x
image
არჩილ ვერულიძე
საინტერესო ფაქტები გლადიატორთა შესახებ
1. ძველ რომში გლადიატორთა არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა სპეციალური ჯიხურები, სადაც ცხოველის ქონსა და გლადიატორთა ოფლს ყიდდნენ. ამ ნივთიერებებს ქალები პარფიუმერიის სახით იყენებდნენ.

2. რომაელ არიტოკრატთა შორის პოპულარული იყო პირადი გლადიატორების ყოლა, ისინი საკმაოდ კარგი მცველები იყვნენ. მაგალითად, იულიუს კეისარს ორიათასი გლადიატორი-მცველი ყჰავდა.

3. არენაზე იწვევდნენ მუსიკოსებს, რომლებიც მუსიკალურ თანხლებას უწევდნენ ბრძოლებს მოვლენათა განვითარების შესაბამისად.

4. არც თუ ისე იშვიათად სისხლის ღვრა იმდენად დიდი ოყო, რომ ორთაბრძოლების შეჩერება უწევდათ, რათა სისხლით მოლიპულ არენაზე ახალი ქვიშა დაეყარათ.


5. არენაზე ზოგიერთი იმპერატორიც იბრძოდა, მაგალითად იმპერატორი კომოდუსი, მას ძალიან უყვარდა მსგავს ბძოლებში მონაწილეობა, რათქმაუნდა ყოველი ბრძოლა მისი გამარჯვებით სრულდებოდა. მან გლადიატორის როლში 735 ბძოლა გამართა. ლეგენდის მიხედვით ის მოკლეს არენაზე დანის დარტყმით, მაგრამ სინამდვილეში დაახრჩეს არენაზე გასვლამდე ერთი დღით ადრე. ამ ისტორიას ეძღვნება ფილმი " გლადიატორი"

6. გლადიატორები მაღალანაზღაურებადი საყვარლები იყვნენ.

7. პრაქტიკულად ყველა გლადიატორი მონა იყო, მიუხედავად ამისა ისინი კარგ მომზადებას გადიოდნენ, იღებდნენ მაღალკალორიულ საკვებს და სამედიცინო დახმარებას. მათ უფთხილდებოდნენ, ცდილობდნენ არ მიეყენებინათ ტრამვა უმიზეზოდ.

8. გლადიატორები საკმაოდ კარგ გასამრჯელოს იღებდნენ ბძოლაში მონაწილეობისათვის. ყველაზე დიდ საფასურად შეიძლება ჩაითვალოს სასახლე, რომელიც იმპერატორმა ნერონმა გლადიატორ " სპიკულს' აჩუქა.

9. გლადიატორები საკმაოდ სოლიდური ინვესტიციის ობიექტები იყვნენ. თუ გლადიატორი იღუპებოდა სპონსორის დანაკარგი უზარმაზარი გახლდათ. ამიტომაც ბილეთები შოუზე სადაც ბრძოლა სიკვდილამდე გრძელდებოდა ძალიან ძვირი იყო: სპონსორები ცდილობდნენ როგორღაც აენაზღაურებინათ დანაკარგები.

10. ყველაზე ძვირადღირებულად გლადიატორთა საზღვაო ბრძოლები მიიჩნეოდა. უდიდესი მათგანი გაიმართა იმპერატორ კლავდიუსის ბრძანებით.

რომის მახლობლად ტბა ფუჩინოში იქნა ჩაშვებული 50 საბრძოლო გემი, გლადიატორთა რიცხვი დაახლოებით 20 000 შეადგენდა. მაყურებეთა რიცხვი კი ნახევარი მილიონს აჭარბებდა.გლადიატორები

3
806
2-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
806
  
2020, 22 აგვისტო, 13:48
გმადლობ. თქვენც წარმატებებს გისურვებთ.
2020, 22 აგვისტო, 13:46
საინტერესო სტატიები გაქვთ, წარმატებები არჩილ
0 1 3