x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
აშშ-ს დიდი ქალაქები, ნაწილი I - ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი, აშშ-ს უდიდესი ქალაქი, რომლის აგლომერაციაშიც 22 მილოინზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ის სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული- მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და ლონგ-აილენდი. გაშენებულია 1, 1214 კვ. კმ-ზე. დაარსებულია 1613 წელს და შედგება 5 რაიონისგან: ბრუკლინი, მანჰეტენი, კუინზი, ბრონქსი და სტეიტენ-აილენდი. ნიუ-იორკში მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა. ეს არის ადგილი, სადაც განათლება, კულტურა, პოლიტიკა და გართობა ერთმანეთს ხვდება. ქალაქის მეტსახელია "დიდი ვაშლი", ასევე "ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს".

ნიუ-იორკის დროშა

image

1857 წელს შეიქმნა ცენტრალ-პარკი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ქალაქის გარემოს დაცვაში. პარკის ფართობი 3, 41 კვ. კმ-ია. ის პოპულარულია ადგილობრივთათვის და უცხოელი ტურისტებისთვისაც. პარკს ყოველწლიურად 40 მილიონამდე მნახველი ჰყავს. პარკი მთლიანად ხელოვნურია, რომელიც მოიცავს, ასევე ხელოვნურად შექმნილ ტბებს, ბილიკებს, რეკრეაციულ ზონებს და ა.შ.


image

ემპაირ სტეიტ ბილდინგი- ერთ-ერთი უდიდესი შენობა, რომელიც ადამიანის ხელს შეუქმნია. მაქსიმალური სიმაღლეა 380მ. აშენებულია 1931 წელს, ხოლო დაპროქტებულია "ასოშიეტს" მიერ. ეს შენობა ითვლებოდა ყველაზე მაღალ შენობად დედამიწაზე, 1931-72 წლებში.

image

თავისუფლების ქანდაკება- მონუმენტი, რომელიც მდებარეობს ლიბერთი-აილენდზე. ეს ქანდაკება ფრანგებმა ამერიკელებს აჩუქეს 1885 წელს. მოქანდაკეების შთაგონების წყარო როდოსის კოლოსი იყო, ხოლო მონუმენტის მთავარი სკულპტორი კი იყო- ფრედერიკ ბარტოლდი.

image

ტაიმზ-სქვერი ნიუ იორკის ერთ-ერთი უბანი, რომელიც ტურისტების მთავარი მიმართულებაა ამ ქალაქში. დაახლოებით 400 000-მდე ადამიანი კვეთს ტაიმზ სკვერს, მათ შორის ტურისტებიც.

image

ბრუკლინის ხიდი- ერთ-ერთი უძველესი დაკიდებული ხიდი აშშ-ში. გახსნისას ის უგრძესი ხიდი იყო და მალე ის ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა.

image

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმი . მუზეუმში ინახება ისეთი ფერწერული ტილოები, როგორიცაა: მადონა ყრმით, ტიციანი, კლოდ მონე და სხვა მრავალი.

image


0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0