x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აშშ-ს დიდი ქალაქები. ნაწილი II-ჩიკაგო
ჩიკაგო- მესამე უდიდესი ქალაქი ამერიკაში, ილინოისის შტატში. დაარსდა 1795 წელს და მის მეტროპოლიაში 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი შუადასავლეთ ამერიკის ფინანსური, საგანმანათლებლო, სავაჭრო, სპორტული, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია. ქალაქი მიჩიგანის ტბის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებული. მას ხშირად "ქარის ქალაქი"-ს უწოდებენ. ქალაქი ძალიან პოპულარულია ტურისტებისთვის და მართლაც, ო'ჰარეს აეროპორტი მსოფლიოში მე-5 ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ჩიკაგოში 24 საჯარო სანაპიროა, რომელიც 42 კმ-ზეა გადაჭიმული.

image

"ღრუბელთა კარიბჭე"-მონუმენტი მილენიუმ-პარკში, ის ინდოელი მოქანდაკის, ანიშ კაპურის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. მისი წონა დაახლოებით 100 ტონაა. 22 მილიონიანი სკულპტურა, ჩიკაგოში ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზედველ ადგილს წარმოადგენს.

image


უილისის ტაუერი- 442 მეტრიანი ცათამბრჯენი ჩიკაგოში.ის 1970 წელს აშენდა და 110 სართულისგან შედგება. ტურისტებისთვის ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა, რადგან აქედან შეიძლება მთელი ქალაქის დანახვა.

image

საზღვაო პიერი- 1010 მეტრის სანაპირო ზოლი ჩიკაგოში. აქ შეხვდებით უამრავ პარკს, მაღაზიას, რესტორანს და ა.შ. ამ ადგილს ყოველწლიურად 2 მილიონამდე სტუმარი ჰყავს.

image

გრანტის პარკი- უზარმაზარი ურბანული პარკი ჩიკაგოში.(1.29 კვ.კმ). პარკში შეხვდებით უამრავ რეკრეაციულ ზონებს. პარკი ადგილობრივი ხალხისთვის განტვირთვის ადგილს წარმოადგენს.

image

0
84
შეფასება არ არის
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0