x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედოფლისწყაროში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა

image


უბედური შემთხვევიდან ზუსტად ერთი თვის თავზე დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები 15 წლის ანა ზოროღლიანი გარდაიცვალა. გოგონა ამ დრომდე თბილისის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ამ ხნის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.


უბედური შემთხვევა ქალაქ დედოფლისწყაროში 30 მაისს მოხდა, მოზარდის გარდაცვალება კი 30 ივნისს დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა დედოფლისწყაროში ღამით სეირნობის დროს ველოსიპედიდან გადმოვარდა, დაეცა და თავის ტრავმა მიიღო.


მისი ახლობლები დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან საუბრისას იხსენებენ, რომ დაცემიდან რამდენიმე საათში არასრულწლოვან გოგონას ცნობიერება ჰქონდა და გონება გვიან ღამით დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა თავდაპირველად ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი მდგომარეობის გართულების გამო კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟის გამოძახებისა და გოგონას თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. გარდაცვლილის დის განცხადებით, კატასტროფის ცენტრი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით გამოიძახეს.

0
1333
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0