x
მეტი
  • 04.07.2020
  • სტატია:101242
  • ვიდეო:346562
  • სურათი:465135
აქციე მაკულატურა წიგნებად - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით
image


უპრეცედენტო შეთავაზება „მაკულიტერატურის“ მომხმარებელს!


მხოლოდ 10 დღე, 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით.


ამ აქციის ფარგლებში "ნერგი ბარათი" არ გჭირდებათ, რადგან ადგილზევე გადმოგცემენ სპეციალურ კუპონს, რომელსაც ახალ წიგნებზე გაცვლით.



ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ამიტომ ფუქნციონირებს ონლაინრიგი. რიგში ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს:


თუ ვერ ახერხებთ დარეგისტრირებას, დაუკავშირდით ჩვენს ქოლცენტრს და დაგეხმარებიან: 032 (2 19 60 13), ქოლცენტრის სამუშაო საათები: 10:00 – 19:00, კვირა: 10:30 -18:00.


წიგნების სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს:


წიგნების არჩევანი დიდია, რაოდენობა - შეზღუდული. ამიტომ იჩქარეთ, გადაარჩიეთ ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები და გაცვალეთ ახალ წიგნებზე. გაუფრთხილდით გარემოს, გადაარჩინეთ ტყე, ჩააბარეთ მაკულატურა და განაახლეთ ბიბლიოთეკა.


„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტია, 2020 წელი კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის საიუბილეო წელია - ის 15 წლის ხდება. სწორედ ამიტომ ეს აქცია გამორჩეულია და განსაკუთრებული პირობებით განხორციელდება - გაძლევთ უნიკალურ შანსს, რომ, უსარგებლო მაკულატურის სანაცვლოდ, განაახლოთ და გაამდიდროთ თქვენი ბიბლიოთეკები.


პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ გარემო. უამრავი უკვე გამოუსადეგარი ქაღალდი, ჟურნალი, გაზეთი, წიგნი გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, მეორეული ქაღალდი კი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას. წიგნის მოყვარულებს ეძლევათ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ და საინტერესო წიგნებში.


შეგახსენებთ, რომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, დაცული უნდა იყოს დისტანცია, აუცილებელია პირბადისა და ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება.


აქცია ათდღიანია, 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით. სამუშაო საათები 10:00 -დან 18:00 საათამდე.


გელოდებით წერეთლის 116-ში, სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში, ჯიხური N10.



0
130
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0