x
მეტი
  • 09.08.2020
  • სტატია:102372
  • ვიდეო:347170
  • სურათი:466249
შავი პატარძალი - ცნობილები, რომლებმაც შავი კაბით იქორწინეს
მოგეხსენებათ, რომ ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე და ცხოვრების ახალი საფეხურის დასაწყისია. ამიტომ, ყველა ჩვენგანი ცდილობს, რომ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქციოს.



image


ვიცით, რომ ქორწილის ხიბლი დედოფალი და მისი ლამაზი კაბაა. ბევრ ქვეყანაში გოგონებს ამ დაუვიწყარ ცერემონიაზე ძირითადად თეთრი კაბები აცვიათ, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რწმენისა და ტრადიციების გამო ქალბატონებს რელიგიური შეხედულებების მიხედვით ერჩევათ კაბები. ძირითადად ასეა, პატარძლის იმიჯი ყველას გონებაში ასოცირდება თეთრთან, მაქსიმუმ კრემისფერთან ან სპილოს ძვლისფერთან, გრძელი კაბა და დიდი თავსაბურავი... თუმცა, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებს მიაჩნიათ, რომ შავიც შესანიშნავია.



ცნობილები, რომლებმაც შავი კაბით იქორწინეს!




1. მერილინ მონრო.


image


1954 წელს, ცნობილი ქერა მეორედ გათხოვდა. ამჯერად ის ცოლად გაყვა ბეისბოლის მოთამაშე ჯო დი მაჯოს. მონრომ გადაწყვიტა უარი ეთქვა არამარტო საზეიმო წვეულებაზე ქორწილთან დაკავშირებით, არამედ ტრადიციულ თეთრ კაბაზეც და არჩევანი შავ კაბაზე შეაჩერა, რომელიც 250 $-ად შეიძინა.





2. სარა ჯესიკა პარკერი.


image


სარა ჯესიკა პარკერმა და მეთიუ ბროდერიკმა 20-ზე მეტი წლის წინ იქორწინეს და მიუხედავად მრავალი სირთულისა ცხოვრებაში, ჰოლივუდის ერთ-ერთ მყარ წყვილად ითვლებიან. სარას ქორწილში შავი კაბა ეცვა და მან არაერთხელ აღნიშნა ინტერვიუში, რომ თუ კი შესაძლებელი იქნებოდა დროის უკან დაბრუნება, ის საკურთხეველთან აუცილებლად თეთრი კაბით მივიდოდა.





3. ლიბერთი როსი.


image


მოდელმა გოთიკური ვინტაჟური სტილი Givenchy-ს კაბებიდან შეარჩია. მას დაუმატა გრძელი თავსაბურავი და მუქი წითელი ფერის ვარდების თაიგული. ასეთი განსხვავებული იყო მისი მეორე ქორწინება.





4. შენეი გრეიმსი.


image


შენეის შეუძლია იამაყოს საკუთარი თავით, რადგან სწორედ ის გახდა პირველი პატარძალი, ვინც ქორწილში შავი კაბით წარსდგა. "ვერა ვონგის" კაბას მისთვის წარმატება არ დაუშურებია და რისკებსაც უშედეგოდ არ ჩაუვლია - მისი ქორწინება მოდელთან ჯოშ ბიჩთან წლებთან ერთად უფრო და უფრო ჰარმონიაში შედის.





5. შერილ ქოული.


image


როგორც ჩანს, შერილს შავმა კაბამ ვერ მოუტანა წარმატება და მისი ნაჩქარევი ქორწინება ჟან ბერნან ფერნანდესთან 2 წელში დასრულდა. როგორც იცით, ყველაფერი ცუდი, მხოლოდ უკეთესობისთვის ხდება, ჰოდა, დღეს შერილი მომღერალ ლია პეინთან ბედნიერია და საერთო შვილიც ჰყავთ.





6. თინა თერნერი.


image


თინას რჩეული, მუსიკოსი ერვინ ბახი მას რამდენიმე ათწლეული ეხვეწა, რომ ექორწინათ. პირველი რთული ქორწინებისა და მძიმე განქორწინების შემდეგ, თინას ეშინოდა კიდევ ქორწინების, ამიტომ 27 წელი დასჭირდა ამ ნაბიჯის ხელახლა გადადგმისთვის. 2013 წელს მან მეორედ, ბახზე იქორწინა და ქორწილიც განსხვავებული იყო, სადაც მას შავი მწვანეში "ჯორჯო არმანის" კაბა ეცვა.





7. ავრილ ლავინი.


image


ავრილს რომ შავი და გოთიკური სტილის მორთულობა სურდა ქორწილში, ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაცხადა, როდესაც პირველად მუსიკოს დერეკ უიბლიზე დაქორწინდა, თუმცა არ წავიდა ტრადიციების წინააღმდეგ (მათი ქორწინება 4 წელიწადში განქორწინებით დასრულდა). 2013 წელს ავრილმა მეორედ იქორწინა მუსიკალური ჯგუფის Nickelback-ის სოლისტზე ჩედ კრიუგერზე. ამჯერად ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მას სურდა. ძველი ფრანგული ციხე, შავი კაბა, შავი თაიგული და შავი ტორტი. ქორწინება მხოლოდ 2015 წლამდე გაგრძელდა და ავრილმა გამოაცხადა, რომ ისინი მეგობრებად რჩებოდნენ.






იხილეთ აგრეთვე:


"საქორწილო" კაბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანimage

0
93
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0