x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიდი ბრიტანეთის ეკლესიაში გამოჩნდა "საიდუმლო სერობა",სადაც ქრისტე შავკანიანია
image

ბრიტანეთის ქალაქ სენტ-ალბანსის(St Albans) საკათედრო ტაძარში(ჰარტფორდშირის საგრაფო) გამოჩნდა ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრესკის, "საიდუმლო სერობის"ინტერპრირებული ვარიანტი შავკანიან იესო ქრისტესთან ერთად . სურათი საკურთხეველზე ჩამოკიდეს მოძრაობა Black Lives Matter- ის სოლიდარობის ნიშნად, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.


image

სურათი 2009 წელს დაწერა მხატვარმა ლორა მეი უოდსვორტმა. მან ქრისტეს სახება აიღო იამაიკელი შავკანიანი მამაკაცისგან.სენტ-ალბანსის საკათედრო ტაძრის აბატი ჯეფრი ჯონი საკურთხევლის კედელზე ფერწერის გაკვრას მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა, ჯასტინ უელბიმ მოუწოდა ინგლისის ეკლესიას, გადახედოს ქრისტეს გამოსახულებას, არა როგორც თეთრკანიან კაცს.


imageფოტოზე:მხატვარი ლორა მეი უოდსვორტი და იამაიკელი შავკანიანი მოდელი ტაფანი ჰინდსი, რომელმაც ქრისტე გამოსახა "საიდუმლო სერობაში"



მოძღვარი ჯეფრი ჯონი განმარტავს, რომ ეკლესია არ არის უფლებამოსილი იქადაგოს თანასწორობა და რასობრივი სამართლიანობა, მაგრამ "რწმენა გვასწავლის, რომ უფალი ყველას თანაბრად ქმნის ღვთის ხატად და რომ ღმერთი არის სამართლიანი".

image

”შავკანიანთა ცხოვრება მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი საკურთხეველი ვაქციეთ დევნილთა ლოცვის ადგილად, რაომლის ცენტრშიც ლორნას მიერ დახატული სურათია”, - განაცხადა აბატმა Daily Mail-თან ინტერვიუში.

image

0
227
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0