x
image
არჩილ ვერულიძე
ფაქტები გაიუს იულიუს კეისარზე
1. სამედიცინო ტერმინი " საკეისრო კვეთა" სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია ის ამ მეთოდის გამოყენებით დაიბადა. მაგრამ ისტორიკოსებს ეჭვი ეპარებათ ამ ფაქტის სისწორეში - არანაირი ისტორიული მტკიცებულება არ არსებობს.


2. სიტყვები: " მეფე" და " კაიზერი" სინამდვილეში დამახინჯებულ და სახეცვლილ "კეისარს" წარმოადგენს, ნიშნავს.


3. ახალგაზრდობაში კეისარი გატაცებული იქნა მეკობრეების მიერ, ის შეურაწყოფილი დარჩა, როდესაც გაიგო თუ რა საფასურს ითხოვდნენ გამტაცებლები, კეისარმა განაცხადა, რომ ორჯერ უფრო ძვირი ღირდა მისი სიცოცლე. განთავისუფლების შემდეგ გამოითხოვა ფლოტი თავისი ბიძისგან, იპოვნა მეკობრეები და გაანადგურა ისინი.


4. დაფნის გვირგვინს გამუდმებით ატარებდა მას შემდეგ, რაც თმის ცვენა დაეწყო. მას ძალიან სრცხვენოდა სიმელოტის.


5. 16 წლისამ პირველად იქორწინა, მაგრამ რომის დიქტატორი სულა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ კავშირის, კეისარი იძულებული გახდა გაქცეულიყო, მაგრამ ქორწინებაზე უარი არ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ამგვარი დაუმორჩილებლობა სიკვდილით ისჯებოდა. საბოლოო ჯამში შერცხვენილმა გაიუს იულიუსმა პატიება მიიღო. მოგვიანებით დაქორწინდა სულას შვილიშვილზე. სულ სამჯერ იყო დაქორწინებული.


6. თვეს " ივლისი" კეისრის საპატივსაცემოდ ეწოდა კერძოდ დასახელება " ივლისი" მომდინარეობს სახელიდან " იულიუსი"


7. კეისრის მკვლელობის შემდეგ ხალხში გარცელდა ხმები, თითქოს მოღალატე ბრუტუსი კეისრის უკანონო შვილი იყო.


8. ისტორიკოსთა მტკიცებით კეისარი ეწინააღმდეგებოდა მკვლელებს მანამ, სანამ მათ შორის ბრუტუსი არ დაინახა. სწორედ მაშინ მან წარმოთქვა ცნობილი ფრაზა " შენც ბრუტუს..." რის შემდეგაც შეწყვიტა წინააღმდეგობა.


9. როდესაც გრძნობდა, რომ მრისხანებას ეძლეოდა, თავისთვის ჩაიკითხავდა სრულ ლათინურ ანბანს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა საუბარს.


10. კეისარი შემთხვევით დაეცა აფრიკის სანაპიროზე, გემიდან გადმოსვლის დროს. ანამ მისი ცრუმორწმუნე ჯარისკაცები ძალიან შეაშფოთა, მაგრამ მხედართმთავარი არ დაიბნა, ქვიშა ხელით მომუჭა და წარმოთქვა " შენ ჩემს ხელთ ხარ აფრიკავ" მოგვიანებით ტრიუმფით დაიპყრო ეგვიპტე.


11. იულიუს კეისრის ანდერძის თანახმად, რომის თითოეული მცხოვრები მემკვიდრეობით იღებდა 300 სესტეერციას. ეს დიდი თანხა იყო პატრიციებისთვისაც კი.


12. არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ცნობილი დიქტატორი არამხოლოდ მხედართმთავარი გახლდათ, კეისარი წერდა ლექსებს, სატირულ პროზას და ასევე მას ეკუთვნის სერიოზული ისტორიული ნაშრომები.

კეისარი

2
590
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
590
  
2020, 30 ივნისი, 12:19
არც კი იცოდა როგორი უაზრო იყო მისი ცხოვრება. :D
2020, 30 ივნისი, 9:53
სამაგიეროდ არ ქონდა ფეისბუქ გვერდი, ტიკ ტოკზე და ტვიტერზე არას ვამბობ ?!
0 1 2