x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
კომუნიკაცია და თვითგახსნა
image

ადამიანი სოციალური არსებაა, რომელიც დაბადებიდან იწყებს ადაპტაციას სოციალურ გარემოსთან. თავდაპირველად სხვათა დახმარებით, შემდგომ კი საკუთარი ძალებით ცდილობს შეეგუოს და მოერგოს არსებულ გარემოს. სოციალიზაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი უკავია კომუნიკაციას, კომუნიკაციისას კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითგახსნაა, რომელსაც გენდერული და კულტურული ფაქტორები განაპირობებს.

ადამიანებს შორის ახლო კავშირის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია გულწრფელი კომუნიკაცია, რომელიც განხორციელების თვალსაზრისით არც ისე მარტივია. გულწრფელი კომუნიკაცია მოიცავს ადამიანში თვითგახნას, რომელიც გულისხმობს საუბრის სპეციფიკურ ტიპს, ამ დროს ადამიანი საკუთარ ინტიმურ ინფორმაციასა და გრძნობებს სხვა ადამიანს უზიარებს. თვითგახსნა მოიცავს როგორც პოზიტიური აზრებისა და დადებითი გრძნობების, ისე ნეგატიური აზრებისა და გრძნობების გაზიარებას, უსიამოვნო თემებზე საუბარს. ძირითადად, ამ ტიპის საუბარი ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის და სწორედ ამიტომ მათი უმეტესობა თავს არიდებს მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გაზიარებას, თუნდაც ახლობელ ადამიანთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახლო ურთიერთობების დამყარება თვითგახსნის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუ ადამიანები ერთმანეთს არ უზიარებენ საკუთრ აზრებსა და გრძნობებს, დამოკიდებულებებსა და განცდებს, მათ შორის ემოციური კავშირის დამყარების ალბათობა ძალიან დაბალია. ადამიანებს შორის ხანგრძლივი და ემოციურად ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია საუბარი ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მხოლოდ ახლო ადამიანებთან განიხილავენ ხოლმე. ადამიანის გულგახსნილობისა და ნდობის გამოვლენა მეორე ადამიანის მიმართ თვითგახსნის განმსაზღვრელია. როდესაც თქვენი მეგობარი გეუბნებათ, რომ მან ლექციები არა მაღალი ტემპერატურის გამო, არამედ ოჯახში დაძაბული სიტუაციის გამო გააცნიდა, თქვენ მისდამი ნდობა და ემოციური კავშირი გიჩნდებათ, რაც თქვენი მეგობრის მხრიდან თვითგახსნის მაჩვენებლია. ადამიანებს შორის ხანგრძლივი და მჭირდო ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მათი ერთმანეთთან თვითგახსნა.

ადამიანებს შორის ურთიერთობის რამდენიმე სტილი გამოიყოფა, ესენია: ურთიერთობის აგრესიული სტილი; პასიური სტილი და ასტერიული სტილი. ურთიერთობის ნებისმიერი სტილის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსაუბრეთა თვითგახსნა. თვითგახსნა თავს განსაკუთრებით ურთიერთობების ასტერიული სტილის შემთხვევაში იჩენს. ზოგადად ტერმინი ასტერიულობა არის უნარი, რომელიც გულისხმობს ადამიანების მიერ საკუთარი სურვილების, გრძნობებისა და საჭიროებების გამოხატვას ისე, რომ სხვა ადამიანების გრძნობები და აზრები არ იყოს უგულებელყოფილი. ასტერიულობას თვითგახსნის ერთ-ერთ ფორმადაც კი მიიჩნევენ. როგორც წესი, ადამიანის მიერ საკუთარი გრძნობებისა და ფიქრების გაზიარება, ხელს უწყობს ურთიერთიბების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას. ურთიერთობების სტილი, ადამიანებს შორის კომუნიკაცია და ადამიანთა თვითგახსნა, რასაკვირველია, ერთმანეთისგან განსხვავდება, განსაკუთრებით კი კულტურისა და გენდერის მიხედვით.


ადამიანებს შორის კომუნიკაციისას მნიშვნელოვანი როლი აქვს თვითგახსნას, რომელზეც თავის მხრივ მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ადამიანები ერთმანეთს უმხელენ და უზიარებენ ინტიმურ ინფორმაციას, დადებით თუ ნეგატიურ გრძნობებსა და დამოკიდებულებებს და სწორედ ამის საშუალებით მყარდება მათ შორის ახლო ურთიერთობები. თვითგახსნის გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია ინდივიდებს შორის მჭიდრო ურთიერთობისა და ემოციური კავშირის ჩამოყალიბება.

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0