კაბები მის სამყაროს ფინალური კაბები (2015-2019) 2020, 30 ივნისი, 12:33 "მის სამყარო" ყველაზე პოპულარული კონკურსია, რომელზე მოხვედრაც თითოეული გოგონასთვის ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც წარმოადგენს საოცნებო სფეროს. არაჩვეულებრივი შოუ, დიზაინერების კაბები, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, წვეულებები- ეს მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა რაც მსგავსი ტიპის პროექტების კონკურსანტობას მოყვება. შესაბამისად, გოგონები მაქსიმალურად იხარჯებიან იმისათვის რომ იყვნენ ღირსეული მონაწილე. იდიალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნება და ყოველთვის მოწესრიგებული ყოფნა მინიმუმია, რაც თითოეულმა მათგანმა უნდა შეასრულოს.
განსაკუთრებისთ საპასუხისმგებლოა გვირგვინის გადაცემის მომენტი. სრულიად საზოგადოების მზერა მთლიანად "ყოფლი დედოფლისკენ" არის მიმართული.
გოგონები ამ არც თუ ისე ადვილ დავალებას თავს დიდი წარმატებით ართმევენ.
გთავაზობთ გვირგვინის გადაცემის მომენტებს.
2015 წელი, პაულინა ვეგას დაჯილდოების ცერემონიალზე ქალთევზას ტიპის შავი კაბა ამშვენებდა. 2016 წელს პია ვურცბახის კაბამ არა მხოლოდ თაყვანისმცემლების გული დაატყვევა არამედ შთაგონების წყაროც გახდა და დღეს მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მაღაზიაში პიას ფიგურა სწორედ ამ კაბით გვევლინება. 2017 წელს ირის მიტენას წითელი კაბა ნამდვილად დედოფლის შესაფერისი იყო და ფრანგი გოგონას სილამაზეს ცალსახად უსვამდა ხაზს. 2018 წელს დემი ლი პიტერსმა მწვანე მომდგარი კაბით დათმო თავის გვირგვინი. 2019 წელს კი კატრიონა გრეი ცისფერი გრანდიპოზული კაბით მოგვევლინა, ლავა გოგონასგან ყველა წითელ კაბას მოელოდა თუმცა კატრიონა იმდენად მშვენიერი იყო ჯადოსნური კაბით, თაყვანისმცემლებს პრეტენზია ნამდვილად არ გამოუთქვამთ მისი კაბის ფერზე. სრულად საზოგადოება მოუთმენლად ველით 2020 წელს როგორი საღამოს კაბით წარდგება ზოზიბინი ტუნი და გადასცემს თავის გვირგვინს ახალ დედოფალს. 206 2-ს მოსწონს
|