x
სიყვარულის ტრაექტორია პოლიტიკაში
ანა მარია

იმ ბრძნული გამონათქვამის თანახმად, რომ “ სიყვარული ბრმა არის...", ბებია ოლღას გარდა (ცხადია ახლა მაინც არ ვასწავლი მას სექსი და კექსის სხვაობას, როგორც ასევე სხვა ქართული ლოგიკური ანდაზის თანახმად არის ცნობილი) მგონი ეს აბსტრაქცია მსოფლიოში ასე თუ ისე ყველამ გაიგო, მაგრამ ჯონ სნოუს სიყვარულის შვიდი ფსიქოლოგიური ფერი მაინც სულ სხვა ფენომენია და ადამიანის იმ ფსიქოლოგიურ ტიპზე და მის შეცნობაზე მიგვანიშნებს, რომ ამ გრძნობის გამოხატულება აგრეთვე მძაფრად არის დაკავშიტებული სხვა ნაიგვარ სიმპტომებთან, რასაც ეკლესიასტე მის მოძღვრებაში არ ქადაგებს და იგი ფსიქოთერაპიის ასპექტში სიყვარულის უკუჩვენებზეც აქტიურად აკეთებს აქცენტებს (ამოკი, ინტრიგა, სიძვა, ეჭვიანობა თუ სხვა დანარჩენი მძაფრი და მიამიტური ფერები), მაგრამ რატომღაც ანომალიური ტიპი ორივეს ალმა-მატერში ტაბუირებულია და ერთ სექსიანთა გრძნობის ელფერი უფეროა მათვის, მიუხედავად რომ მათი ბაირაღი ცისარტყელის ფერებში მრავალფეროვნად ფრიალებს ცაშიც, არათუ თავიანთ მსოფლიო მაშტაბის საყოველთაო აღლუმებსა და პომპებზე, რომლის ეპიცენტრიც ასევე პოლიტიკურ არენასაც უკავია უკვე და მეტიც, მათი მაშტაბები ახლა ყველა სექტორსაც კი სცდება და თანაც წარმატებით, მაგრამ ფოტოზე გამოსახული ფორცა იტალიის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსი და სახე ქ-ნი ანნა მარია ბერნინი თავისი ფეისბუქის პოლიტიკური ტრიბუნიდან ამესიჯებს, რომ ლგბტქმლების განსჯა და განკითხვა დაუშვებელია, ვინაიდან სიყვარული ყველასათვის მისაღებია და ჩვენც ვაცნობიერებთ, რომ ის მართლაც ძალიან პირადული ინტიმია და რაც მთავარია ნებაყოფლობითი არჩევანია, რაც არ უნდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდეს ესა თუ ის სუბიექტი მის გამო, თუმცა ნორმის დარღვევა ერთ-ერთი იმ ანომალიათა გამოვლინება არის, რომელიც ბუნების კანონზომიერებას ხელოვნურად ეწინააღმდეგებება და ბუნებრივ განვითარების ტრადიციულობას უკარგავს სახეს, რაც ერთსექსიანთა თუ ტრანსგერთა ცხოვრებაში მიღებულია და ნება დართულიც, მიუხედავად, რომ ძირძველ ქალისა და მამაკაცის ხელოვნებაში ეს ფაქტი კატეგორიულად მიუღებელია, რომელიც გენესის უქმნის საფრთხეს და ამახინჯებს თაობებს გადაკეთებული ხიბლით, რაც არ უნდა მაგალითად ძეფირელი, ელტონ ჯონი, ლუჩია დალა თუ ჯანა ნანინი მოვიყვანოთ მოწმედ და ასევე მასზე “მწარედ შეყვარებული" ჩემი მომხიბვლელი გაბრიელ გარკო, თუ ჩვენი პროფესორი გვახარია, ბ-ნი ყანდიაშვილი, ან ქ-ნი ასათიანი თუ სხვანი, თუმცა თითოეულის ცხოვრებაში ეს გრძნობა სიყვარულის სახელით ვლინდება და საერთოდ არ არის კავშირში პირადი ტრავმა თუ სხვა დანარჩენი მთელი რიგი უიღბლობა, რასაც ეს გრძნობა არა მხოლოდ ჯონ სნოუს მიხედვით ავლენს, არამედ ისინი ცხოვრებისეული კატასტროფების ფონზეც აისახება ხოლმე, მაგრამ მათ წინააღმდეგ განგაში და ამ სიძულვილის მასკარადში დანარჩენი მსოფლიო ხალხების ჩართვა მიუღებელია, როდესაც მათი მიხრიდამ არანაირ ძალდატანებას ადგილი არა აქვს და მით უფრო კი არ გიტაცებენ, როგორც ეს მანერა განსაკუთრებით მთის ხალხში და არა მარტო გავრცელებული იყო და დღესაც მათი გადმონაშთები არასასურველ კვალს ტოვებენ გენერაციებში, სადაც შეფუთული ოჯახის იმიჯით შეკერილ იდილიას აფრქვევენ ისინი და ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილნი, დაკონსერვებულ რეალობასაც თვალს უსწორებენ.ცხადია ეს ჩემი მოსაზრება არ განეკუთვნება კონკრეტული იტალიელი პოლიტიკოსის კრიტიკასა და ვინმეს პირადი ცხოვრების განსაჯას ან დაცვას ( არ ვითავსებ ვინმეს ვექილობას, როგორც ნებაყოფლობითი მოქალაქე ჟურნალისტის ფორმატის შემთხვევაში მაქვს პროფესია შეთავსებული) და მეც მათასავით ცალსახად და ღიად ვაფიქსირებ, რომ რაც არ უნდა ვინმეს სიყვარული თქვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყოს, ყოველგვარი აჟიტაციის გარეშე დაშორდით მათ კამპანიას და საკუთარი ინტიმური ყოფით დაკავდით იმ ბუნების კანონზომიერების გათვლით, რასაც სიყვარულის ქვაკუთხედი უდევს საფუძვლად და ნურავის გამო ნურც თავს დაისაჭურვისებთ და მით უფრო კი დასცინებთ მათ, ვინც ვერ შეძლო ბუნებაში სიყვარულის ახდენა, ან არ გაუმართლა მათ, ან კიდევ მათ გამო წყალში ჩავარდა, ვინაიდან ამ დედამიწაზე ყველა საკუთარი ბედისწერითა თუ თილისმით ვიბადებით, მაგრამ არა იძულებითი წესით, ან სხვისი ნაკარნახები ცხოვრებისეული კრედოთი, ამიტომ ყველამ თავად განსაჯეთ თქვენი მოპოვებული ბედნიერება თუ უიღბლობა და მით უფრო კი სიყვარულის ის ანატომია, რომელიც მხოლოდ ორ პიროვნებას შორის იკიდებს ფესვებს თავისი ნაყოფითა თუ უნაყოფობით, რაც არ უნდა ტკბილი ან მწარე გვეჩვენოს მათი ნამყოფი, რომლებსაც არ სჭირდება სხვისი სამყოფი და თავადვე ზიდავენ თავიანთ საზრდოთი.


ჯორჯიანა

მოქალაქე ჟურნალისტი


28.06.2020 ფლორენცია/იტალია

პ.ს. ფოტო აღებულია პოლიტიკოსის ფეისბუქის ოფიციალური ფანგვერდიდან.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0