x
მეტი
  • 05.08.2020
  • სტატია:102264
  • ვიდეო:347156
  • სურათი:466082
7 საგანგაშო სიგნალი, რომ ინტოქსიკაციას განიცდით
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავსეა ტოქსინებით. ოთახი კი, სადაც დიდ დროს ვატარებთ, შეიძლება იმაზე მტვრიანი იყოს, ვიდრე ქუჩა. პლუს მოწევა, პესტიციდები და საკვების ხელოვნური დანამატები, ეს ყველაფერი ერთად, ძალზედ მომწამვლელია. როგორ მიივხვდეთ, რომ ტოქსინების ჭარბი რაოდენობდა გვაქვს და როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა?



image


წარმოგიდგენთ სხეულის ინტოქსიკაციის ძირითად სიმპტომებს!




1. უძილობა. ტოქსინებმა შეიძლება უძილობა გამოიწვიოს. მაშინაც კი, თუ ესტროგენის დონე საკმაოდ ნორმალურია ორგანიზმში. ცოტა თქვენგანი თუ დაფიქრდება და მიხვდება, რომ უძილობა შეიძლება გამოწვეული იყოს ინტოქსიკაციის ფონზე ღვიძლის პრობლემების გამო. აუცილებლად დაიწყეთ ბოსტნეულის წვენების მიღება და მიეძალეთ ყვავილოვან კობოსტოსა და ბროკოლს.





2. გაურკვეველი ქრონიკული დაღლილობა. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ჩვენგანი კატასტროფულად დიდი რაოდენობის შაქარს იღებს. რის გამოც სისხლში შაქრის დონე მკვეთრად ვარდება და დაღლილობასა და გაღიზიანებას იწვევს. რაც მეტია ტოქსინების რაოდენობა ორგანიზმში, მით მეტად დამოკიდებული ხდება შაქარზე. შეეცადეთ, რომ ტკბილის მოხმარება მკვეთრად შეამციროთ, ტავიდან რთული იქნება, თუმცა 7-10 დღის შემდეგ თავს გაცილებით კარგად იგრძნობთ.




3. თავის გამუდმებული ტკივილი. თავის ხშირი ტკივილის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი და ძირითადი, შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზმში ტოქსინების ჭარბი რაოდენობაა.


"ტავის ტკივილის მიზეზი ორგანიზმის ქსოვილებში არსებული ტოქსკიკური ნივთიერებებია, განსაკუთრებით კი ქსოვილებში, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას ქმნიან" - ნათქვმია სამეცნციერო კვლევაში.




4. კანის პრობლემები. თუ ორგანიზმში ბევრი ტოქსინია, განგაშს კანი აუცლებლად მოგცემთ. ჩნდება გამონაყარი, ლაქები და ა, შ.


"თუ ღვიძლი და თირკმელი არაეფექტურად მუშაობს, საქმეში ერთვება კანიც და შედეგად მასზე გამონაყარი ჩნდება" - ნათქვამია სამეცნიერო კვლევაში.




5. ყვითელი ან თეთრი ენა. ენის ფერის ცვლილება, ინტოქსიკაციის კიდევ ერთი ნიშანია. თუ ენამ ფერი შეიცვალა, იცოდეთ, რომ ინტოქსიკაციის ფაზაშია საჭმლის მომნელებელი სისტემაც.




6. მუცლის ცხიმის მომატება. ტოქსინები მუცლის რღუში ცხიმების დაგროვებას ემსახურებიან. თუ ჭარბი წონისკენ მიდრკილება არ გაქვთ და მუცლის ცხიმი გაგიჩნდათ, სასწარფოდ უნდა დაიწყოთ ტოქსინებისგან გამწმენდი პროცედურები.




7. სიმხურვალე. ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფის ერთ-ერთი გზა, ოფლიანობაა. თუ იმატა ოფლიანობამ და ორგანიზმის სიმხურვალემ, იცოდეთ, რომ "ჭარბი ოფლი" ინტოქსიკაციის ერთ-ერთი საშიში სიგნალია.

0
155
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0