არაფერს მოგიტანთ, ბოროტება ბოროტებით გიპასუხებთ, ფრთხილად!!!
ახლა, რაც შეეხება დედამიწას: არავითარი ღერძის გადახრას არ ვხედავ! მე წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ ბუნება არ აპატიებს ადამიანებს იმ ზიანს, რომელსაც აყენებენ. აი, თუნდაც ის, რომ ჩერნობილი დღემდე ჟონავს. და რამდენი ასეთი დამალული ჩერნობილი, ატომური სადგურები და მრავალი სამხედრო აფეთქებაა?! ამას ემატება ხეების მასიური ჭრა, ცეცხლისგან განადგურებული ტყის უზარმაზარი მასივები. როგორც ეპყრობი, ადამიანო, ბუნებას, ისიც იმგვარ პასუხს გცემს. გაფრთხილებთ, ბუნება არ დაგინდობთ, რადგან მთელი დედამიწა გადათხარეთ!
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დედამიწა კოსმოსში არსებობდა, არსებობს და იარსებებს. დედამიწა კი არ ქრება, ქრებიან ადამიანები. წყალდიდობები, მიწისძვრები, მეწყერები, ომები — აი, რა ანადგურებს მათ. საკუთარი ხელით ითხრიან სამარეს! არც ბაქტეოროლოგიური და ქიმიური ომები დაგავიწყდეთ. ჰოდა, მეტი რაღა გინდათ? ადამიანებო, გონს მოეგეთ! თუმცა ეს ბედისწერაა!
2010 წელი, 20 მარტი
რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე ის, რაც დღეს ხდება საქართველოში და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ასრულდება ასი პროცენტით.
ვხედავ, ამერიკა მოულოდნელ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს და ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის. საქართველოს არ შეეხება არაფერი. ეს მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ინტერესების შეჯახებაა. ვხედავ, ეს მართლაც სერიოზული, ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომია.
სხვათა შორის, იმ საკითხებს, რომელთაც ამერიკა აქამდე არ წყვეტდა საქმიანად საქართველოსთან დაკავშირებით, მოულოდნელად გადაწყვეტს. აქ მოლაპარაკებები და შეხვედრები, ვხედავ, არაფრის მომტანია. რუსეთი თავის გეგმებს ანხორციელებს და უკან არ იხევს. იგი საქმიანად მოქმედებს; ხოლო ამერიკული მოლაპარაკებები არაფრის მომტანია და თუ შეერთებული შტატები არ გადაგამს მყარ პოლიტიკურ ნაბიჯებს, ანუ არ დაიწყებს მოქმედებას, იგი წააგებს! თუმცა მომავალში, ვხედავ, ამერიკას თვითონ რუსეთი გახდის იძულებულს, გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანონ. ასევე ევროპა, რომელიც დღეს უძვრება რუსეთს, მოულოდნელად უარყოფითად შეუბრუნდება და დიდ დარტყმას მიაყენებს მას. უბრალოდ, ევროპის ქვეყნებში მთავრობები იცვლება; მოდიან მთავრობები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში არ შევლენ.
ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ასევე შეერთებულ შტატებშიც. დღევანდელი ამერიკული პოლიტიკა, ასე ვთქვათ, არ იცავს საქართველოს. მათმა პრეზიდენტმა არ იცის, რა სურს. დიახ, ეს ასეა. იგი ძალიან სუსტი პრეზიდენტია მათ შორის, ვინც კი ამერიკას ჰყოლია დაარსების დღიდან. ჰოდა, მალე მოიმკიან საკუთარი პოლიტიკის უარყოფით ნაყოფს.
ვხედავ, მოდიან „რესპუბლიკელები“, რაც ჰაერივით სჭირდება ამერიკას. დიახ, დღევანდელი მთავრობა საერთოდ ვერ წყვეტს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და მეტი არაფერი. ასეა ევროპის ერთი ნაწილიც, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება.
რუსეთი თავის გეგმებს საქართველოში ვერ განახორციელებს. ეს წინასწარმეტყველებაა და უნდა ასრულდეს! საქართველო, ვხედავ, თავის პოლიტიკას მაინც გაატარებს ევროპაშიც და ამერიკაშიც. არაფერს არ დავუთმობთ მათ. ჩვენ უკეთ ვიცით, რა გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუ თავად არ გავინძრევით, არავინ არაფერს არ გაგვიკეთებს. ასეა, საჭიროა ბრძოლა არსებობისათვის და ჩვენ გავიმარჯვებთ ასი პროცენტით! აუცილებლად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აუცილებლად შევალთ ნატოში და მოხდება ბევრი სხვა რამ, რაც სიკეთეს მოუტანს ჩემს ქვეყანას. ეს ასეა ასი პროცენტით.
ვიმეორებ: ამერიკამ პოლიტიკური კურსი უნდა შეცვალოს. თვითონ ამერიკელი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, ვხედავ, რომ მათ აფროამერიკელ პრეზიდენტს პოლიტიკისა საერთოდ არაფერი ესმის, რომ პოლიტიკა მისგან ძალიან შორსაა და რომ დაძაბულობებმა და ომებმა იგი ძალიან დაღალა, არავითარი მკვეთრი გადაწყვეტილება, არავითარი რისკიანი ნაბიჯები და ა.შ.
მოკლედ, ამერიკა მოკავშირეებსაც აღიზიანებს, დიდ შეცდომებს უშვებს, არასწორ, გაუგებარ პოლიტიკას ატარებს. ამას ბევრი ქვეყანა აღიარებს.
დღეს ევროპის ბევრი სახელმწიფო, რუსეთის პოლიტიკის შემყურე, ამერიკას უჭერს მხარს და ყველანაირ შეთანხმებაზე თანახმაა, თუნდაც რაკეტების განლაგებაზე და ბევრ სხვა რამეზეც. ეს ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნები არიან, რომელთაც რუსულმა ჩექმამ გადაუარა და სისხლის გუბეები დააყენა. ევროპის ამ ქვეყნებს არანაირად არ აწყობთ რუსეთთან ურთიერთობა. ისინი არ ენდობიან რუსებს. მათთვის მშვენიერი მაგალითია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომლებიც კრემლს სულაც არ ანაღვლებს და ევროპა-ამერიკის აზრს აბსოლუტურად არ იზიარებს. ასეა, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობები, ვიმეორებ, რუსეთს უძვრებიან და მათი ვითომ მკაცრი მოთხოვნები – ეს თამაშია, რაც რუსეთმა კარგად იცის. ისინი ყოველდღე არღვევენ კანონებს ძალისმიერი მეთოდებით და არავინ უწყის, თუ რა სიურპრიზებს მოაწყობენ და რით გააკვირვებენ მსოფლიოს კრემლის ბინადარნი. თუმცა, ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც რუსეთზე დავინახეთ წარსულში, 20-25 წლის წინ, დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება მთელი სიზუსტით და რუსეთს უდიდესი დარტყმა ელის უკვე ახლო მომავალში. რუსეთის სახელმწიფოს კოსმოსი ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს და ამას ვერავინ შეაჩერებს. ყველაფერი მოეკითხებათ კრემლის ბინადართ!
რუსეთს ძალიან, ძალიან უნდა ეშინოდეს ჩრდილოეთ კავკასიისა. ფრთხილად!
კავკასია – ეს ავღანეთი არაა. ზუსტად კავკასიის ომები დაასუსტებს რუსეთს და უდიდესი დარტყმას მიაყენებს. ყველაფერი სწრაფად ასრულდება, ჩრდილოეთ კავკასია აუცილებლად გაერთიანდება. ეს ჯერ კიდევ1992-1993 წლებში აღვწერე (იხ. ჟურნალში, გაზეთებსა და წიგნში) და წინასწარმეტყველება მთელი სიზუსტით ასრულდება. ხოლო გაერთიანების ცენტრი კი, როგორც დავწერე, იქნება თბილისი.
ამ დროისთვის ამერიკა უკვე არ აპირებს, რაიმე დაუთმოს გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას რუსეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით, საქართველოს საკითხში. „რუსეთმა ერთმნიშვნელოვნად უნდა დატოვოს საქართველო და რუსის ჯარი უნდა გავიდეს ქვეყნიდან. არარსებული სახელმწიფოების ცნობა და საერთოდ, მთელი ეს ცირკი უნდა დამთავრდეს!“ — აღნიშნავს ამერიკის მთავრობა. თუ არა და, ვხედავ, ამერიკა დახურულ კარს მიღმა ძალიან მკაცრად მოსთხოვს ევროპას რუსეთისთვის მძიმე სანქციების დაწესებას. ეს მოთხოვნა კი არა, ვხედავ, ბრძანებაა. ვერც გერმანია, ვერც საფრანგეთი და ვერც იტალია ამერიკას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მით უმეტეს, რომ ევროპის სხვა ქვეყნები მომხრეები იქნებიან ამ სანქციებისა. აი აქ იწყება უკვე ნამდვილი დიდი პოლიტიკა. რეალურად, რუსეთის მთავრობამ თავისი პოლიტიკით ევროპა-ამერიკას დაანახა, რომ ის „დიდი რუსეთია“ და სულაც არ აშინებს არც სანქციები და არც ურთიერთობების გაფუჭება; და საერთოდაც, რა პოლიტიკასაც მოინდომებს, იმ პოლიტიკას გაატარებს: „თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენი….. ! არც ევროპა, არც ამერიკა და საერთოდ არავინ, არ დგახართ რუსეთის იმპერიაზე მაღლა!“ – ეს იქნება ისეთი ხმამაღალი განცხადება, რომ ვხედავ, ყველა გაოგნდება.
აი მაშინ კი იწყება, ვხედავ, დიდი პოლიტიკური ომები, რომელშიც რუსეთი წააგებს ასი პროცენტით.
მომავალში ევროპა, ვხედავ, დაიშლება. ეს იქნება გარდაუვალი პროცესი. ევროც არ იარსებებს, ყველა საკუთარ ფულის ნიშანს დაიბრუნებს. ევროპა ძველ სახეს იბრუნებს და ეს უფრო მისაღებია თავად ევროპული ქვეყნებისთვის. ვხედავ, გაერთიანებული ევროპა – ეს დიდი ხარჯია. ასევე უზარმაზარ ფინანსებთანაა დაკავშირებული იმ ორგანიზაციების არსებობაც, რომლებიც არც არაფერს აკეთებენ და კიდევ მრავალი სხვა საკითხი წამოიჭრება. ეს ყოველივე ასრულდება. სხვა გზა არ დარჩებათ ევროპელებს.
მოკლედ, მომავალში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. მრავალ ქვეყანაში მთავრობათა თითქმის ერთდროულ ცვლას ვხედავ. ეს აუცილებელიცაა, განსაკუთრებით, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიისთვის. მათმა პოლიტიკამ საერთოდ არ გაამართლა. მათ გამოიჩინეს სისუსტე, რამაც რუსეთს ხელი შეუწყო, მწვანე შუქი აუნთო აგრესიაში; ეს მათ მისცეს რუსეთს უფლება, ყოველგვარი თავხედობის ზღვარს გადაეცილებინათ საკუთარი პოლიტიკა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიხილეთ, როგორ აიგდო მასხარად რუსეთმა ევროსაბჭო, რომელსაც დედაც აგინეს და საქართველოს მიმართ აგრესიაც თავხედურად განაგრძეს – ვითომ მიითვისეს საქართველოს ტერიტორიები. ევროპის აზრი რუსეთს საერთოდ არაფრად უღირს და არც არაფრად მიიჩნევს. ჰოდა, მთელი სიზუსტით სრულდება 1992 წლის წინასწარმეტყველებები. გადახედეთ ჩემს გაზეთებს, ჟურნალსა და წიგნს და იქ იხილავთ პასუხებს ყველაფერზე, რაც დღეს ხდება და რაც მოხდება...
(გაგრძელება იქნება)image
0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0