x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დასახელდა 2020 წლის ყველაზე ხარისხიანი ავტომობილები

სააგენტო J.D. Power- მა გამოაქვეყნა ავტომობილების რეიტინგი წელს ყველაზე მეტი ჯილდო Hyundai Motor Group-ს ერგო.




ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. Power- მა გამოაქვეყნა ხარისხის კვლევის შედეგები (IQS), სადაც შეფასებულია 2020 წლის მოდელები. როგორც უწინ, რეიტინგი ითვალისწინებს ახალი ავტომობილის მფლობელების საჩივრებს შეძენიდან პირველი 90 დღის განმავლობაში, მათ შორის, ხარვეზები ელექტრონულ სისტემაში. ეს შეიძლება იყოს გადატვირთული მულტიმედიური ინტერფეისი ან სრულიად განსხვავებული ფუნქციონირების მოლოდინი. თითოეულ ბრენდს ენიჭებოდა რიცხვითი ინდიკატორი, უფრო მოხერხებულობისთვის, რეიტინგში ყველა მონაწილე ავტომობილები იყოფოდა სეგმენტებად. წელს გამარჯვებულები გახდნენ Dodge და Kia - მათ თითოეულის 136 ქულა მიენიჭა. აგრეთე ხუთეულში მოხვდნენ Ram, Chevrolet и Genesis. ეს რაც შეეხება ბრენდებს, ხოლო მოდელებში, ყველაზე მაღალი რეიტინგი ხვდათ წილათ შემდეგ ავტომობილებს:



1-მცირე კლასი-Chevrolet Sonic-ყოველ 100 ავტომობილზე 103 საჩივარი.მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ Hyundai Accent და Kia Rio


image




2-მცირე პრემიალური კლასი-Audi A3-მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს Acura ILX და BMW 2 Series-მა.

image


3-კომპაქტური კლასი-Kia Forte, იგივე Cerato, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეულმა ავტომობილმა მთლიან რეიტინგში(ყველა კლასის) პირველი ადგილი დაიკავა, ამ კლასში მეორე, მესამე ადგილები Hyundai Elantra და Volkswagen Jetta-ს ხვდათ წილად.

image


4-კომპაქტური პრემიუმი- Genesis G70-მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს Lexus IS და Mercedes-Benz C-Class-მა.

image


5-კომპაქტური კროსოვერები-Hyundai Tucson, მას მოსდევს Kia Sportage და Chevrolet Equinox

image


6-ყველგანმავალი-პრემიუმ-კლასი-Cadillac Escalade, მეორე ადგილი დაიკავა Lincoln Navigator-მა, ხოლო მესამეზეა BMW -X7

image

სრული რეიტინგი იხილეთ ამ ბმულზე


იხილეთ სხვა ავტოსიახლეები

0
418
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0