x
მეტი
  • 11.08.2020
  • სტატია:102429
  • ვიდეო:347175
  • სურათი:466325
ბუნებრივი მოვლენა, რომელმაც 4 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
1972 წლის 3 თებერვალს ირანში ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმი დაიწყო. კავკასიის რეგიონიდან წამოსული ქარბუქი 6 დღის განმავლობაში ბობოქრობდა. სახელმწიფო, სადაც ჩვეულებრივ მშრალი კლიმატია და თოვლი მხოლოდ მთიან რეგიონში მოდის, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა სტიქიასთან საბრძოლველად.

imageქარბუქმა 4 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შედარებისთვის: ყველაზე დამანგრეველმა ტორნადომ, რომელიც ბანგლადეშში მოხდა 1989 წელს, 1300 ადამიანი იმსხვერპლა.

9 თებერვალს, როცა ქარბუქის შემოტევა ჩაცხრა, თოვლის სიმაღლე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში 3 მეტრს, ხოლო სამხრეთ რეგიონში 8 მეტრს აღწევდა. უამრავი დასახლებული პუნქტი გარესამყაროსგან მოწყვეტილი იყო. ქარბუქმა სატელეფონო და ელექტრო ხაზები დააზიანა, ჩაკეტილი იყო გზებიც.

ასობით სოფელი სრულიად განადგურდა. ადამიანები სახურავების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ, ან ცოცხლად ჩაიმარხნენ.


imageპრაქტიკულად ნულოვანი ხილვადობის პირობებში მაშველები დროულად ვერ ახერხებდნენ ადგილებზე მისვლას. ბევრი ადამიანი სიცივით და ავადმყოფობით დაიღუპა, რადგან საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღეს. ჰაერის ტემპერატურა იმ დღეებში -20 გრადუსამდე დაეცა.

მას შემდეგ კი რაც სტიქიამ უკან დაიხია და თოვლმა დნობა დაიწყო, ირანელებს კიდევ ერთი უბედურება-ძლიერი წყალდიდობა დაატყდათ თავს.

image


0
350
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0