x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის
image


ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბის, გარ­თო­ბი­სა და ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროა. გთა­ვა­ზობთ, 5 თი­ნე­ი­ჯე­რულ წიგნს, რომ­ლი­თაც და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მი­ი­ღებთ და ზა­ფხუ­ლის დღე­ებს კი­დევ უფრო გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებთ:


გეილ ფორ­მა­ნი - „მხო­ლოდ ერთი დღე“


ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, გეილ ფორ­მა­ნი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის წერს.



image


მისი წიგ­ნის „თუ დავ­რჩე­ბი“ მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკი­თხვე­ლიც იც­ნობს, ჯეი კატ­ლერ­მა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღო. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ქლო­უი გრე­ის მა­რეთ­სი და ჯე­ი­მი ბლეკ­ლი თა­მა­შო­ბენ.


ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს ამ რო­მა­ნის გაგ­რძე­ლე­ბა­საც - „სად წა­ვი­და“. ახ­ლა­ხან კი ქარ­თულ ენა­ზე ავ­ტო­რის ახა­ლი რო­მა­ნი გა­მო­ი­ცა.


ელი­სონ ჰი­ლის ცხოვ­რე­ბა მის­სა­ვე ჩე­მო­დანს ჰგავს - მო­წეს­რი­გე­ბულს, და­ლა­გე­ბულს და და­გეგ­მილს. შემ­დეგ კი, რო­დე­საც უეც­რად, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­კვი­რი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ტუ­რის ბოლო დღეს, უი­ლემს გა­იც­ნობს - თა­ვი­სუ­ფალ სულ­სა და მო­ხე­ტი­ა­ლე მსა­ხი­ობს, ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დგე­ბა.უი­ლე­მი ელი­სო­ნის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა. იგი გო­გო­ნას სთა­ვა­ზობს ყვე­ლა საქ­მე გვერ­დზე გა­და­დოს და მას­თან ერ­თად პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­როს. ელი­სო­ნიც თან­ხმდე­ბა.ამ უჩ­ვე­უ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რის­კი­ა­ნი, რო­მან­ტი­კუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­თა და ინ­ტი­მით დატ­ვირ­თუ­ლი დღე მოს­დევს: 24 სა­ა­თი, რო­მე­ლიც ელი­სო­ნის ცხოვ­რე­ბას ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლის.


რე­ი­ჩელ ლი­პინ­კო­ტი - „ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე“


image


GoodReads Choice Awards 2019-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი. ამა­ვე წელს გა­მო­ვი­და ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი მე­ლოდ­რა­მაც.


ნა­წარ­მო­ე­ბი სტე­ლა გრან­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად, სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.


ერ­თა­დერ­თი რამ კი, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ აღელ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი, სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს...


სარა ჯ. მა­ა­სი - „ეკ­ლე­ბი­სა და ვარ­დე­ბის სა­მე­ფო“


image


სარა ჯ. მა­ა­სის ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. ფენ­ტე­ზი­სა და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა ეს წიგ­ნი არ უნდა გა­მო­ტო­ვონ. წიგ­ნის ორი­გი­ნა­ლუ­რი ყდის შიგ­ნით მკი­თხველს და­ძა­ბუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სამ­ყა­რო ელის.


ოდეს­ღაც დი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­ღა­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ციხე-დარ­ბა­ზი­დან პა­ტა­რა კო­ტე­ჯში გა­და­სახ­ლდე­ბა. სამი დი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ცხრა­მე­ტი წლის ფერა იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ძა­ლი­ან სა­შიშ ტყე­ში ინა­დი­როს ხოლ­მე. ერთ დღეს, ფერა ტყე­ში მგელს მოკ­ლავს. იმა­ვე სა­ღა­მოს, მას შინ მხე­ცის­მაგ­ვა­რი არ­სე­ბა შუ­რი­სა­ძი­ებ­ლად მი­ად­გე­ბა. მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მა­გი­ით მო­ცულ მხა­რეს ფერა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი­დან იც­ნობს და მალე აღ­მო­ა­ჩენს, რომ მისი და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი კი არა, ტემ­ლი­ნია - სა­ში­ში, უკ­ვდა­ვი ფეა.


მარ­კუს ზუ­ზა­კი - „წიგ­ნის ქურ­დი“


image


„წიგ­ნის ქურ­დი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული და­ი­პყრო და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.


წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე 2015 წელს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პრო­ექტ „ლი­ბერ­თინ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა.


ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა. 1939 წელი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას. რო­მან­ში ბევ­რი რამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია.


რუტა სე­პე­ტი­სი - „რუხ ჩრდი­ლებს შო­რის“


image


ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის რუტა სე­პე­ტი­სის წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ლიტ­ვე­ლი გო­გო­ნაა. ლინა ხა­ტავს, ოც­ნე­ბობს, უყ­ვარს და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. მაგ­რამ ერთ ღა­მე­საც მათ სახ­ლში საბ­ჭო­თა ოფიც­რე­ბი შეც­ვივ­დე­ბი­ან და...სა­მუ­და­მოდ ირ­ღვე­ვა ოჯა­ხის მყუდ­რო­ე­ბა! ლინა პა­ტა­რა ძმა­სა და დე­დას­თან ერ­თად ხალ­ხით გა­დავ­სე­ბულ ბინ­ძურ ვა­გონ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და აქე­დან იწყე­ბა სას­ტი­კი მოგ­ზა­უ­რო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­მის გა­რე­შე, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, უცხო და სუს­ხი­ან მხა­რე­ში.



0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0